✅დასრულდა პროექტი “სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის”. ✅ოლიმპიადაში მონაწილეობდა საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გუნდი, რომელმაც კახეთის რეგიონის მასშტაბით გაიმარჯვა.✅ გამარჯვებული გუნდის წამყვანი პედაგოგი ნინო შუხოშვილი სხვა რეგიონის მასწავლებლებთან ერთად სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ესტონეთში, სადაც გამოცდილების გაზიარების მიზნით ვიზიტის ფარგლებში სტუმრობდნენ სკოლებს, უნივერსიტეტებს, პარლამენტს, მთავრობის სასახლეს, საქართველოს საელჩოს...მოინახულეს ხვადასხვა ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლები✅გამარჯვებულ პედაგოგებს გადაეცათ სერთიფიკატები.
სიახლეები
გიმნაზიის მორიგი წარმატება!
- 5
გიმნაზიის მორიგი წარმატება!
✅4-5 ივნისს ინდოეთში ჩატარდა მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი (24საათიანი) უწყვეტი გარემოსდაცვითი ონლაინ ღონისძიება.
✅ღონისძიებაში საქართველოს სახელით მონაწილეობდა საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელიბის ყვარლის გიმნაზია.
✅წარადგინეს ვიდეორგოლი, რომლითაც შეუერთდნენ მოწოდებას ,,There is one earth. act now!"
✅ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებელს გადაეცათ მადლობის სიგელები.
1
მილოცვა
✅17 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში , პროექტის „სასკოლო განათლების მენეჯმენტი” მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართა.
➡️სერთიფიკატები გადაეცათ საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი არჩუაძეს და ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელს ნინო შუხოშვილს.
✅ტრენინგ-კურსი: „სასკოლო განათლების მენეჯმენტი“, სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის სხვა წევრებისათვის (სასწავლო ნაწილი, ხარისხის მართვის მენეჯერი) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტების მიერ მომზადდა.
➡️„პროექტის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა, სკოლის დირექტორებს და მმართველი რგოლის წევრებს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება მენეჯმენტისა და მართვის თანამედროვე მეთოდებზე და იმ სამართლებლივ ნორმებსა და დებულებებზე, რომლებიც დღეს აქტუალურია სასკოლო განათლების სისტემაში.“
✅სიახლე!
✍️ 2022-2023 სასწავლო წლისთვის , საპატრიარქოს განათლების ცენტრისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე , ცენტრში შემავალ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა აბიტურიენტებს უნივერსიტეტი სწავლის საფასურის 40% -იან საშეღავათო პირობას სთავაზობს.
მილოცვა
ვულოცავთ გიმნაზიას.
ქართველი და ესტონელი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ ოლიმპიადის "სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის" ფინალისტი გუნდები გამოავლინა.
კონკურსის მესამე ეტაპის ნამუშევრები განსაკუთრებით საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ჟიურის ხანგრძლივი მუშაობა მოუწია, რომ საუკეთესოთა შორის ჯერ მოკლე სია (შორთლისთი) და შემდგომ 10 წარმატებული ინიციატივა შეერჩია - ამისთვის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს გულითად მადლობას გიხდით, გამარჯვებულ გუნდებსა და მათ მასწავლებლებს კი ვულოცავთ ფინალში გადასვლას! 

აქვე გაცნობებთ, რომ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მოკლე სიაში მოხვედრილ მესამე ტურის მონაწილე მოსწავლეებს სულ მალე ახალ საინტერესო შესაძლებლობას წარუდგენს! (სია 15 ივნისს გამოქვეყნდება).თავლი გვადევნეთ!
ამხანაგური შეხვედრა ფრენბურთში
საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიამ უმასპინძლა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფლის II- საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
ანგარიში 3:1 გიმნაზიელების სასარგებლოდ.
ვულოცავთ გიმნაზიელებს.
10/06/2022
მიმდინარეობს პირველკლასელთა რეგისტრაცია
საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მიმდინარეობს პირველკლასელთა რეგისტრაცია 2022-2023 სასწავლო წლისათვის.
საბუთების მიღება 10-საათიდან 13-საათამდე, შაბათ კვირის გარდა.
