🕊️გილოცავთ გიორგობას ტროპარი ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
🕊️#ილიაობა2024 🍇#აღდგენილი_ტრადიციით_გაცოცხლებული_ისტორია. 🕊️ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმისა და ნეკრესის ეპარქიის თანამშრომლობით , საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის საგანმანათლებლო პროგრამის "ვაზის ქომაგები" ფარგლებში , უკვე ტრადიციულად ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე #ილიას_მარანში დაყენებული ქვევრის ღვინით ვუმასპინძლეთ საზოგადოებას. 🍇საგანმანათლებლო პროგრამის "ვაზის_ქომაგები2024" მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდით ბატონ რევაზ ყარალაშვილს.
🕊️გილოცავთ ილიაობას. ტროპარი: ღუაწლითა და სისხლითა შენითა უდაბნოი იგი სოფლისაი მოიმუშაკე და გონებითა ღმრთივბრწყინვალითა დაცემულნი კუალად აღგვადგინენ, ჭეშმარიტებაჲ სთესე და გვირგვინი უკუდავებისაჲ მოიპოვე, სიმართლისათვის დაითმინე და ზესთა სოფელი დიდებისაჲ დაიმკვიდრე, ძეო ქართველთა ერისაო, ერისათვის წამებულო, წმიდაო ილია მართალო, ყოვლადდიდებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ძმათა შენთათვის, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ილიას კვირეულის ფარგლებში გიმნაზიის დაწყებითი კლასების მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის მუზეუმში.
🕊️გილოცავთ ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს. ტროპარი: მხურვალე შუამდგომელო, დედაო ღვთისა მაღლისაო, ყოველთათვის ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა და აცხოვნენ დაბადებულნი ყოველნი, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა. დედუფალო, მეოხ-მეყავ ყოველთა, რომელნი განსაცდელსა და მწუხარებასა შინა ვიურვით, მრავალნი სნეულებანი ცოდვათა ჩვენთანი გვტვირთავს წარდგომილთა ამათ წინაშე შენსა და ყოვლითა სულითა და შემუსვრილებითა გულისათა ცრემლით გევედრებით შენ – წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და შეუორგულებელსა სასოებასა დავსდებთ წინაშე შენსა, ყოვლისაგან ბოროტისა მიცვენ ჩვენ და სიკეთეი მომმადლენ ყოველთა, მიხსნენ ყოველნი, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღვთაებრივი მონათა შენთათვის
#რეპეტიცია 02.11.24 🕊️🎶ქალაქური და ხალხური სიმღერა. ლოტბარი მერაბ მაისურაძე #საგუნდო_მუსიკა_გიმნაზიაში
🕊️30 ოქტომბერს წიწკანაანთ სერში გაიმართა ამხანაგური მატჩი მინი ფეხბურთში. ⚽მატჩში მონაწილეობდნენ: 🟢 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის ფეხბურთის გუნდი . მწვრთნელი ვანო უსეინაშვილი . 🔴წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის გუნდი . მწვრთნელი პავლე ლაკოევი. აღნიშნული სპორტული ღონისძიებები სამოტივაციო ხასიათს ატარებს და ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, მოტორული უნარების და კოგნიტური უნარების განვითარებას . #სპორტი_გიმნაზიაში2024
სიახლეების არქივი