სიახლეები
V- კლასი საგანი- მუსიკა 🎶 მასწავლებელი ირმა კანდელაკი გაკვეთილის თემა: მუსიკის როლი მუნჯ კინოში. #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა 29.01.2026
#ინოვაციური შესაძლებლობა უფროსკლასელთათვის 🕊️მალე ყვარლის სკოლა- გიმნაზიაში ახალი საგანმანათლებლო პროგრამა „ლაზერული ჭრა და გრავირება“ განხორციელდება. ✨პროგრამა განკუთვნილია გიმნაზიის უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის და მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკულ შესწავლას. მოსწავლეებში ტექნოლოგიური აზროვნების, ინჟინერული უნარებისა და შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ორიენტაციასა და ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებას. 🕊️საგანმანათლებლო პროგრამა „ლაზერული ჭრა და გრავირება“ განხორციელდება დარგის სპეციალისტის ხელმძღვანელობით. ✨პროგრამა ფინანსდება სკოლა-გიმნაზიის მიერ. #პროფორიენტაცია #ტექნოლოგიები #სიახლე #სკოლა-გიმნაზია2026
აქტივობა: ასოების გამოძერწვა I- კლასში საგანი: ქართული მასწავლებელი: თინიკო ყულიჯანიშვილი 28.01.2026
#გილოცავთ_ნინოობას წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) #ქართველი_ერი და #ღვაწლი_წმინდა_ნინოსი.(ამონარიდი⬇️) 🕊️"ყოვლად-სადიდებელი დღეა ყოველის ქართველისათვის. ამ დღესა უქმობს, ამ დღესა დღესასწაულობს საქართველოს ერი და ეს დღეა დღე მიცვალებისა ჩვენის განმანათლებლის მოციქულთა სწორის წმინდა ნინოსი. ამ ჩვენს ღვთისმშობლის წილხვდომილს ქვეყანას ღვთისმშობლისავე ლოცვით და კურთხევით მოევლინა ზეგარდამო შთაგონებული წმინდა ქალწული, გადმოლახა თავის უძლურის ფეხითა მთანი და კლდენი, მოვიდა იქ, „სადაცა ღმერთნი ღმერთობდნენ და მეფენი მეფობდნენ“, პირქვე დაამხო სალოცავნი კერპთმსახურებისანი და მათს ადგილას აღმართა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი პატიოსანი." ..."წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არამცთუ სულიერად, არამედ ხორციელადაც. იმა უდიდესმა მოძღვრებამ, რომელიც ქრისტე ღმერთმა მოუვლინა ქვეყანას ხსნად და ცხონებად, თავისი ძლევამოსილი კალთა გადააფარა ჩვენში ჩვენს მამულს, ჩვენს ეროვნებას, ვითა ობოლნი შეიკედლა, თავისის ღვთაებურის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუდგა გული რკინისა, გაუმძღვარა ჯვარი პატიოსანი და ძელი ჭეშმარიტებისა. და, აი, ათასხუთასი წელიწადია, ამ ძალ-ღონით ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნობა. ქრისტიანობის მოფენა და დამკვიდრება თითონ ცალკედ, თავსითავად დიდი ღვაწლია, და რომ ქრისტიანობამ ქვითკირსავით შეგვკრა და გაგვამაგრა, რომ ქრისტიანობა გაგვიძღვა მამულისა და ეროვნების შერჩენისა და ხსნისათვის, ღვაწლი იგი გვიორკეცდება, გვიდიდდება, გვიძლიერდება. ეგ გაორკეცებული, ეგ განდიდებული ღვაწლი დაგვდო ჩვენ ჩვენმა განმანათლებელმა წმინდა ნინომ. აი რით არის მართლა სადიდებელი, მართლა სადიდ-დღესასაწაულო იგი დღე, როდესაც ჩვენი ეკლესია დიდებით იხსენიებს ამ მოციქულთა-სწორს ქალწულსა. ამა ღვთაებურის მადლით მოსილმა მოციქულმა დაგვაწაფა დაუშრობელს წყაროს ღვთაებურის ჭეშმარიტებისას და მოგვივლინა იგი მოძღვრება, რომელმაც იშვილა ჩვენი მამული, ჩვენი ეროვნება, და ერთსაც და მეორესაც უპატრონა დღემდე..."
