სიახლეები
ოკეანის საერთაშორისო დღე“ 🕊️ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის გიმნაზიის მე-9, მე-11 კლასის მოსწავლეებმა ოკეანის საერთაშორისო დღე სასკოლო კონფერენციით აღნიშნეს. 🌊 ღონისძიება გლობალურ ეკოლოგიურ გამოწვევებსა და ოკეანეების გადარჩენის გზებს მიეძღვნა. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ოკეანე არ არის მხოლოდ წყლის უზარმაზარი მასა — ის ჩვენი პლანეტის სიცოცხლისა და მდგრადი მომავლის მთავარი წყაროა. წარმოგიდგენთ სასწავლო პროექტის ფარგლებში კონფერენციისთვის მოსწავლეთა მიერ მომზადებული კვლევებისა და პრეზენტაციების ჩამონათვალს : 1.#ფიტოპლანქტონი — მსოფლიოს ფილტვები. #მთავარი_თემა როგორ გამოიმუშავებს ეს უხილავი, მიკროსკოპული ორგანიზმები ჩვენი პლანეტის ჟანგბადის უდიდეს ნაწილს და რატომ არის მათი დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. 2.#მარჯნის რიფების კრიზისი და კლიმატის ცვლილება: #მთავარი_თემა როგორ აისახება გლობალური დათბობა ოკეანის ეკოსისტემაზე და რა საფრთხე ემუქრებათ „ოკეანის ტროპიკულ ტყეებს“ — მარჯნებს. 3.#Plastic Islands — პლასტიკის კუნძულები. #მთავარი_თემა: ოკეანეში ადამიანის მიერ დატოვებული ნაგვის გიგანტური კუნძულები და მათი დამანგრეველი გავლენა საზღვაო სამყაროზე. 4. #ლურჯი ეკონომიკა — გზა მდგრადი მომავლისკენ. #მთავარი_თემა : როგორ უნდა გამოვიყენოთ ოკეანის რესურსები ჭკვიანურად და სათუთად — ისე, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ არ დავაზიანოთ საზღვაო ეკოსისტემა. 5. #შავი_ზღვა — ჩვენი საერთო საზრუნავი. #მთავარი_თემა: შავი ზღვა, მისი ეკოლოგიური გამოწვევები და თითოეული ჩვენგანის როლი მის მოვლა-პატრონობაში. #კონფერენციის განხორციელება უზრუნველყო სასწავლო საგნების: გეოგრაფიისა და მოქალაქეობის პედაგოგმა ნინო შუხოშვილმა. #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია #სასკოლო_კონფერენცია ივნისი2026წ
დღეს ყვარლის სკოლა- გიმნაზიაში ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად ჩვენი ეზო ხელოვნების სივრცედ გადაიქცა. მოსწავლეებმა ცარცით საყვარელი პეიზაჟები, პერსონაჟები და ამბები გამოსახეს. სხვადასხვა მუსიკალური აქტივობა დაგეგმეს და სასწავლო დღე მხიარულად დაასრულეს.♥️ 🕊️ბედნიერ და ღვთის მადლით სავსე ცხოვრებას ვუსურვებთ მსოფლიოს პატარებს. #ბავშვთა_დაცვის_დღე #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია2026
- 1
სიახლეების არქივი