⚜️30 აპრილს ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღინიშნება! ⚜️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი საგანმანათლებლო , შემეცნებით და მხატვრულ ლიტერატურას მოიცავს. ⚜️გიმნაზიის ბიბლიოთეკის "აფხაზეთის" სახელობის სამკითხველო დარბაზში, სასწავლო წლის განმავლობაში სხვა და სხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებები იმართება. #გიმნაზია
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მეათე კლასის მოსწავლემ მარიამ ღვედაშვილმა საკუთარი ინიციატივით სასკოლო საზოგადოებისთვის მოხსენება წარადგინა თემაზე "ქართული ქორეოგრაფია" . #მოსწავლისინიციატივა #გაუზიარე_ცოდნა_მეგობრებს #გიმნაზია
🕊სტუმრად ყვარლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში. 🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეები დედათა მონასტერში სეფისკვერის მომზადების პროცესს დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებს ყოველ კვირა დღეს, დუბის დედათა მონასტერთან არსებულ საკვირაო სკოლაში, მონასტრის წინამძღვარი იღუმენია თეკლა (კანანაძე) და მონაზონი მაკრინე მცირე კატეხიზმოს აცნობენ და ბავშვებისათვის საინტერესო თემებზე შემეცნებით საუბრებს მართავენ. მოსწავლეთა ინტერესს სეფისკვერის მომზადების წესი და ზოგადად სეფისკვერის მნიშვნელობა წარმოადგენდა, რის გამოც აღნიშნული ღონისძიება შედგა. 🕊️მოსწავლეებმა მონასტერში სტუმრობისას მოინახულეს დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მეექვსე საუკუნის ტაძრის მოხატვის პროცესი და იგალობეს. 🌿 შემეცნებითი დღე მონასტრერში მცხოვრები დედების გულთბილი მიღებით დაიწყო და სეფისკვერის მომზადების პროცესში გოგონების ჩართულობით დასრულდა. ✨მადლობას ვუხდით დედათა მონასტერს და იღუმენია თეკლას (კანანაშვილს) გამოცდილების გაზიარებისა და სიხარულით სავსე დღისათვის.
გილოცავთ ბზობას-უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში!
25 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეები ესწრებოდნენ ლექციას თემაზე: ,,დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი'' ღონისძიების ორგანიზატორი ყვარლის ბიბლიოთეკა. #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
🕊სტუმრად ჭაბუკიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატის სახელობის დედათა მონასტერში. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიისა და ჭაბუკიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედათა მონასტერში თექის მასტერკლასს და შემეცნებით საუბარს დაესწრნენ. ⚜️საუბრის თემას წარმოადგენდა წიგნის და კლასიკური მუსიკის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. 🌿 შემოქმედებითი დღე მონასტარში გულთბილი ემოციებით და დედა ანასტასიას სწავლებით, გოგონების მიერ ხელნაკეთი თექის ჩანთის შექმნით დასრულდა. მადლობას ვუხდით დედათა მონასტერს , იღუმენია იოანნას (ბურდიაშვილი) და მონაზონ ანასტასიას გამოცდილების გზიარებისა და შთაბეჭდილებით სავსე დღისათვის.
🕊22 აპრილს დედამიწის დღე გიმნაზიაში სხვადასხვა შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიებებით აღინიშნა. ✨ "2024 წელს დედამიწის დღის თემაა „პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“ , რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს შეამციროს პლასტმასის გამოყენება. " 🕊 დედამიწის დღის დაარსების ისტორია შეერთებული შტატების სენატორს გეილორდ ნელსონის მოწოდებას "დაეცვათ დედამიწა " უკავშირდება_რომელიც 1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრის გამო ოკეანის დაბინძურებას და წყლის ბინადართა განადგურებას მოჰყვა. 🌎 სწორედ ამ ფაქტის გამო დედამიწის დღის აღნიშვნა გასცდა ამერიკის საზღვრებს და დენის ჰეიესმა, რომელიც 1970 წელს თავდაპირველი საყოველთაო ორგანიზების კოორდინატორი იყო, შექმნა ორგანიზაცია, რომელმაც "დედამიწის დღეს " საერთაშორისო სახე მისცა და 141 ქვეყანა მოიცვა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. საქართველო „დედამიწის დღის“ აღნიშვნას 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებებით შეუერდა. #გიმნაზია
დედამიწის დღე გიმნაზიაში 22.04.2024
🕊 რეპეტიციიდან რეპეტიციამდე :)
სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გიმნაზიაში
🇬🇪18 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში, ჩატარდა ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ჩვენი ქართული სიტყვა- ქარგული'' 🕊ღონისძიება მომზადდა ერთობლივად #ქართული_ენისა და ლიტერატურის (მ.მზექალაშვილი მ.ასაბაშვილი) #დაწყებითი_კლასების (ნ.ჯანიკაშვილი, ნ. ლოლიაშვილი, ნ. ლომიძე, ხ.ჭაღოშვილი) და #ხელოვნების_კათედრის ( ი. კანდელაკი) მიერ. ბავშვებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს მშობლიური ენისადმი პატივისცემა და სიყვარული, რაც აისახა მათ მიერ გაცოცხლებულ გმირებში, ლექსებსა და სიმღერებში. #გიმნაზია #დედაენა
13.04.2024
🕊️13 აპრილი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დამფუძნებლის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის, დაბადების დღეა.
🕊️მადლობას ვუხდით ჩვენს მოძღვარს და მასწავლებელს ღვაწლის , სიყვარულისა და სულის მაცხონებელი გზის სწავლებისათვის.
🕊12 აპრილი პოეტის მუხრან მაჭავარიანის დაბადებისდღეა. მუხრან მაჭავარიანის ლექსს "ვითარცა მტკვარი" კითხულობს მსახიობი გურამ საღარაძე
🕊საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მეტყველების მასტერკლასი მსახიობმა და მეტყველების პედაგოგმა თამუნა ნიკოლაძემ გამართა. 🕊მადლობას ვუხდით შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრს მეგობრობის და მსგავსი ღონისძებების ორგანიზებისა და მხარდაჭერისათვის.
🏐შესვენება.
🕊️IV - კლასი_ხატია მასწავლებელი
#გიმნაზია
🕊9 აპრილის ისტორიული დღე გიმნაზიაში რამდენიმე ღონისძებით აღინიშნა. 🕊 მოსწავლეებთან შემეცნებითი საუბარი გამართა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მარლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ . ⚜️საუბრის თემა: * 1989 წლის 9 აპრილი და სამშობლოსათვის თავდადებული გმირები. * საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი_ 9 აპრილი, 1991წ. #შემეცნებითი_საუბრები #ისტორია #გიმნაზია
სიახლეების არქივი