🕊️ 7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყვარელში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - “ალილო” გაიმართა.
🕊️ სადღესასწაულო მსვლელობაში ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირები, მოსახლეობა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობის და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები_ ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი , ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი მონაწილეობდნენ.
🕊️ შობის მახარობელთა მსვლელობა გიმნაზიის გუნდის მიერ შესრულებული ქრისტეშობის საგალობლებით და მრავალჟამიერით წმინდა ილია მართლის ( ჭავჭავაძის) მონუმენტთან დასრულდა. მოსახლეობის მიერ „ალილოსთვის“ გაღებული შემოწირულობა სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაეცათ.