✨ #გილოცავთ 🕊️🌲"მხნე იყავ და განძლიერდი _ აი, ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა" წმინდა ილია მართალი 31 დეკემბერი, 1898 წ.
სასკოლო პროექტის: ,,მწვანე ნაბიჯებით ვიზრუნოთ გარემოზე” ფარგლებში განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ. პროექტს ახორციელებენ 10-11 კლასის მოსწავლეები. #ყვარლის_გიმნაზია
✅პირველი კლასის მოსწავლეები გაეცნენ წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებას და მოღვაწეობას. საგანი: საღმრთო სჯული მასწავლებელი: ნანა არჩუაძე კლასი - I 19/12/2024 #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
🕊️გილოცავთ ნიკოლოზობას! ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.
მე-3 კლასის მოსწავლეები გაეცნენ წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ცხოვრებას და მის ღვაწლს ქრისტიანულ სამყაროში. საგანი: საღმრთო სჯული მასწავლებელი: ნანა არჩუაძე კლასი: III 17/12/2024 #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
🕊️ბარბარობას გილოცავთ! ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.
🕊️გილოცავთ წმიდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს! ტროპარი: ძლევანი ყოვლადდიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნით განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღვაწლითა შენითა განაშუენე და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, მეოხ გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.
🕊️გილოცავთ წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს! ტროპარი: ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
გილოცავთ #ნეკრესობას! 🕊️დღეს, წმინდა აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღესთან დაკავშირებით , ნეკრესის ყოვლადწმინდაღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო მსახურება ნეკრესის ეპარქიის მმართველმა მაღალყოვლად უსამღვდელოესმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) , ნეკრესის მამათა მონასტრის წინამძღვართან არქიმანდრიტ ანტონთან, ეპარქიის სასულიერო პირებთან და სტუმრებთან ერთად აღავლინა. 12.12.24 #ნეკრესისეპარქია
4 დეკემბერი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულია. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება არის 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთი. გილოცავთ, ამ მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობა არ მოჰკლებოდეს სრულიად საქართველოს!
სიახლეების არქივი