ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო, არადა სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს''
ჭაბუა ამირეჯიბი უნიკალური მოვლენაა არა მხოლოდ ლიტერატურაში შეტანილი წვლილითა და მრავალმხრივი საზოგადოებრივი ღვაწლით.
და მაინც, ჭაბუა ამირეჯიბის სახელი, უპირველესად, „დათა თუთაშხიას“ უკავშირდება - ეპოქალურ რომანს, რომელმაც ის ქართული ლიტერატურის კლასიკოსად და მთაწმინდის ბინადრად აქცია.
ამ რომანს მურმან ლებანიძემ 1973 წელს მიუძღვნა დიდებული ლექსი, სადაც მისი ავტორის ბერობა ოცდაჩვიდმეტი წლით ადრე იწინასწარმეტყველა: „გამხმარო, გაძვალებულო, მეკობრევ, ბერად შემდგარო, სიცოცხლეგამწარებულო. სიკვდილისაგან ვერმკვდარო!“...
2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეუძლია, თუკი მას ამის სურვილი ექნება. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს. მეუფე სერაფიმეს განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი პიროვნებაა და ეკლესიას მისი ბერად აღკვეცის ფაქტი მიულოცა.
გიმნაზიის ბიბლიოთეკა