• ოლიმპიადა ,,ევერესტი"

          • ✅28 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მათემატიკური ოლიმპიადა ,,ევერესტის" ორგანიზატორებმა გიმნაზიელები  

            ილია არჩუაძე III-კლასიანასტასია პეტრიაშვილი II- კლასი

            დააჯილდოვეს ბრინჯაოს სერთიპიკატებით  და ევერესტის ბრენდირებული საჩუქრებით.

            ფინალისტი მისწავლეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით:

            1. საბა ოსიაშვილი VI-კლასი 2. თამარ არჩუაძე   VI-კლასი 3. მარიამ კიკიძე III-კლასი4. ნანა არჩუაძე  II-კლასი5. სერგი გაფრინდაშვილი  III-კლასი 6. მარიამ ჩახვაშვილი  II-კლასი7. ილია არჩუაძე  III-კლასი 8. მაკრინე პეტრიაშვილი  V-კლასი9. ანასტასია პეტრიაშვილი II-კლასი

            წარმატებები გიმნაზიელებს.

            ✅⤵️

          • დღეს, საბავშო მწერლის შიო მღვიმელის დაბადების დღეა.

          • ქართული საბავშვო მწერლობის ერთ–ერთი ფუძემდებელი შიო ილარიონის ძე მღვიმელი (ნამდვილი გვარი ქუჩუკაშვილი) დაიბადა 1866 წლის 12 თებერვალს, სოფ. ბრეთში (ახლანდელი ქარელის რაიონი)

            დაიბადა შიო მღვიმელის ხსენების დღეს. „მღვიმელი“ ფსევდონიმად ნიკო ლომოურმა უბოძა („ის ბერიც შენსავით წყნარი იყოო“).

            შიო მღვიმელის პირველი საბავშვო ლექსი 1885 წელს დაიბეჭდა გაზეთ „დროებაში".

            გაზაფხული

            ,,ყინული დადნა, იღვიძებს

            ველი დიდი ხნის მძინარე,

            ტყე იფურჩქნება, იშლება,

            მოსჩქეფს წყარო და მდინარე"

            #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა

          • სამძიმარი.

          • #სამძიმარი სამძიმარს ვუცხადებთ აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

            იხ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამძიმრის წერილი  ⤵️

          • იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო.

          • წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,  საქართველოს საპატრიარქოს  წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის  გიმნაზიამ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა.                        “ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო!“

            – სწორედ შენი დახმარება გვჭირდება დღეს!

            სწორედ შენ უნდა გაავრცელო ცოდნა დედამიწაზე!

            შენ უნდა აქციო წიგნის კითხვა ნამდვილ ზეიმად!

            შენ უნდა იკითხო ხმამაღლა, შენ უნდა შეცვალო სამყარო!

            ასეთია წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მთავარი მოწოდება, მისი ავტორი კი მწერალი პემ ალინია ,რომელსაც სამოცამდე ქვეყანაში, ბავშების წიგნიერებისათვის ბრძოლის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის.

            გამოცდილებიდან გამომდინარე ქალბატონი პემი ხედავდა წაკითხული წიგნები როგორ ცვლიდნენ  სიკეთისკენ  ახალი თაობის ცნობიერებას.  ამიტომ 2010 წლიდან მისი  ინიციატივით - საერთაშორისო ორგანიზაცია litWorld -ის ეგიდით,  წიგნის საჯაროდ კითხვის დღე თებერვლის თვეში  დაწესდა.

            საბედნიეროდ ძალიან მალე , ასზე მეტ ქვეყანაში  ეს მოვლენა კითხვის დღესასწაულად იქცა . 

            ჩვენ ქვეყანაში წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე 2016 წლიდან,  საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით სისტემატიურად აღინიშნება.

            წელს გიმნაზიაში კითხვის საჯარო დღე მასწავლებლების, მოსწავლეების მათი მშობლებლების და ოჯახის წევრების ჩართულობით აღინიშნა.

            #იკითხეხმამაღლაშეცვალემსოფლიო 

            #ყვარლისგიმნაზია

            ⤵️📚✨📖

          • III-კლასი.

          • 📖გიმნაზიაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე   აღინიშნა.

