გილოცავთ სულთმოფენობას!
#ეკონომიკის_საერთაშორისო_სასკოლო_ოლიმპიადა 🕊ვულოცავთ საქართველოს საპატრიაქროს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეებს ლიზი შუხოშვილს და ნიკა ქებაძეს ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ადგილობრივ რაუნდებში მიღწეულ წარმატებებს. 🕊 აღნიშნულ წარმატებას ვულოცავთ ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სკოლის კოორდინატორს გიმნაზიის პედაგოგს ნინო შუხოშვილს, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სასკოლო პროექტებში გიმნაზიის მოსწავლეთა ჩართულობის პროცესში. 🕊 ეკონომიკის ოლიმპიადის პარტნიორთა განცხადებით ოლიმპიადაზე "საქართველოს 11 რეგიონიდან 300-მდე სკოლა დარეგისტრირდა. ჯამურად კი ოლიმპიადაზე წელს, ქვეყნის მასშტაბით, 1300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა 80%-ზე მეტი რეგიონებიდან იყო." #წარმატებული_გიმნაზიელები
🌳საგაზაფხულო სამუშაოები გიმნაზიაში. 🕊2023-2024 სასწავლო წელს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საქართველოში არსებულ ხე-მცენარეთა ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების გაცნობა, მათი მნიშვნელობის გააზრება და მოვლა-მოყვანის წესების პრაქტიკული სწავლება წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის ინიციატივით, პროექტული სწავლების პრინციპით მთელი წლის განმავლობაში დაიგეგმა სეზონური სასოფლო -სამეურნეო სამუშაოები, რომელიც მოსწავლეთა და მთლიანად სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გიმნაზიაში მოსწავლეთა უშუალო თანამონაწილეობით, ჩატარებულია საშემოდგომო და საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო ღონისძიებები: • საქართველოს ფლორის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების გაცნობა. • ნიადაგის მომზადება . • ხე-მცენარეების დარგვა. • თესვა. (წინასწარ გაეცნენ თესვის წესებს და პრაქტიკულად განახორციელეს ენდემური ჯიშის მარცვლელული კულტურის თესვა. ( მობნევით და მწკრივად ). 🕊მადლობას ვუხდით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლალი გოგინავას საქართველოს ფლორის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების გაცნობა და მოვლა-პატრონობის სწავლების წარმატებით განხორციელებისათვის გაწეული თანადგომისა და გაზიარებული ცოდნისთვის. 🕊აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ლალი ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის (ჩეკურიშვილი) ლოცვა-კურთხევით წლებია თანამშრომლობს გიმნაზიასთან და საკუთარ ცოდნას გვიზიარებს თეორიული და პრაქტიკული სახით. #გიმნაზია2024
#მეგობრული_დღე☀️🕊️ 🕊️გიმნაზიელებმა ჭაბუკიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ საკვირაო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს. #ჯანსაღიცხოვრების_წესი
🕊 კახეთში 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა. 🕊ვულოცავთ გიმნაზიის მედალოსნებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. 🥇მათე ბალიაურს და 🥈ლექსო ხუტილაშვილს. #წარმატებული_გიმნაზიელები
გილოცავთ ამაღლებას!
🕊️12 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მშობელთა საერთო კრება გაიმართა. 🕊️კრებაზე სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული. 🕊️მშობელთა საერთო კრება წარმართა გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ. 🕊️ესწრებოდნენ გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლები, სკოლის მოძღვრები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
🕊️IV კლასის გამოსაშვები საღამო. 🕊️დამრიგებელი ხატია ჭაღოშვილი 12.06.24 #გიმნაზია2024
დღეს, გიმნაზიაში მშობელთა საერთო კრება ჩატარდება 14:00 საათზე.
☘️გამოყენებითი ხელოვნების წრე გიმნაზიაში. 🥰გიმნაზიელებმა #ხელნაკეთი_თოჯინები შექმნეს. 🕊მასწავლებელი მაიკო მჭედლიშვილი
ქართულის გაკვეთილი V კლასი . მასწავლებელი მაია ასაბაშვილი
⚜️ #ღონისძება _ "ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს". 🕊 დაწყებითი კლასების კათედრა შეუერთდა გიმნაზიის სასკოლო პროექტს "ჯანმრთელი ცხოვრების წესი". 🕊 მოსწავლეებმა იმსჯელეს ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ. ⚜️ შემნეს თემასთან დაკავშირებული სლოგანები, ნახატები. ⚜️საკითხის პოპულარიზაციის მიხნით მოაწყეს გარბენი. 🎨დღე შეაჯამეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენით. #გიმნაზია2024 , 5 ივნისი. #კათედრა
🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულისა და მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლები სტუმრეობდნენ. 🕊გიმნაზიელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ 1918-1921 წლებში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, საქართველოში გამოშვებული სახელმწიფო და კორპორატიული ფულის ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების ისტორიას. „აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს ფულის როგორც სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ატრიბუტის და ხელოვნების ნიმუშის პოპულარიზაციას, ასევე წარმოაჩენს მისი განვითარების დონეს საქართველოს ისტორიაში.“ 20.05.24 #გიმნაზია2024
🕊️გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს. ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
სიახლეების არქივი