🕊️26 ნოემბერს, სკოლა-გიმნაზიაში შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება გაიმართა თემაზე " მიზნების დასახვის ხელოვნება და პროფორიენტაცია" . 🕊️ თემატური ღონისძიების მიზანს მოსწავლეებისთვის სხვადასხვა პროფესიის გაცნობა და პროფესიის არჩევისთვის საჭირო ფაქტორების განსაზღვრა წარმოადგენდა. 🕊️გიმნაზიელებმა იმსჯელეს რა როლს თამაშობს ჰობი პროფესიის შერჩევის დროს და რა მნიშვნელობა აქვს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების მოკვლევას ასევე სასურველი პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოვლენა-განვითარებას . 🕊️მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმარს ეკონომიკის დოქტორანტს ბატონ ლევან ფეიქრიშვილს ინტერაქციული ხასიათის შეხვედრისა და პროფესიული რჩევების გაზიარებისთვის. აღნიშნული ღონისძიება სკოლაში მიმდინარე პროფორიენტაციის სწავლების და მოსწავლეთა ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინების ფარგლებში განხორციელდა. #პროფორიენტაცია
#მილოცვა 🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლე #ცოტნე_ფუტკარაშვილი "ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2025" -ის გამარჯვებულია. 🕊️ვულოცავთ გიმნაზიას, ცოტნეს და მასწავლებელს საქართველოს საპატრიარქოს ყვარლის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგს ნინო შუხოშვილს/ Nino Shukhoshvili ამ მნიშვნოლელოვან წარმატებას. #წარმატებული_გიმნაზიელი
#შრომის_გაკვეთილები საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიაში. 🌹#დღის_თემა: ვარდების გასხვლა. #მასწავლებელი ბექა შავაძე #სწავლა_კეთებით #პროფორიენტაცია #სკოლა_გიმნაზია2025
ოქროსფერი შემოდგომის ზღაპარი. VIII კლასი დამრიგებელი ლია ხუციშვილი. #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
VIl კლასი. დამრიგებელი ირმა ზედელაშვილი #ოქროსფერი_შემოდგომის_ზღაპარი #სასკოლო_ღონისძიება #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
VI კლასი. დამრიგებელი ლალი ავაზაშვილი #ოქროსფერი_შემოდგომის_ზღაპარი #სასკოლო_ღონისძიება #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
V კლასი. დამრიგებელი მარინე მზექალაშვილი. #ოქროსფერი_შემოდგომის_ზღაპარი #სასკოლო_ღონისძიება #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
IV/ა და lV/ბ კლასები. დამრიგებლები ნანა ლოლიაშვილი და ხატია ჭაღოშვილი. #ოქროსფერი_შემოდგომის_ზღაპარი #სასკოლო_ღონისძიება #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
Ill კლასი დამრიგებელი ნანა ჯანიკაშვილი #ოქროსფერი_შემოდგომის_ზღაპარი #სასკოლო_ღონისძიება #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
II კლასი დამრიგებელი თინიკო ყულიჯანიშვილი #ოქროსფერი_შემოდგომის_ზღაპარი #სასკოლო_ღონისძიება #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
I კლასი დამრიგებელი ნინო ლომიძე #ოქროსფერი_შემოდგომის_ზღაპარი #სასკოლო_ღონისძიება #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
ოქროსფერი შემოდგომის ზღაპარი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიაში.
