1907 წლის 30 აგვისტო (12 სექტემბერი) ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღე . "ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან:- არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი. " წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე
✨გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს. ტროპარი: შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგჳბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დაჴსნა წყევა, და მოგუმადლა კურთხევა და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.
👩🎓🧑🎓მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები სექტემბრიდან სტუდენტურ ცხოვრებას წარმატებულ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ. 🧑⚕️👩🏫👨💼👩💻მათი არჩევანი ასეთია : თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტი, საქართველოს საპატრიარქო გრემის სასულიერო სემინარია; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ . 🕊ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებით, საქართველოში „წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს“ . 🕊2024 წელს სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. მათშორის არიან გიმნაზიის კურსდამთავრებულები რომლებმაც 70%-იანი და 50 %-იანი გრანტები მიიღეს . 🕊 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის სახელით ვულოცავთ 2024-2025 სასწავლო წლის პირვეკურსელებს სტუდენტობას . ვუსურვებთ მშვიდობას, ბედნიერ სტუდენტურ დღეებს და ასევე პიროვნულ, აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას სამშობლოს ,ოჯახისა და გარშემომყოფთა საკეთილდღეოდ. #გიმნაზია #წარმატებული_გიმნაზიელები
#ამონარიდი_პატრიარქის_ქადაგებიდან. 27.09.2005 "დღეს არის დღე სიხარულისა და მწუხარებისა. სიხარულისა იმიტომ, რომ ჯვართამაღლებაა და მწუხარებისა იმიტომ, რომ სოხუმის დაცემის დღეა. დღე ჩვენი დიდი განსაცდელისა და ტკივილისა! უფალი განსაცდელს იმიტომ გვიგზავნის, რომ უფრო ახლოს ვიყოთ მასთან. აფხაზეთის დაცემაც, – ეს არის ამ კუთხის დროებითი მოწყვეტა საქართველოდან, და არა სასჯელი ღვთისა! ეს არის გამოცდა ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისა. ჩვენ კეთილი და მშვიდობიანი მომავლის იმედი გვაქვს. და შევთხოვთ უფალს, რომ მალე დადგეს ის ბედნიერი დღე, როცა საქართველოს გამთლიანებას ერთად იზეიმებს ქართველიც, აფხაზიც, ოსიც და სხვა ერის შვილებიც"
🏆🥇ჩემპიონები: ✨ავთო კანდელაკი,ლუკა თუშურაშვილი, გიორგი სიდამონიძე, პეტრე ჯანგიძე. ✨მასწავლებელი ვანო უსეინაშვილი. #გილოცავთ! #ევროპისსასკოლო_სპორტის_კვირეული მაგიდის ჩოგბურთში წარმატებით დავიწყეთ. ორგანიზატორი: 🕊️ @საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
გილოცავთ ჯვართამაღლების დღესასწაულს! #ქართველმა_ერმა გადაიხსნა გული და შიგ დაიმარხა ჯვარი პატიოსანი, თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად დამარხული ჯვარი. მას აქეთ თხუთმეტი საუკუნე გულში ჯვრით, ხელში ხმლით იბრძოდა, იღვწოდა, სისხლს ღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელით ვერავინ შეაცვლევინა. წმინდა #ილია_მართალი_ჭავჭავაძე
19 სექტემბერი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დამფუძნებლის, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალების დღეა. დღეს, ნეკრესის ეპარქიის მმართველმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ ლაგოდეხში, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინეს და ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის სულის საოხად პენაშვიდი აღასრულეს. წირვას ესწრებოდნენ გიმნაზიის საზოგადოების წარმომადგენლები _თანამშრომლები,მასწავლებლები და მოსწავლეები. მადლობას ვუხდით მეუფე სერგის, როგორც მოძღვარს და მასწავლებელს სულიერი ცხოვრების მაგალითისა და სწავლებისათვის.
სიახლეების არქივი