გილოცავთ კვირაცხოვლობას! 🕊️ინტეგრირებული გაკვეთილი: ✨დღესასწაულთა დღესასწაული-აღდგომა, მასთან დაკავშირებული ტრადიციები და სიმბოლოები. ✅II-კლასი. 16.04.25. 📚საგანი _ხელოვნება. მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი ნანა ჯანიკაშვილი. 📚საგანი_საღვთო რჯული. მასწავლებელი ნანი არჩუაძე. 🥰მოსწავლეები გაეცნენ აღდგომის დღესასწაულის და მასთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ ისტორიებს , გაიგეს წითელი კვერცხის, პასკისა და ჯეჯილის სიმბოლური მნიშვნელობა . შექმნეს თემატური ნახატები და ფერადი ქაღალდებისგან "სააღდგომო კალათა." დაამზადეს. ✅#სწავლა-კეთებით მოსწავლეთა საყვარელი აქტივობაა. მათ გაკვეთილზე აქტიური ჩართულობით შექმნეს საკუთარი ნამუშევრები და ხალისიანად წარმოადგინეს. #სკოლა_გიმნაზია2025
📖 📮 🕊 საგანი ქართული. მასწავლებელი ხატია ჭაღოშვილი. #გაკვეთილის თემა: ყიყინა საფოსტო ყუთი ავტორი დონალდ ბისეტი. 🕊 გაკვეთილის მსვლელობა და აქტივობები: კითხვის თეატრი; თვალსაჩინოებები და ვარაუდის გამოთქმა; მთავარი სათქმელის გამოტანა;მსჯელობა. 🥰 მასწავლებელთა მზრუნველობისა და ზღაპრული გარემოს ფონზე მხიარულ ატმოსფეროში ჩატარებული გაკვეთილი, მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავი და სასიამოვნო აღმოჩდა . "ჩვენ შევქმენით ზღაპრები რომელიც ერთმანეთს და პირველ კლასელებს გავუზიარეთ." III-კლასი დამრიგებელი ხატია ჭაღოშვილი. I-კლასი_დამრიგებელი თინიკო ყულიჯანიშილი #გიმნაზია #ემეგობრე_წიგნს
🇬🇪საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და გამოცხადება . 🇬🇪ღონისძიება ეხმიანება 1918-1921 წლების ისტორიულ მოვლენა-პროცესებს, 1989 წლის 9 აპრილს და 1991 წლის 9 აპრილს. 🕊 დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ინსცენირებული ღონისძიების მიზანია კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჩვენს წარსულს და პატივისცემით გავიხსენოთ ადამიანები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით საქართველოს გაერთიანებისა და სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საქმეში. #საგანი_ისტორია მასწავლებელი და ღონისძიების ორგანიზატორი გიული ოსიაშვილი. #გიმნზია2025
🥰გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეები , აღდგომის დღესასწაულს, სკოლაში საკუთარი ხელით გაღვივებული ხორბლით შეხვდებიან. 🕊მათ უკვე იციან, რომ აღდგომის დღესასწაულისთვის ჯეჯილისა და წითელი კვერცხის მომზადების ტრადიცია მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა. #გიმნაზია2025
,,იამაყე შენი დამწერლობით, ისაუბრე და წერე ქართულად!’’ - ინტეგრირებული გაკვეთილის მთავარი გზავნილი გაკვეთილის თემა: ქართული დამწერლობის წარმოშობა და ისტორია. VI კლასი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, ჩვენი საქართველო პედაგოგები: მაია ასაბაშვილი ნინო შუხოშვილი
რამდენჯერ თერგი დავლიე, გამოვეთხოვე გელათს, ქართულ ენაზე ზღაპრული, ენა ვერ ვნახე ჯერაც! ქართული ენის კვირეული გიმნაზიაში. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ასაბაშვილი VI-VIII-X-XI კლასები #დედაენის_დღე_გიმნაზიაში
✨კვირეულის ფარგლებში დაწყებითი კლასების კათედრის ორგანიზებით I-IV კლასებში განხორციელდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები. გაიმართა თემასთან დაკავშირებული პრეზენტაცია, ვიქტორინა. ✅მოსწავლეებმა გამოუშვეს გაზეთი. გამოჭრეს ასო- ბგერები. წარმოადგინეს საკუთარი ხელით დამზადებული დედაენები, დედაენაში შეტანილი ნაწარმოებების ილუსტრაციები. ✅დაასახელეს ბარბარიზმები და მათი შესატყვისი სწორი ფორმები. დასასრულს გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი. დაწყებითი კლასის პედაგოგები: ნანა ლოლიაშვილი ნინო ლომიძე თინათინ ყულიჯანიშვილი ნანა ჯანიკაშვილი ხატია ჭაღოშვილი #დედაენის_დღე_გიმნაზიაში
