სიახლეები

          • 17/02/2023

          • 17 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერისიტეტის წარმომადგენელთან საჯარო შეხვედრა "როგორ ავირჩიო პროფესია" გაიმართა.

            პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში შემდგარ ღონისძიებას გიმნაზიის და ყვარლის რაიონის საჯარო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.

          • 18/02/2023

          • 🕊️გიმნაზიის მოსწავლეთა საყურადღებოდ

            📢დღეს 18 თებერვალს, ⚽საფეხბურთო ვარჯიში დაიწყება 12:00 საათზე 

            ​​​​​​​
          • პოეტი, რომელიც ბავშვებმა შეიყვარეს

          • დღეს 14 თებერვალს ბავშვების საყვარელი პოეტის მაყვალა მრევლიშვილის დაბადებიდან 114 წელი შესრულდა.

            ის გამოჩენილი მხატვრის, ალექსანდრე მრევლიშვილის ოჯახში დაბადებულა. თბილისის მე-8 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ლიტერატურული განყოფილებაზე ჩაირიცხა. სტუდენტობის მერე კი დაიწყო მისი მოღვაწეობა საზოგადოებრივი ცხოვრების ფართო ასპარეზზე: სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს რადიოკომიტეტის საბავშვო გადაცემათა რედაქტორად; საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლად; მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში მხატვრული კითხვის წრესაც კი ხელმძღვანელობდა; იყო საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის ბიუროს მდივანი, ჟურნალ „დილას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე.

            ძალიან ძნელია, წერო ბავშვებისთვის; წერო მათთვის გასაგებად, მარტივად, სადად, ნათლად და, ასე, თამაშით შეაყვარო სამშობლო, ადამიანი, ბუნება; შეაყვარო და მოანატრო დედა და ბებია, ცხოველი და მცენარე...

            მაყვალა მრევლიშვილმა შეძლო ის, რისი მიღწევაც მხოლოდ ერთეულებს ხელეწიფებათ. სწორედ ამიტომაც, მას მინიჭებული ჰქონდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, დაჯილდოებული იყო იაკობ გოგებაშვილის მედლით, საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით.

          • 🍰🍰🍰🍰 #მოამზადე_ჩაროზი_თავად🍒🥛

          • ✨🧑‍🍳მოსწავლეების მიერ მეგობრებისთვის მომზადებული

            🥞 ნაზი, დახვეწილი და გემრიელი ბლინები.

             

            ❄️ #ზამთრის_სკოლა_გიმნაზიაში

            🌿#ჯანსაღი_კვება

            🍰🍰🍰🍰#მოამზადე_ჩაროზი_თავად🍒🥛

          • #კულინარიული საათი

          • 🧑‍🍳დღეს გიმნაზიის სამზარეულოში "ზამთრის სკოლის " მონაწილეებმა ტკბილი სურნელი დაატრიალეს🍰

            #კულინარიული_საათი 

            #ჯანსაღი_კვება

          • 07/02/2023

          • 🗓️7 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში საჯარო მასტერკლასი „როგორ დავწერო წერილი „ გაიმართა.

            ✉️ წერილის მნიშვნელობა, 🤝საქმიანი და პირადი წერილის ძირითადი სტრუქტურული ელემენტები და კონვერტის გაფორმების წესი_ ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც მოსწავლეებს ღონისძების პირველ ნაწილში პედაგოგი მაია ასაბაშვილი ესაუბრა. 

            🕊️ღონისძიების მეორე ნაწილში ყურადღება 8 თებერვალს, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს დაეთმო.

            🎞️ ნაჩვენები იქნა მოკლე მეტრაჟიანი ტელეფილმი წმინდა მეფის ღვაწლის შესახებ.

            📮 პრაქტიკულ ნაწილში , მასტერკლასის მონაწილეებმა დავალებები მიიღეს.

            ღონისძიება ჩატარდა გიმნაზიის  

            #საღვთოსჯულის კათედრის და მისი ხელმძღვანელის მღვდელი გიორგი გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით.

            ✨ინიციატორი საგანმანათლებლო პროგრამა_ „ზამთრის სკოლა“  

            #ზამთრისკოლა_გიმნაზიაში

          • 07/02/2023

          • 7 თებერვალი წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელის (ქიქოძე) ხსენების დღეა.

            "მე რომ მისნი მადლით სავსე საქმენი და სიტყვანი მაგონდებიან, თვალწინ წარმომიდგება ხოლმე შარავანდედით მოსილი ახლად დაბადებული გაბრიელ და მგონია, რომ თავს წამოსდგომია ახლად შობილს ყრმას ფრთებგაშლილი მთავარანგელოზი, სიყვარულით დასცქერის და ლოცვა-კურთხევით ეუბნება ამ ბრძენთაგან თქმულს:

            “პატარავ, როცა პირველად მოსდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარეშემო კი ყოველს სიხარულს ღიმილი მოსდის; ჰქმენ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგდიოდეს”… და აჰა, ჰქმნა ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოება საუკუნოდ, ყველანი მის გარშემო სტირიან.

             დიდება სახელსა მისსა! თუ დიდება სანატრელია, აჰა, ისწავეთ გზანი დიდების შოვნისანი! ამისი მართალი გზა და ცხადი მაგალითი მთელი ცხოვრებაა ამ დიდებულ და მადლიან კაცისა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი:

             ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდიაო, და აჰა იგი დიდი კაცი, რომელიც ჩვენდა საუბედუროდ, დღეს კუბოშია ჩვენ წინ მდებარე.

            წმ.ილია მართალი ჭავჭავაძე

          • საჯარო მასტერკლასი

          • 🗓️7თებერვალი.

            🕜 13:30 

            ✉️ #საჯარო_მასტერკლასი 

             📮როგორ დავწერო წერილი.

            🕊️ მასტერკლასი განკუთვნილია ყვარლის რაიონის სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის.

            ✨გელით 

            #ზამთრის_სკოლა

            #გიმნაზია

          • I- კლასი

          • 📚კომპლექსური დავალება

            🔸 I კლასი.

            📖 პრეზენტაციის თემა: #გეომეტრიული_ფიგურები

             პედაგოგი: ნანა ლოლიაშვილი

          • ზამთრის სკოლა

          • 🕊️კიდევ ერთი შემეცნებითი, კულტურული, კულინარიული, შემოქმედებითი და სპორტული შაბათ-კვირა დავასრულეთ მხიარულად და სიმღერით.

            ✨წინ მნიშვნელოვანი ღონისძიებები,შემეცნებითი საუბრები და ინტელექტუალური თამაშები გველის.

            #ზამთრისკოლა_გიმნაზიაში

            #ცხოვრების_ჯანსაღი_წესი

          • ,,ზამთრის სკოლა"

          • 🎼 დღეს საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები დუბის დედათა მონასტერს სტუმრობდნენ.

            🌿მოსწავლეებმა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია მოილოცეს და შემდგომ ქალაქური და ხალხური ფოლკლორული სიმღერის გაკვეთილებზე ნასწავლი სიმღერები მერაბი მასწავლებელის ხელმძღვანელობით შეასრულეს.

             

            🕊️ცნობისთვის, გუნდი მეორე თვეა რაც "ზამთრის სკოლის " საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შეიკრიბა. 

            დღეს პირველად იმღერეს სასწავლო სივრცის გარეთ და სასიხარულოა, რომ ახლო მომავალში საანგარიშო მუსიკალურ საღამოს გეგმავენ.

            ❤️ახლად შექმნილი გუნდის პირველი მსმენელი მონასტრის წევრები, მოძღვარი მშობლები და მრევლის წარმომადგენლები იყვნენ.

             #ზამთრის_სკოლა_გიმნაზიაში

          • #ჯანსაღი_კვება

          • 🍰🧑‍🍳 კულინარიული საათის ფარგლებში მოსწავლეებმა, საკუთარი ხელით გამომცხვარი ნამცხვრით უმასპინძლეს მეგობრებს.

            🕊️ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში, საგანმანათლებლო პროგრამა "ზამთრის სკოლის "ფარგლებში გაიმართა.

            #ჯანსაღი_კვება 

            #ზამთრის_სკოლა

          • ,,ზამთრის_სკოლა" გიმნაზიაში

          • 🍰🧑‍🍳დღეს, კულინარიული საათის ფარგლებში მოსწავლეებმა, საკუთარი ხელით გამომცხვარი ნამცხვრით უმასპინძლეს მეგობრებს.

            🕊️ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში, საგანმანათლებლო პროგრამა "ზამთრის სკოლის "ფარგლებში გაიმართა.

            #ჯანსაღი_კვება 

            #ზამთრის_სკოლა

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.