მშობელმა მოსწავლის პირველ კლასში რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე)
- მოსწავლის დაბადების მოწმობა ნოტარიულად დამოწმებული.
- ერთი ფოტო სურატი 3x4 (ფერადი) .
- ჯანმრთელობის ცნობა.
- მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
ამხანაგური შეხვედრა ფრენბურთში
01/06/2022
საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიამ უმასპინძლა ქ. ყვარლის I და II საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
გილოცავთ
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა
ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.
,,ეს ოთხი წელი" გამოსაშვები ღონისძიება
IV-კლასი
დამრიგებელი წამყვანი პედაგოგი: ნანა ლოლიაშვილი
საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)ა იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მეოთხე კლასელები ლამაზი ღონისძიებით დაემშვიდობნენ განვლილ ოთხ წელიწადს და პირველ მასწავლებელს.
გაიხსენეს სკოლაში მისვლის პირველი დღე, პირველი ემოცია, ისაუბრეს გიმნაზიის დაარსებაზე, გაიხსენეს ოთხწლიანი მეგობრობის სახალისო ისტორიები, იმღერეს, იცეკვეს, წარმოთქვეს ლექსები. თანაკლასელებს შეურჩიეს ნომინაციები, გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.
ეს დღე იყო დაუვიწყარი და ემოციური ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლისთვის.
21
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!
საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
1/06/2022
საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ ნინოობას!
”დაო და დედაო!
ღვთისმშობლის დობილო.
შენზე ვართ დანდობილი.
და შენი შენდობით
არ გადავშენდებით.”
გრიგოლ რობაქიძე
,,ანბანის გაცილება"
I - კლასი
დამრიგებელი: ნინო ლომიძე
25.05.2022
ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის პირველკლასელებმა ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს ქართულ ანბანს და დედა ენას.
პატარებმა პატივი მიაგეს ჩვენს უძველეს და უმდიდრეს მშობლიურ ენას, მხიარულად გააცილეს ანბანი.
4
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
"1991 წლის 31 მარტს ,საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის ერთადერთ კითხვას: „გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ დადებითი პასუხი გასცა ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა", მათ შორის აფხაზებმა და ოსებმა.
გიმნაზიელი კურსდამთავრებულები 24/05/2022
საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს გილოცავთ სკოლის დამთავრებას.
„დაიმახსოვრეთ, თუ გეცოდინებათ გულწრფელი მადლობის და ბოდიშის გადახდა თქვენ გექნებათ მშვიდობა, მიიღეთ კარგი განათლება და ემსახურეთ ქვეყანას, პატივი ეცით მშობლებს ."
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი
მაისი 2020 წელი
ნეკრესის ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტი თეოდორეს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მეთორმეტე კლასის კურსდამთავრებულთათვის , გიმნაზიის მოძღვრებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადეს და შეკრებილი ახალგაზრდები,თანატოლებთან ერთად დალოცეს :
“გილოცავთ , გიხაროდეთ , გფარავდეთ ყოვლადწმინდა სამების მადლი, მშვიდობიან საქართველოში გეცხოვროთ. გიყვარდეთ ერთმანეთი და გაუფრთხილდით მეგობრობას. არასდროს შეგეშინდეთ_ ჩიხი არ არსებობს, გვიგულეთ თქვენს იმედად. ღმერთმა მოგმადლოთ სიყვარულისა და სულიწმინდის მადლი."
დეკანოზი ბადრი არჩუაძე
ქრისტიანობა, სიყვარული და ღმერთთან ურთიერთობა, ის რასაც მეუფე სერგი გაკვეთილებზე გასწავლიდათ და სკოლაში ნერგავდა გისურვებთ გაატაროთ თქვენს ცხოვრებაში. მიყვარხართ ,ღმერთმა დაგლოცოთ, მადლობა თქვენს დამრიგებელს ეთერი მასწავლებელს.
გისურვებთ წარმატებას და გლოცავთ.
მღვდელი გიორგი გაფრინდაშვილი
მადლობას გიხდით სტუმრებს მობრძანებისა და დღევანდელი სიხარულის გაზიარებისთვის. მადლობა კლასის დამრიგებელს ეთერი მასწავლებელს და ყველა პედაგოგს რომლებიც ჩვენს მეთორმეტე კლასელებს პირველი კლასიდან დღემდე მათი სწავალა-განათლების პროცეში იყავით ჩართული, მადლობა თქვენ ბავშვებო იმ მადლიერების გამოხატვისა და გააზრებისთვის რასაც მეუფე სერგი მუდამ გვასწავლიდა.