🌳"შვიდი ხე და შვიდი ბრუნვა." #საგანი _ქართული #თემა_არსებითი_სახელის ბრუნვა. #ცოდნის_განმტკიცება. 🕊️შემოქმედებითი და ინტერაქტიული სწავლების მეთოდების გამოყენებით სკოლა- გიმნაზიის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი არსებით სახელთა ბრუნებას . #მასწავლებელი ხატია ჭაღოშვილი. #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
"ილია- კაცობა, ნიჭი და სამშობლოს სიყვარული!" " საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა- გიმნაზიაში ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ჩატარდა. მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ილიას ბიოგრაფია და შემოქმედება გაიხსენეს. მათ დიდი ქართველის შემოქმედებიდან ლექსები და ბრძნული გამონათქვამები წაიკითხეს. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთობლივად ილიას "ლოცვა" იგალობეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს ილიას დიდებული და დამაფიქრებელი სიტყვები: " კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,-აბა მე დღეს ვის რა ვარგე?" " მაია ასაბაშვილი #მასწავლებელი. #საგანი _ქართული #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
🔔#კეთილი_ბებერი_ბუები - რევაზ ინანიშვილი #საგანი ქართული; #მესამე_კლასი . ✅ წაკითხულის გააზრება. ✅ჯგუფური მუშაობა ✅პრეზენტაცია ✅კითხვა ✅მსჯელობა ✅პერსონაჟების დახასიათება. 🕊️#მასწავლებელი ხატია ჭაღოშვილი #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია. #გიორგობის_თვე 2025წ.
🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა- გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ სკოლა-გიმნაზიის VIII -XI კლასის მოსწავლეებთან ერთად ქ. ყვარლის მახლობლად მდებარე, ე.წ. დოლოჭოპის IV-V საუკუნეების სატაძრო კომპლექსი და ნაქალაქარ ნეკრესის ისტორიული უბნები დაათვალიერა. 🕊️გიმნაზიელებს მეგზურობა საქართველოში უდიდესი ქრისტიანული ბაზილიკის პირველმკვლევარმა, პროფესორმა ნოდარ ბახტაძემ გაუწია. ✨ბატონმა ნოდარმა მოსწავლეებს უამბო, თუ როგორ აღმოაჩინა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყვარლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ეს საოცარი ქრისტიანული ტაძარი, რომელმაც სრულიად შეცვალა ქართველ ისტორიკოსთა წრეებში 8 ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული წარმოდგენა, თითქოს ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად დამკვიდრებიდან საუკუნენახევრის განმავლობაში, ქართლის სამეფოში მხოლოდ მომცრო, არაკანონიკური გეგმარების ტაძრები იგებოდა. ✨"დიდებული ტაძარი მაშინ სამეფო ქალაქ ნეკრესის ერთ-ერთ გამოცოცხლებულ უბანში იდგა," აღნიშნა ბატონმა ნოდარმა და დასტურად მოსწავლეები ბაზილიკასთან ოდნავ მოშორებით მდებარე სამეურნეო სახელოსნოების დაზვერვით გათხრებზე მიიყვანა. იმ წუთიდან ყვარლის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა დაუვიწყარი ემოცია განიცადეს , რადგან აგურით ნაგები კერამიკის გამოსაწვავი ქურის გამოვლენაში თავადაც მიიღეს მონაწილეობა. 🕊️ცნობისთვის,აღნიშნული ღონისძიება და სამუშაოები წელს ყვარლის არასამთავრობო ორგანიზაცია "ბოგირის" ხელმძღვანელის გიორგი ივანიშვილის მხარდაჭერით ტარდება. 🕊️მადლობას ვუხდით პროფესორ ნოდარ ბახტაძეს არქეოლოგიურ ექსპედიციაში სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა ჩართულობისა და მათთვის შთამბეჭდავი გამოცდილების მიღების ხელშეწყობისათვის. მადლობას ვუხდით თენგო ამონაშვილს ახალბედა მკვლევარების მხარდაჭერისათვის. #პროფორიენტაცია #მკვლევარი #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია2025
სიახლეების არქივი
- თებერვალი 2026
- იანვარი 2026
- ოქტომბერი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივლისი 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- ყველა