სიახლეები
23 აპრილს სკოლა-გიმნაზიის არაფორმალური განათლების IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) ჯგუფში 3D მოდელირების და ხელოვნურ ინტელექტთან ეფექტური კომუნიკაციის კურსი დაიწყო. აკადემია STEP თელავი-დან მოწვეულ ლექტორთან გაცნობითი და საინფორმაციო ხასიათის პირველი შეხვედრა შთამბეჭდავად წარიმართა . სწავლა-თამაშის მეთოდით გაზიარებული სასწავლო პროცესი გიმნაზიელებისთვის შემეცნებითი, სახალისო და ინფორმაციული იყო. ✨კურსის განმავლობაში სკოლა- გიმნაზიის მოსწავლეები შეისწავლიან: 📐 სივრცითი აზროვნება და 3D მოდელირება (Tinkercad); 🤖 ხელოვნურ ინტელექტთან (AI) ეფექტური კომუნიკაცია. 🌐 ციფრული წიგნიერება და საავტორო უფლებები; აღნიშნული სასწავლო პროგრამა ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის და IT აკადემია STEP თელავი -ს თანამშრომლობის საფუძველზე. #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
🕊️☀️🕊️ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიაში მიმდინარეობს #პირველკლასელთა_რეგისტრაცია . 🕊️სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია : ✅უსაფრთხო,შემეცნებითი, შემოქმედებითი და სუფთა გარემო; ✅კვალიფიციური პედაგოგები; ✅მუსიკალური, სპორტული და შემოქმედებითი წრეები; ✅გახანგრძლივებული სწავლება; ✅ერთჯერადი კვება; ✅ტრანსპორტირება. ✅უფასო სწავლება 🕊️სკოლა-გიმნაზიაში მოქმედებს მოსწავლის სასკოლო ფორმა.
ღვთის საჩუქარი ჩვენი დედამიწა.♥️ გიმნაზიელებმა #დედამიწის_დღე შემოქმედებითად, შემეცნებითი ხასიათის პერფორმანსით აღნიშნეს . 22 აპრილი #დედამიწის დღე #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
თემა: ,,ჩიტი და მელა" საგანი: ქართული კლასი: პირველი მასწავლებელი თინიკო ყულიჯანიშვილი #ინსცენირება #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
გეომეტრიული ფიგურები პატრიკ შადენის მიერ შექმნილი "გეომეტრიული ხე" სკოლა-გიმნაზიის მეორე კლასელებისთვის შთაგონების წყარო აღმოჩდა. მოსწავლეებმა დეკორატიული კომპოზიციები, შესაფუთი მასალის ნარჩენებისაგან შექმნეს. გაკვეთილის მიზანი : ✨მათემატიკის ესთეტიკური მხარის გაცნობა - გამოყენება. ✨ ხელოვნებასა და გეომეტრიას შორის კავშირის გაცნობა. ✨ვიზუალური აღქმის უნარის გაძლიერება. ✨გეომეტრიული ფორმებისა და მიმართების გააზრება. ✨ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. #მასწავლებელი თინიკო ყულიჯანიშვილი
22 აპრილს, ყვარლის სკოლა-გიმნაზიაში l, ll, lIl, lV, V და VII კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. #დედამიწის_დღე
#დედამიწის_დღე III კლასი ინტეგრირებული გაკვეთილი . საგანი: #ჩვენი_გარემო მასწავლებელი თამრიკო ავაზაშვილი . #საგანი ხელოვნება _მასწავლებელი ნანა ჯანიკაშვილი. #გაუფეთხილდი_გარემოს.