მეუფე სერგის სკოლის დამთავრების შემდგომ არ შეუწყვიტავს ურთიერთობა თავის კლასელებთან , სიცოცხლის ბოლომდე ყოველ წელს იკრიბებოდნენ, სიყვარულით, იმედით, ნუგეშით და სიხარულით ავსებდნენ ერთმანეთს. გისურვებთ არ დაკარგოთ ერთმანეთი, ყოველთვის გქონდეთ მადლიერების გრძნობა, კეთილი საქმის კეთების უნარი და მეგობრობის მადლი.
გიორგი არჩუაძე
დირექტორი
მეთორმეტე კლასის დამრიგებელმა ეთერ რუსიაშვილმა მადლიერება გამოხატა სკოლის პედაგოგების, ადმინისტრაციის და მმართველი მღვდელმთავრების მიმართ, სიყვარულით დალოცა მოსწავლეები ,გაიხსენა მათი ბავშვობა და ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე როგორც კლასის დამრიგებელს, მასწავლებელს და მშობელს ჰქონდა.
სკოლის ბოლოზარი მეთორმეტეკლასელებმა შემოქმედებითად და მხიარულად აღნიშნეს ღონისძიება დასრულდა მათი კლასელის ვიდეოზარით, რომელიც ევროპიდან დიდი სიყვარულით ჩაერთო თანატოლებს .
ყვარლის გიმნაზიაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად კურსდამთავრებულებმა გიმნაზიის ეზოში ხე დარგეს რომელზეც იზრუნებენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გიმნაზიის მოსწავლეები, მშობლები , პედაგოგები, ყვარლის კულტურის სამსახურის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტის და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები.
24.05.2022
40
ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
დღე, როდესაც 12 წლის მანძილზე დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს: სახალისო მომენტების გახსენება, შთაბეჭდილებები, კეთილი სურვილები, ცოტა ცრემლიც… XII კლასისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
წარმატების ბოლო ზარი 24/05/2022
ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მე-12 კლასელები ბოლო ზარისთვის ემზადებიან.
24 მაისს ბოლოჯერ დაირეკება ზარი მე-12 კლასელებისთვის
,,მშვიდობის ბანაკი" გიმნაზიაში
წარმატებები ჩვენ გიმნაზიელებს!
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სექტემბრიდან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ესტონურ ორგანიზაციასთან „Jaan Tõnnissoni Instituut“ თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.
ოლიმპიადის მესამე ტური გულისხმობს მოსწავლეების მიერ სასკოლო და სათემო ინიციატივების განხორციელებას.
პროექტი მიზანად ისახავს მოსწავლეების კომპეტენციის ზრდას მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ და ამ მიზნით სამეტაპიანი ეროვნული ციფრული ოლიმპიადის მოწყობას.
რეგიონების მიხედვით, ოლიმპიადაში გამოვლენილი საუკეთესო ათი გუნდისთვის მოეწყობა საზაფხულო ბანაკი, სადაც ეროვნულ დონეზე საუკეთესო სამი გუნდი დასახელდება
გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ სიმბოლურ პრიზებს, ხოლო ფინალისტი 10 გუნდის მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის სასწავლო ვიზიტში.
53
საინფორმაციო შეხვედრა
➡️კოლეჯი ,, პრესტიჟი'' ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიას ესტუმრა.
➡️მიმდინარე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კოლეჯის თნამშრომლებმა გამართეს საინფორმაციო შეხვედრა გიმნაზიის მოსწავლეებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან.
2
როლური თამაში
5/5/2022
ქართული ზღაპარი ,, ნახევარწიწილა"
მოსწავლეებმა გაინაწილეს როლები და დადგეს პატარა სპექტაკლი.
დამრიგებელი: ხატია ჭაღოშვილი
III-კლასი
10
სიახლეების არქივი
- ოქტომბერი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივლისი 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- აგვისტო 2023
- ივლისი 2023
- ყველა