🌿🕊 საგაზაფხულო სამუშაოების გაცნობისას, პატარა გიმნაზიელები სხვადასხვა აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ.🥰 #გიმნაზია2024
🕊გამოიდარა 🌞 🕊 საგანი_ ინგლისური; 🕊IV -კლასი; 🕊პედაგოგი _ლალი ავაზაშვილი #გაკვეთილი #გიმნაზია2024
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი თავისი მოღვაწეობის ჟამს , ნეკრესის ეპარქიაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ტრადიციულად საზეიმო ხასიათის ფოლკლორული ღონისძიებით აღნიშნავდა . სწორედ ამ ტრადიციის ღირსეულად გაცოცხლება შეძლო ფოლკლორული საღამოს შემოქმედებითმა გუნდმა, რითიც ღონისძების სტუმრებთან და მონაწილეებთან ერთად კიდევ ერთხელ გამოხატა ბრწყინვალე დღესასწაულით გამოწვეული სიხარული, ქრისტესმიერი სიყვარული და სულიერი მოძღვრის პატივისცემა. ქართული სულის ზეიმი სცენაზე ერთმანეთის მონაცვლე ფოლკლორულმა გუნდებმა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, სოლო შემსრულებლებმა, მხატვრულმა კითხვამ და ინსტრუმენტალურმა შესრულებამ შექმნა . ღონისძეებაში მონაწილეობდნენ: • ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი "გურჯაანი" • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გუნდი. • ქორეოგაფიული ანსამბლი „ჰერეთი“ • ფოლკლორული ანსამბლი ,,გრაალი" • გრემის მთავარანგელოზთა სახელობის „საკვირაო სკოლა“ •დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული " საკვირაო სკოლა" • ქორეოგაფიული ანსამბლი „ქურმუხი“ • ქორეოგრაფიული ანსამბლი ჰერეთი • ანსამბლი ნეკრესი მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორს კაკი ლობჟანიძეს და მთელს შემოქმედებით გუნდს სიხარულით და ერთობით სავსე დღის გაცოცხლებისთვის. #კვირაცხოვლობა. 2024 წელი .
🥇24 მაისს, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლემ პეტრე ჯანგიძემ პირველობა ღირსეულად მოიპოვა. ფიზკუტურის მასწავლებელი ბესო სამიტაშვილი. სპორტული ღონისძების ორგანიზატორი ყვარლის მუნციპალიტეტი. #გიმნაზია2024 #წარმატება
✨#სიახლე☀️🌥🌦🌨❄️💦🌤☀️ მალე ,გიმნაზიაში არსებული პროფესიონალური ამინდის სადგური მოსწავლეებს წელიწადის ოთხივე დროს ამინდზე დაკვირვების და შემდეგ აღწერის შესაძლებლობას მისცემს. გიმნაზიელები შეძლებენ თავად გააცნობიერონ თუ როგორ მოქმედებს ამინდი მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და გარემოზე, განივითარებენ კვლევის, რეალური მონაცმის ანალიზის და თემის წარდგინებისთვის საჭირო უნარებს, გაზომავენ ამინდისა და ატმოსფეროს სხვა მახასიათებლებს, გაეცნონობიან პროფესიას -მეტეოროლოგი, შეისწავლიან მიკრო კლიმატს და სხვადასხვა საგნებს შორის კავშირს იპოვნიან. (გეოგრაფია,მათემატიკა , lT უნარები, ასევე წერის და თხრობის კულტურა...). #გიმნაზია2024
🇬🇪26 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეებმა, მონაწილეობა მიიღეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში . 🕊გვახარებს ის ფაქტი,რომ გიმნაზიელები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძებაზე გიმნაზიის გუნდის გარდა წარმოდგენილნი იყვნენ ინდივიდუალურად, როგორც ყვარლის რაიონის სხვადასხვა ანსამბლების და შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეები. #გიმნაზია2024
🇬🇪"სამიათასს წელზე მეტი, გვიცხოვრია როგორც ერსა. ბევრსა შავ დღეს მოვსწრებივართ, მაგრამ ბევრსაც მშვენიერსა!" 🕊საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გინაზიის გუნდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე. #ლოტბარი მერაბ მაისურაძე #ესდღეჩვენია
🇬🇪გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 🇬🇪#ესდღეჩვენია 🇬🇪#26მაისი
✅საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა. პედაგოგები: თამრიკო ავაზაშვილი მანანა სეფაშვილი ✅კონფერენცია თემაზე: ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი". ✅მონაწილეობდნენ: Vlll, IX, X კლასის მოსწავლეები. 21/05/24
🕊 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში პირველკლასელთა წარმატება საზეიმოდ აღინიშნა. 🕊მოსწავლეებმა საგანგებოდ მორთული სცენაზე იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებიდან გმირები გააცოცხლეს, ანბანთ ქება თქვეს, იცეკვეს ,იმღერეს და სასწავლო წლის მანძილზე სკოლაში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები საუკეთესოდ წარმოაჩინეს. 🕊ღონისძიების ორგანიზატორები კლასის ხელმძღვანელი ნანა ჯანიკაშვილი და მასწავლებელი თინიკო ყულიჯანიშვილი. მუსიკა და ქორეოგრაფია _ირმა კანდელაკი და ხვიჩა გოგიჩაძე 20.05.24 #გიმნაზია
🕊️ყვარელში საქართველოს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. #ყვარლისგიმნაზია 18.05.24
✨გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს .
