სიახლეები

          • ვიქტორინა

          •  5 მაისს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ჩატარდა ვიქტორინა ,, საქართველო ეს ჩემი სამშობლოა".

            ვიქტორინაში მონაწილეობას იღებდნენ VI-კლასის მოსწავლეები.

             

            ვიქტორინის ორგანიზატორია: გეოგრაფიის უფროსი პედაგოგი: ლია ხუციშვილი

            ჟიურის წევრები: 

            ნინო შუხოშვილი

            მაია გივიშვილი

            თამარ ავაზაშვილი

          • გილოცავთ

          • ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

          • მილოცვა

          • წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის სახელით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს სიყვარულით ვულოცავთ დაბადების დღეს. 

            დედაღვთისმშობლის მეოხებით ღმერთმა მოგმადლოთ მეუფეო დღეგრძელობა ქვეყნისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ! 

            მრავალჟამიერ! 

          • წარმატებები ჩვენ გიმნაზიელებს!

          •                                       19 მარტს გაიმართა ოლიმპიადა

                         ,,სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის"

             

            ა (ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიიდან 4 გუნდი და 12 მოსწავლე მონაწილეობს.

            2021 წლის სექტემბრიდან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ესტონურ ორგანიზაციასთან „Jaan Tõnnissoni Instituut“ თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამა. პროექტი მიზანად ისახავს მოსწავლეების კომპეტენციის ზრდას მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ და ამ მიზნით სამეტაპიანი ეროვნული ციფრული ოლიმპიადის მოწყობას.

            პირველ ეტაპზე, მოსწავლეთა გუნდების წარმომადგენლები, ინდივიდუალურად ეცდებიან მოიპოვონ საუკეთესო შედეგი ციფრულ ოლიმპიადაში, რომელიც ძირითადად ცოდნის და ლოგიკური მსჯელობის შესამოწმებელი კითხვებისგან შედგება. თითოეული ჯგუფის მიზანია მიიღოს უმაღლესი შეფასება და აღმოჩნდეს რეიტინგით იმ საუკეთესო 200 გუნდში, რომელიც ასპარეზობას ოლიმპიადის შემდეგ ეტაპზე განაგრძობს.

            მეორე ეტაპზე გადასული გუნდები მიიღებენ კომპლექსური დავალების პირობას, რომლის შესრულებისთვის და წარდგენისთვის მათ შესაბამისი დრო მიეცემათ.

            ოლიმპიადის მესამე ტური გულისხმობს მოსწავლეების მიერ სასკოლო და სათემო ინიციატივების განხორციელებას.

            ბოლო ორი ეტაპის შედეგებს გამოავლენს მიუკერძოებელი ჟიური.

            სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და Jaan Tõnnissoni Instituut კონკურსის ყველა ეტაპზე დაიცვას მოსწავლეთა ინტერესებს.

            რეგიონების მიხედვით, ოლიმპიადაში გამოვლენილი საუკეთესო ათი გუნდისთვის მოეწყობა სახაფხულო ბანაკი, სადაც ეროვნულ დონეზე საუკეთესო სამი გუნდი დასახელდება

            გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ სიმბოლურ პრიზებს, ხოლო ფინალისტი 10 გუნდის მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის სასწავლო ვიზიტში.

          • ყურადღება📣📣📣 ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო 📚

          •      2022-2023 წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია  დაიწყო.

            პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები: 

            მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას.

            1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული. 

            საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

            2. ჯანმრთელობის ცნობა;

            3. ფოტოსურათი 3/4-ზე;

            4. მშობლის პირადობის მოწმობის ასლები;

            5. სოციალურად დაუცველის საბუთი (არსებობის შემთხვევაში)

          • სიახლე.

          • ძვირფასო მასწავლებლებო, მშობლებო და ბავშვებო წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში სასწავლო პროცესი განახლდება 14 მარტს. 

            გისურვებთ წარმატებებს. 

             

          • მილოცვა

          • წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დირექტორს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს სიყვარულითა და  პატივისცემით ვულოცავთ ანგელოზის დღეს. 

            მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე. 

          • UCMAS მენტალური არითმეტიკის ლიდერი პროგრამა

          • 23-იანვარს წმინდა ილია მართლის სახელიბის ყვარლის გიმნაზიაში UCMAS მენტალური არითმეტიკის ლიდერი პროგრამა გამართავს პრეზენტაციას მშობლებისთვის და სახალისო საცდელ გაკვეთილებს ბავშვებისთვის.                             

            UCMAS გახლავთ მენტალური არითმეტიკის ლიდერი პროგრამა მსოფლიოში 3 მლნ-ზე მეტი მოსწავლით, საქართველოში პროგრამა 3 წელია რაც ჩამოვიდა და უკვე 1000-მდე წარმატებული მოსწავლე ყავს. 

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.