8
სიახლეები
🍕III კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა მათემატიკის შემაჯამებელი გაკვეთილი, რომელიც სახალისო და შემოქმედებითი აქტივობებით წარიმართა. 🍕მოსწავლეებმა ფერადი ფურცლების გამოყენებით დაამზადეს პიცის მაკეტები და სახალისო აქტივობების საშუალებით გაიმეორეს წილადის ცნებები — ნახევარი, ნაწილი, მეორედი, მესამედი და მეოთხედი. 🍕პრაქტიკული მუშაობის პროცესში ბავშვებმა უკეთ გაიაზრეს, როგორ იყოფა მთელი ნაწილებად და მიღებული ცოდნა შემოქმედებითად წარმოაჩინეს. კლასი III დამრიგებელი: ნანა ჯანიკაშვილი
18 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა, ყვარელში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაში ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. 🕊️ეროვნული სამოსის დღე 2016 წლიდან , მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება და მისი მიზანს ქართული კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს. #გიმნაზია2026
- 35
18 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა, ყვარელში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაში ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. 🕊️ეროვნული სამოსის დღე 2016 წლიდან , მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება და მისი მიზანს ქართული კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს. #გიმნაზია2026 ნაკლების ჩვენება
„იცით, როდესაც პოეზია ლაპარაკობს, ასე მგონია, მე თვითონ ვლაპარაკობ. დიახ, მე თვითონ ვლაპარაკობ.“ — ტიციან ტაბიძე პოეზიის დღე 1920 წლის 7 მაისს „ცისფერყანწელთა“ ორდენმა ცისფერყანწელთა ორდენი, ტიციან ტაბიძის ინიციატივით დააარსა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკაში მოსწავლეებს პოეზიის დღის ისტორიისა და ქართული პოეზიის მნიშვნელობის შესახებ ვესაუბრე. ბავშვებმა მოისმინეს ქართველი პოეტების ლექსები, ისაუბრეს პოეზიის ძალასა და იმ ემოციებზე, რომელსაც ლექსი ადამიანში იწვევს. შეხვედრა თბილ და შემოქმედებით გარემოში გაიმართა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი, პოეზია და კითხვა ბავშვების სულიერი სამყაროს გასამდიდრებლად. 7 მაისი — პოეზიის დღე 📚✨ #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
15 მაისს, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, სკოლის ბიბლიოთეკაში V კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა შემეცნებითი შეხვედრა. ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებს გააცნო დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრება და შემოქმედება, წააკითხა ლექსები და აჩვენა საქართველოს ეროვნული არქივის ფილმიდან — „კონსტანტინე გამსახურდია“ — ფრაგმენტი. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება, წიგნის სიყვარულის გაღრმავება და ქართველი კლასიკოსების უკეთ გაცნობა. აქტივობა ბავშვებისთვის საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
#აი_ია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელები ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად სტუმრობდენ. გიმნაზიელებმა სასწავლო წლის დასასრული სადღესასწაულო განწყობით ,შემეცნებითად და შემოქმედებითად აღნიშნეს. "ასოხატილა კუნწულების " -აქტივობის ფარგლებში მშობლებთან ერთად შესრულებული ქართული ანბანი წარმოადგინეს, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს გაეცნენ, მოსწავლეები მოულოდნენ წვიმას არ შეუშინდნენ და ბედნიერი დღე ლექსებით, ცეკვა-თამაშით და სიმღერით დაასრულეს ... #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია #პირველიკლასი #დამრიგებელი_ხატია_ჭაღოშვილი
🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა- გიმნაზიის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება "ბოლო ზარის" ღონისძიებით აღნიშნეს. ყვარლის სკოლა-გიმნაზიის 26-ე კურსთამთავრებულთათვის დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების პირველი ზარი ტრადიციულად დალოცვით დაიწყო. ღონისძიება გულთბილი ემოციებით და კეთილი სურვილებით დასრულდა. ✨ვულოცავთ თითოეულ მათგანს დღევანდელ დღეს. ღვთის შეწევნას, წარმატებას და მშვიდობიან სამშობლოში ცხოვრებას ვუსურვებთ . #გიმნაზია2026🔔 #მეთორმეტე_კლასი #დამრიგებელი_გიულიოსიაშვილი.
13 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეებისთვის თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება პროექტის -"ჩვენი ჯარის" -ფარგლებში განხორციელდა. სამხედროებმა უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შექმნის ისტორია, სტრუქტურა, დანიშნულება , მიზნები, სამხედრო წოდებები და საერთაშორისო მისიები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხედრო საქმეში განათლების როლს, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მიზნებს, სასწავლო პროგრამებს, მიღების პირობებს და სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობებს. შეხვედრის შემეცნებითი ნაწილი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების და სამხედრო მოსამსახურეების ისტორიებს მოიცავდა. ღონისძიება მოსწავლეებისთვის სამახსოვრო საჩუქრების გადაცემით და გიმნაზიელების მიერ საგალობლისა და სიმღერების შესრულებით დასრულდა. "პროექტი - „ჩვენი ჯარი“ რამდენიმე წელია თავდაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და საქართველოს ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად." 13.05.26 #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია #ჩვენიჯარი #პროფორიენტაცია.
თემა რიცხვების გამრვალება, ,, ვისწავლოთ თამაშით“ საგანი - მათემატიკა მასწავლებელი ნანა ჯანიკაშვილი კლასი III 05.05.2026
სიახლეების არქივი