სიახლეები
🕊სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, ნეკრესის ეპარქიის მმართველს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს ვულოცავთ ანგელოზის დღეს. 🕊️წმ. თეოდორე ტირონის მადლი და შემწეობა არ მოკლებოდეს მეუფე თეოდორეს, მის სამწყსოს და სრულიად საქართველოს, მრავალჟამიერ!
გაზაფხულამდე დარჩა ერთი დღე 🤗❄️🌸☀️🥰 #ყვარელი28.02.26
🕊️#შრომის_გაკვეთილი 🍇თემა #ვაზის_სხვლა_ფორმირება. მასწავლებელი ბექა შავაძე ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა . აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით დღეს, ყვარლის სკოლა-გიმნაზიაში სახელმწიფო დროშა დაეშვა. IX კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან მაია ასაბაშვილთან ერთად თემაზე - "საბჭოთა ოკუპაცია" შემეცნებითი საუბარი გამართეს.
"დიდ მარხვას სულის დღესასწაულსაც უწოდებენ. ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილია სულისაკენ, რომ განკურნოს იგი. და თუ გვინდა ღირსეულად აღვასრულოთ ეს, სანამ მარხვას დავიწყებდეთ, ვაიძულოთ თავი, მივუტეოთ ერთმანეთს ყველანაირი წყენა და გულისტკივილი. სწორედ ამიტომაა დიდი მარხვის წინ დაწესებული შენდობის დღე. „არა არს სოფელსა შინა ცოდვა, არცა დაცემა, არცა სიბოროტე, მხსნელო, რომელი მე არა მიცოდავს: გონებით და სიტყვით და მოგონებით, ნებებით და ჯერ-ჩინებით და ქმნით, ვითარ სხვას არცა ერთსა ვის სადა“. ჰგოდებს ანდრია კრიტელი, ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ, რომ არ ვცოდავთ. მოდით დიდ მარხვაში მაინც ჩავუღრმავდეთ სინანულის ამ კანონს. იგი დაგვეხმარება ჩვენი ცოდვების დანახვაში. ასე გადავდგათ პირველი ნაბიჯი და ავუყვეთ სასუფევლისკენ მიმავალ სათნოებათა კიბეს." #ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი
ხუთშაბათობის კითხვის ტრადიცია სკოლა-გიმნაზიაში. ბიბლიოთეკარი: ნატალია იკოშვილი
წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება. ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივება. სხვისი ტკივილის დანახვის უნარის და დახმარების სურვილის ჩამოყალიბება. ბუნებისადმი ზრუნვის და პასუხისმგებლობის გააზრება.
🕊️გილოცავთ დავითობას!
კიბერუსაფრთხოების დღე გიმნაზიაში. საგანი: ისტი მასწავლებელი: ეთერი რუსიაშვილი VI - კლასი 06/02/2026
#პრემიერა_უმცროსი_მეგობრებისთვის. 🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის II კლასის მოსწავლეებმა, ქართულის გაკვეთილზე ნინო ბეზარაშვილის მოთხრობა #თოჯინა შეისწავლეს. ☀️ტექსტის შინაარსით შთაგონებულმა მოსწავლეებმა საშინაო დავალება გულისხმოერად შეასრულეს; საკუთარი ხელებით თოჯინები შექმნეს, თითოეულ მათგანს პერსონალური ისტორიები მოუფიქრეს და #პირველკლასელებს #თოჯინების_თეატრის სახით წარუდგინეს. ✨შემოქმედებითმა ღონისძიებამ ბედნიერი წუთებით აავსო პატარა გიმნაზიელები . დასასრულს გაკვეთილის მიზანი შეაჯამეს და სამომავლო ლიტერატურული გეგმებიც დასახეს. 🕊️გაკვეთილის მიზანს ტექსტზე მუშაობის, ზეპირსიტყვიერების, მოტორული და შემოქმედებითი უნარების განვითარება წარმოადგენდა. #ქართულის_გაკვეთილი. #მასწავლებელი თინიკო ყულიჯანიშვილი. #სწავლა_თამაშით #მეგობრობა #შექმენი_შენით #იყავი_შემოქმედი #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია2026 I-II #კლასები
📚 4 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. #საჯარო_კითხვის_დღე_გიმნაზიაში. #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
#ფრენბურთი🏐 🥰 ყვარლის სკოლა_გიმნაზიის ფრენბურთის სასწავლო ბაზა. #ვარჯიშის_დღეები: ორშაბათი-ოთხშაბათი. 🕊️✨🕊️ #სპორტი_განვითარებისთვის. #ჯანსაღი_ცხოვრების_წესი
#დიდი_დასვენება_გიმნაზიაში.🔔 #სწავლა_თამაშით. 🧩 წარმატებისთვის დასახული სტრატეგია. ⚽ მოთამაშეთა ტაქტიკა. 💬 გუნდურობა და ფიქრი. 🕊️ყვარლის სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიმნაზიელებს საჩუქრად "პლეისთეიშენი" გადასცა რათა მოსწავლეებს კიდევ ერთი შესაძლებლობა ჰქონდეთ ინტერაქციულ ვითარებაში, სხვადასხვა თამაშებით გუნდურობა ,ზომიერება, პრობლემის გადაჭრის გზების და სტრატეგიული აზროვნებისთვის საჭირო უნარები განივითარონ. "ითამაშეთ ხალისით, ზომიერად და გუნდურად . ეს განგიმტკიცებთ სტრატეგიულ ,სოციალურ და შემოქმედებით უნარებს. იყავით გაბედულები. გახსოვდეთ სტრატეგიული აზროვნება თქვენი პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კარგად მოეპყარი სათამაშოს რადგან ის თითოელ თქვენთაგანს ეკუთვნის. ✨გახსოვდეთ თამაშის წაგების მომენტიდან წარმატების შანსი უფრო გაიზრდება თუ მოცემულ სიტუაციას მშვიდად გაიაზრებთ და თქვენ სასიკეთოდ გამოიყენებთ." #გიმნაზია2026 #სწავლა_თამაშით
სიახლეების არქივი
- თებერვალი 2026
- იანვარი 2026
- ოქტომბერი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივლისი 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- ყველა