            📚III- კლასიდამრიგებელი: ნინო ლოლიძე

            #ყვარლისგიმნაზია#წიგნისსაჯაროდკითხვისმსოფლიოდღე#იკითხეხმამაღლაშეცვალემსოფლიო

            #მშობელთაჩართულობა

          • I-კლასი

          • 📖გიმნაზიაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე   აღინიშნა.

            📚I- კლასიდამრიგებელი: ნანა ჯანიკაშვილი

            #ყვარლისგიმნაზია#წიგნისსაჯაროდკითხვისმსოფლიოდღე#იკითხეხმამაღლაშეცვალემსოფლიო#მშობელთაჩართულობა

          • IV-კლასი

          • 📖გიმნაზიაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე   აღინიშნა.

            📚IV- კლასიდამრიგებელი: ხატია ჭაღოშვილი

            #ყვარლისგიმნაზია#წიგნისსაჯაროდკითხვისმსოფლიოდღე#იკითხეხმამაღლაშეცვალემსოფლიო#მშობელთაჩართულობა

          • 08.02.2024

          • გილოცავთ წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. 


                                                                             ტროპარი

            საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

          • 08.03.2024

          • 8 თებერვალი აკაკი წერეთლის გარდაცვალების დღეა .

            ერთხელ აკაკიმ თავისი მეგობრების, ბეჟან და ნიცა წერეთლების ვაჟს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო აჩუქა („კონსპექტი საქართველოს ისტორიიდან“ შედგენილია ა. ქუთათელაძისაგან, რვ. 1. თბ. 1900 წ.).

            პოეტმა ასეთი წარწერა გაუკეთა წიგნს:

            „ჩემო დათიკო!ვისაც თავისი სამშობლო არ უყვარს,არ შეუსწავლია და არ ითვალისწინებს,ის კაცი არ არის...       შენი ბიძია აკაკი“

            ეს წიგნი პოეტის წარწერით, როგორც ძვირფასი რელიქვია*, ამჟამად სხვიტორში, აკაკის მუზეუმშია დაცული.

          • 06.02.2024

          • „ღვთის მადლი ზურაბ ჭავჭავაძის კულტურასა და ინტელექტში ჩანდა“                                                            სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

            🕊 საქრთველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში, საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნა. 🕊 სალონური ტიპის შეხვედრა გიმნაზიის  აფხაზეთის სახელობის ბიბლიოთეკაში  ეროვნული გმირის ოჯახის წევრების, მეგობრის  და გიმნაზიის საზოგადოების გარემოცვაში შედგა. 🕊მადლობას ვუხდით , ბატონი ზურაბის მეუღლეს ქალბატონ ნანა ჭავჭავაძეს, შვილს ქალბატონ ნინო ჭავჭავაძეს და მეგობარს ბატონ ტარიელ ღვინიაშვილს სტუმრობისათვის. მათ მიერ უშუალოდ მოთხრობილი ოჯახური ისტორიები და  მოგონებები  გულწრფელი ემოციების წყაროდ იქცა შეხვედრის მონაწილეთათვის. 🕊ეროვნული გიმირის სულიერება და ინტელექტუალური შესაძლებლობები, დიდბუნებოვნება, თავმდაბლობა, მხედრული სული ,  სამშობლოს კეთილდღეობისათვის ყოველდღიური ბრძოლა, საქართველოს ეკლესიისათვის ღვთისათნოდ მსახურება, მეგობრობის ნიჭი, სიტყვის ძალა და ოჯახური ისტორიები თითოეული მსენელისთვის შთამბეჭდავი იყო, განსაკუთრებული ემოცია მოჰყვა ისტორიებს რომელიც  პატარა ზურაბის ურთიერთობას ასახავდა მამასთან, საყვარელ ბებიასთან,შვილებთან, მეუღლესთან და მეგობრებთან  .🕊ღონისძიებაზე გიმნაზიელებმა საბა მარღიევმა და საბა მიხეილიძემ , მასწავლებლის ეთერ რუსიაშვილის მხარდაჭერით მომზადებული    პრეზენტაცია წარმოადგინეს  , რომელიც ზურაბ ჭავჭავაძის მოღვაწეობას ასახავდა. გიმნაზიელების მიერ შესრულებული იქნა საგალობელი. 🕊ღონისძება გაიმართა გიმნაზიის კულტურული, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტის „ზამთრის სკოლა“ ფარგლებში . 06.02.24 #ყვარლისგიმნაზია  #ზამთრის_სკოლა  

            #ზურაბჭავჭავაძე

          • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.