22 აპრილი დედამიწის მსოფლიო დღეა. #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
#სიახლე 23 აპრილიდან სკოლა-გიმნაზიის ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ჯგუფში 3D მოდელირების და ხელოვნურ ინტელექტთან ეფექტური კომუნიკაციის კურსი იწყება. 🕊️სასწავლო პროცესს IT აკადემია STEP-იდან მოწვეული ლექტორი წარმართავს. ✨კურსის განმავლობაში გიმნაზიის მოსწავლეები შეისწავლიან: 📐 სივრცითი აზროვნება და 3D მოდელირება (Tinkercad); 🤖 ხელოვნურ ინტელექტთან (AI) ეფექტური კომუნიკაცია; 🌐 ციფრული წიგნიერება და საავტორო უფლებები. 🕊️აღნიშნული სასწავლო პროგრამა ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის და თელავის IT აკადამია STEP -ის თანამმშრომლობის საფუძველზე. 🕊️ცნობისთვის: IT აკადემია STEP-ი საერთაშორისო ტრანსფორმაციული განათლების ცენტრია საქართველოში. "სტეპთან " თანამშრომლობით გიმნაზიის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ მათივე ინტერესების გათვალისწინებით და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) დარგში პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლებით გაეცნონ და შეისწავლონ გარკვეული პროგრამები. #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია. #IT_Academy_Step_Telavi #პროფორიენტაცია #აპრილი2026
🕊 ყვარლის სკოლა-გიმნაზიაში ტრადიციული #ლიტერატურული_ხუთშაბათობა გრძელდება. 📖 ყოველ ხუთშაბათს, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ გიმნაზიის "აფხაზეთის " სახელობის ბიბლიოთეკაში საყვარელ წიგნთან , პერსონაჟებთან და მეგობრებთან ერთად ლიტერატურულ სამყაროში იმოგზაურონ. #ემეგობრეწიგნს #წიგნის_დღე_გიმნაზიაში 16.04.26
სკოლა-გიმნაზიის მეორე კლასელებმა ქართულის გაკვეთილზე აკაკი წერეთლის ლექსი "ყმაწვილი და პეპელა" გააცოცხლეს. გაიაზრეს მთავარი სათქმელი - სხვისი თავისუფლების პატივისცემა და სიკეთის კეთების სიხარული. აღსანიშნავია, რომ ლექსის შინაარსის გადმოცემა ინსცენირების სახით მოსწავლეებს ასწავლის მკაფიოდ მეტყველებას, ტექსტის შინაარსის ეფექტურად გადმოცემას, ემოციის გამოხატვას, ერთმანეთის მოსმენას და გუნდურ მუშაობას. #მასწავლებელი თინიკო ყულიჯანიშვილი #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია 16.04.26
📬🪿 გაკვეთილის თემა- დ.ბისეტის ,,ყიყინა საფოსტო ყუთი" 💌 გაკვეთილის მსვლელობა და აქტივობები: 🪔თვალსაჩინოებები და ვარაუდების გამოთქმა 💭 💻პრეზენტაცია 📚,,კითხვის თეატრი" 💭მთავარი სათქმელის გამოტანა და მსჯელობა. 📖 მწერალმა ეს ამბავი მართლაც დაინახა შემდეგ კი ასეთი ზღაპარი მოიგონა... ჩვენ ვაკვირდებით ჩვენს ირგვლივ არსებულ მოვლენებს? შეგვიძლია ჩვენც მივცეთ ყველაფერს ზღაპრული სახე? სწორედ ამ მიზნით ჩვენ წინა კვირაში გავაკეთეთ ხელნაკეთი წიგნები და დღეიდან დავიწყებთ მასში საავტორი ზღაპრების წერას. #საგანი ქართული #კლასი III #პედაგოგი ხატია ჭაღოშვილი
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიაში სწავლა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული სიხარულის გაზიარებით განახლდა. გაკვეთილებმა, მეგობრებთან თამაშმა , სადღესასწაულო სადილმა და მოსწავლეების მიერ შესრულებულმა აღდგომის საგალობლებმა დღევანდელ დღეს განსაკუთრებული ,კეთილი ემოციები შესძინა. #გიმნაზია 15.04.26
#განცხადება სააღდგომო არდადეგების შემდგომ სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო პროცესი 15 აპრილს განახლდება. გისურვებთ წარმატებებს. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზია
14 აპრილი ქართული ენის დღეა. 🕊️წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ #სახელმწოფო_ენის დღეს. '🕊️'სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? …..სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას…. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…” წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე)
სიახლეების არქივი