სიახლეები
გილოცავთ
IV- კლასი
კომპლექსური დავალება
,,საცირკო წარმოდგენის ეპიზოდი"
დამრიგებელი: ნანა ჯანიკაშვილი
6
I-კლასი
როლური თამაშები პირველ კლასში
წამყვანი პედაგოგი: ნანა ლოლიაშვილი
12/10/2022
6
I-კლასი
პირველი კომპლექსური დავალება I- კლასში
წამყვანი პედაგოგი: ნანა ლოლიაშვილი
13
პირველკლასელები სტუმრად ბიბლიოთეკაში.
05/10/2022
წამყვანი პედაგოგი: ნანა ლოლიაშვილი
გილოცავთ!
2021-2022 სასწავლო წლის დამთავრებისთვის კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით გიმნაზიის წარჩინებით დამთავრებისთვის, ოქროს მედალოსნები დააჯილდოვეს.
👨🎓👩🎓დაჯილდოების მასშტაბური ღონისძიება წინანდლის ისტორიულ მამულში გაიმართა. რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან 300-მდე ოქროს და ვერცხლისმედალოსანი ახალგაზრდა შეიკრიბა. წარჩინებულ მოსწავლეებს სიტყვით მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, პარლამენტის დეპუტატებმა - ირაკლი ქადაგიშვილმა და დავით სონღულაშვილმა და მუნიციპალიტეტების მერებმა მიმართეს.
👨🎓👩🎓სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ახალგაზრდებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ვერცხლისმედალოსნებს წახალისების მიზნით 400, ხოლო ოქროსმედალოსნებს 500 ლარი გადაეცემათ.
👩🎓👨🎓ღონისძიების მიზანს ახალგაზრდა თაობისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, სტიმულირება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.
👩🎓👨🎓კახეთის წარჩინებული ახალგაზრდების დაჯილდოების ინიციატივა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს ეკუთვნის. დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად ჩატარდება და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.
#კახეთი2022
რთველი
23/09/2022
🍇საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში გაშენებულ სასწავლო- საკოლექციო ვენახში რთველი გაიმართა.
🍇ყურძენი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეების მხიარული განწყობით , ლექსის სიმღერისა და ცეკვის თანხლებით დაიკრიფა.
მოსავალი უფროსკლასელებმა დაწურეს.
გიმნაზიელებს მალე, საკუთარი ხელით დაკრეფილი და დაწურული ყურძნისაგან ბადაგი ექნებათ, რაშიც ძაფზე ქარვასავით ასხმულ თხილსა და კაკალს ამოავლებენ და ჩურჩხელად აქცევენ. ტრადიციული ნუგბარით კი საზეიმო ვითარებაში მშობლებს, თანატოლებს და სტუმრებს გაუმასპინძლდებიან.
V-კლასი
რთველი გიმნაზიაში
23/09/2022
12
IV-კლასი
რთველი გიმნაზიაში
23/09/2022
16
III-კლასი
რთველი გიმნაზიაში 23/09/2022
2
II-კლასი
რთველი გიმნაზიაში
23/09/2022
14
I- კლასი
რთველი გიმნაზიაში 23/09/2022
12
19/09/2022
საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნააზიის დამმაარსებელის მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა...
19/09/2022
ღმერთმა აცხონოს ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის სული და დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა.
7
21/09/2022
დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ნეკრესის ეპარქიის მმართველმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა.
III-კლასი
საგაკვეთილო პროცესი
დამრიგებელი: ხატია ჭაღოშვილი
4
სტუმრად ყვარლის მთავარ ბიბლიოთეკაში I-კლასი
ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორის ქალბატონ მაია ზარდიაშვილის მიწვევით, საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის პირველ კლასელებს ქალაქის მთავარმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.
მოსწავლეებს, მათ შორის მშობლებს და კლასის დამრიგებელს წიგნის ფონდი და საბავშვო ლიტერატურა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ქალბატონ ნინო მიქელაძემ გააცნო.
შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა პოეზიის ხუთი წუთით გაგრძელდა და ბავშვები დადებითი ემოციებით აავსო...
17
14 სექტემბერს სასწავლო წელი დაიწყო! 2022-2023
საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში
2022-2023 სასწავლო წელი, 14 სექტემბერს ღვთისმშობლის პარაკლისით და ღონისძიებით დაიწყო.
გიმნაზიის ადმინისტრაციამ, მოძღვრებმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს და მშობლებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს.
შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ :
„ წინ მრავალი მნიშნელოვანი შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიება გვაქვს , მთავარია ყოველთვის გვახსოვდეს რომ, გიმნაზიას თოთოეული ჩვენთაგანი ქმნის და სასკოლო ცხოვრებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ .
გიმნაზიის დამაარსებელმა მიტროპოლიტმა სერგიმ შემდეგი სიტყვები გვიანდერძა:
„დაიმახსოვრეთ , თუ გეცოდინებათ გულწრფელი მადლობისა და ბოდიშის გადახდა, თქვენ გექნებათ მშვიდობა. მიიღეთ კარგი განათლება და ემსახურეთ ქვეყანას, პატივი ეცით მშობლებს. იშრომეთ, ირწმუნეთ ღმერთი, ილოცეთ და გიყვარდეთ.“
ეს სიტყვები დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი ცხოვრებისა და წარმატებისთვის.
ასევე დაგლოცათ ნეკრესის ეპარქიის მმართველმა და გიმნაზიის დირექტორმა მიტროპოლიტმა თეოდორემ, რომელიც გიმნაზიის ყველა წარმატების და სიხარულის მოზიარეა.
ჩვენ ვცდილობთ, თქვენთან ერთად და თქვენთვის შევქმნათ ის სივრცე, სადაც სულიერი, ინტელექტუალური, ფიზიკური და აკადემიური უნარების განვითარების პარალერულად, უსაფრთხო და სიყვარულით სავსე გარემოში თავს იგრძნობთ ბედნიერად. “
გიმნაზიამ ახალი სასწავლო წელი სასიხარულო ამბებით დაიწყო.
2022-2021 წლის ღონისძიებები შეაჯამა და სიგელით დაჯილდოვნდნენ საერთაშორისო სასკოლო პროექტში _ „სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ _ მონაწილე და გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებელი ნინო შუხოშვილი.
ასევე არსებული ტრადიციის თანახმად, ყველა პირველ კლასელს საჩუქრად, სასწავლო სახელმძღვანელოები გადაეცათ და მათთვის მცირე მუსიკალური ღონისძიება გაიმართა.
30
მილოცვა
სააღმზრდელო მიმართულებით, გიმნაზიის მოსწავლეთა განვითარებაზე მზრუნველ და პასუხისმგებელ მოძღვარს , მღვდელს გიორგი გაფრინდაშვილს ვულოცავთ დაბადების დღეს. ღვთის მადლით ულევ სიხარულს, ჯანმრთელობას , კეთილდღეობას და წარმატებას ვუსურვებთ.
გიმნაზიელები ბანაკში.
✅პეოექტის “სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის” ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები -10 გუნდი საქართველოს მასშტაბით და მათ შორის
✅საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლეები:
✅დიანა ონიანი
✅ლიზი შუხოშვილი
✅ნიკა ქებაძე
მიმდინარე წლის 15-20 ივლისს, მონაწილეობდნენ საზაფხულო ბანაკში, ბაკურიანში.
✅მოსწავლეები დასაჩუქრდნენ სიმბოლური პრიზებით.
✅ პროექტი „სამოქალაქო განათლების მდგრადი განვითარებისთვის“ ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და „Jaan Tõnnissoni Instituut-ის" პარტნიორობით.
✅ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამა“.
სიახლეების არქივი
- ოქტომბერი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივლისი 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- აგვისტო 2023
- ივლისი 2023
- ყველა