13 აპრილი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დამფუძნებლის, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის დაბადების დღეა. 🕊️მეუფე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული მზრუნველობით, სიყვარულით და უშუალო დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. 🕊️ სწორედ მისი მოღვაწეობის დროს, ნეკრესის ეპარქიაში შექმნილი წარმატებული უმაღლესი, ზოგადსაგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები ქმნიდა შესაძლებლობას, დაუღალავად ეზრუნა მომავალი თაობების სულიერ, ინტელექტუალურ და კულტურულ განვითარებაზე. განსაკუთრებულად ზრუნავდა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის. მართავდა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს, ამასთან მუდამ ცდილობდა ღვთის სიტყვა და სიხარული მიეტანა ადამიანთა გულებამდე. 🕊️ ვულოცავთ იუბილეს და მადლიერებით აღვნიშნავთ, რომ დღესაც, გიმნაზია მეუფე სერგის სულიერი ღირებულებების შესაბამისად, მისი დაწყებული მრავალი კეთილი საქმის გაგრძელებით ვითარდება. 🕊️მადლობას ვუხდით ჩვენს მოძღვარს და მასწავლებელს ღვაწლის , სიყვარულისა და სულის მაცხონებელი გზის სწავლებისათვის.
გილოცავთ ბზობას. 🕊️: ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაი დღეს და ყრმათა გალობაი ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მხსნელო ადამისო, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.
🕊️გილოცავთ მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას! ტროპარი: უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.
🕊#ფეფო სტუმრად II კლასში. 🕊 როლური თამაში მოსწავლეთა შემოქმედებითი განვითარებისთვის. 🔸საგანი-ქართული ; II-კლასი. 🔸მასწავლებელი თინიკო ყულიჯანიშვილი #გიმნაზია2025
✨ცოდნის განმტკიცება. #წინა_და_მომდევნო_რიცხვები. 📙საგანი_მათემატიკა. I - კლასი. 🕊️მასწავლებელი ხატია ჭაღოშვილი. #სწავლა_თამაშით
🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა- გიმნაზიას "ფულის გლობალური კვირეულის" ფარგლებში, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა _ფინედუს წარმოადგენელი სტუმრობდა. 🕊️მოსწავლეებთან ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით გამართული შეხვედრა მოზარდებში ფინანსური და ეკონომიკური ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. 🕊️ ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა გიმნაზიას საჩუქრად შემეცნებითი სამაგიდო თამაში "ფინანსური ასოციაციობანა " გადასცა . 🕊️აღნიშნული ღონისძიება საგანი "მოქალაქეობ" -ის ფარგლებში, IX-XI კლასებში დაიგეგმა. პედაგოგი ნინო შუხოშვილი. #გიმნაზია25 FinEdu - ფინედუ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, ნეკრესის ეპარქიის მმართველს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დირექტორს, ახალციხისა და ტაო-კალრჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს.
🇬🇪1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 🇬🇪საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, მიღებულ იქნა 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, მთავრობის სასახლეში
ღმერთმა აცხონოს 1989 წლის 9 აპრილს, სამშობლოსათვის დაღუპულთა სულები.
🕊️გილოცავთ ხარების საუფლო დღესასწაულს.
🕊️2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრს ნინო შუხოშვილს "სულაკაურის გამომცემლობის" წარმომადგენლები სკოლაში სტუმრობდნენ . 📚გიმნაზიის წარმატებულ მასწავლებელს შემეცნებითი, სასწავლო,მხატვრული და პროფესიული ლიტერატურით დატვირთული -"ნინო შუხოშვილს წიგნების თარო" გადასცეს. #მომავალიგანათლება
🕊️მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ მოსწავლეებისთვის სახელოსნო სივრცე შექმნა. 🕊️გიმნაზიელებმა სამუშაო კლასი ერთობლივად მოაწყეს, უსაფრთხოების წესებს გაეცნენ და სამუშაო იარაღებიც გამოსცადეს. ✅#სახელოსნო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი და ახალი უნარების აღმოჩენას, ასევე ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას რომლებიც ცხოვრებაში რეალურად გამოადგებათ. #გიმნაზია2025
🕊️გიმნაზიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით შიდა სასკოლო ტურნირი ჩატარდა მინიფეხბურთში. 🕊️ღონისძიების მხარდამჭერი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია . #გიმნაზია2025⚽ #სპორტი #ჯანსაღიცხოვრების_წესი
სიახლეების არქივი