დღეს, გიმნაზიაში სასწავლო დღე წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საუბრით დაიწყო.
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ დოკუმენტური ფილმი წმინდანის მოღვაწეობის შესახებ და გაეაზრებინათ მისი საზელმწიფოებრივი ხედვა და მოყვასისა და სამშობლოსადმი თავდადება.
ისტორიკოსი და თეოლოგი წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლი ფერაძე ,იმ საზოგადო მოღვაწეთა და წმინდანთა რიცხვს მიეკუთვნება რომელმაც მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა საკუთარი საქმიანობით სამშობლოს ფასდაუდებელი სამსახური გაუწია და საქრთველო ღირსეულად წარმოაჩინა სხვა ქვეყნებში.
მღვდელმოწამე გრიგოლი განსაკუთრებულად ზრუნავდა პარიზში მის მიერვე დაარსებულ წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაზე და მრევლზე. იცოდა 12 ენა.
მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და გამოიცა სამრევლო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“
პოლონეთში, ვარშავაში მიწვეული იყო მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად.
ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გახიზნული ქართული საუნჯეც გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა განადგურებას.
„ის მთელ თავის სახსრებს ახმარდა სირია-პალესტინაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, იტალიასა და ინგლისში ქართული საეკლესიო ხელნაწერებისა და ქართული ეკლესიის ისტორიისათვის ცნობების მოძიებას. მისი შრომითა და ღვაწლით ბევრი ქართული ხელნაწერი იქნა აღმოჩენილი. ორი თვისება - შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა ახასიათებდა მამა გრიგოლ ფერაძეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ქართულმა საზოგადოებამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის არაფერი იცოდა მისი მოღვაწეობის შესახებ.
1942 წლის მაისში მამა გრიგოლი ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. დაპატიმრების უშუალო მიზეზი გახდა ის, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისაგან დევნილ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს. გრიგოლის ბინაზე ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც გაქრა ის ძვირფასი ძველი ხელნაწერები, რომლებზეც იგი მუშაობდა, ასევე ძვირფასი საეკლესიო ნივთები, რომელთაც იგი თავისი მოგზაურობის დროს საქართველოში დასაბრუნებლად იძენდა.
ოფიციალური გერმანული ცნობების თანახმად გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. ესაა ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ 1942 წლის 30 დეკემბერს გაცემული ცნობა, ხოლო ოსვენციმში პოლონეთის იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლის ჩანაწერებში, რომელიც 1942 წლის დეკემბრის ამბებს შეეხება, აღნიშნულია: „ბანაკი ოსვენციმი. აქ გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი“. როგორც ირკვევა, არქიმანდრიტმა გრიგოლმა, მოყვასის სიყვარულით თავს იდვა სხვებისთვის განკუთვნილი სასჯელი და მათ ნაცვლად აღესრულა, იგი გაზის კამერაში მოაკვდინეს ფაშისტებმა.“ ( ქართველ წმინდანთა ცხოვრება 2007წ)