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება აღნიშნეს. „ბოლო ზარის“ ღონისძიება კლასის დამრიგებელმა მღვდელმა გიორგი გაფრინდაშვილმა მისასალმებელი და სამადლობელი სიტყვით გახსნა. „ქრისტე აღდგა! ... მინდა მადლობა ვუთხრა მეუფე თეოდორეს რომელიც მხარში უდგას ჩვენს ეპარქიას ,ჩვენს სკოლას. მადლობა მინდა ვუთხრა მიტროპოლიტ სერგის, ოცდამეხუთე წელია რაც ყვარელში მეუფე სერგის მიერ დაარსებული გიმნაზია მოქმედებს და ამ წლების განმავლობაში თაობები აღიზარდა, ბევრმა ახალგაზრდამ წარმატებას მიაღწია თავის ცხოვრებაში და პროფესიაში , რასაც საფუძველი გიმნაზიაში ჩაეყარა... მადლობას გიხდით ყველას მასწავლებლებს, მშობლებს, სტუმრებს და ვლოცავ ჩემს მეთორმეტე კლასს“... გიმნაზიელებს სკოლის დამთავრება მიულოცა ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ქეთევან ჭიპაშვილმა . მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა კურსდამთავრებულებს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები მიუძღვნეს. ერთსულოვნებით და გულთბილი მოგონებებით სავსე ღონისძიების დასრულების შემდგომ მეთორმეტეკლასელები გიმნაზიის მოძღვარმა დალოცა. გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება და ცხოვრების ახალი ეტაპის დასწაყისი მიულოცა. „-გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით და გახსოვდეთ სახარების სიბრძე : „სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი“ . -გაუფრთხილდით თქვენს საუნჯეს , რომელიც მამა-პაპათაგან გვაქვს ანდერძად და წმინდა ილია მართალმა სამი სიტყვით გადმოგვცა „მამული, ენა, სარწმუნოება“ . -ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით მინდა გადმოგცეთ მიტროპოლიტი თეოდორეს ლოცვა -კურთხევა. მადლობას ვუხდი მამა გიორგის როგორც მეთორმეტე კლასის დამრიგებელს იმ ძალისხმევისთვის და ზრუნვისთვის რომელსაც მუდამ იჩენს მოსწავლეების მიმართ და ღირსეულად ართმევს თავს ამ რთულ მისიას.“ 16.05.24
გილოცავთ თამარობას. "უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით".
საქართველოს ჰიმნის ინსტრუმენტალური შესრულება და ამღერებული დარბაზი
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგისადმი მიძღვნილი საღამო ლაგოდეხში.
🕊სასკოლო კონფერენცია. 🌏 "კლიმატის ცვლილება და სტიქიური მოვლენები-გამომწვევი მიზეზები და შედეგები" მონაწილეები _ IX-X კლასის მოსწავლეები პედაგოგი _ნინო შუხოშვილი #MyActionsMatter #GlobalActionDays #GreenungEducation #GenerationRestoration
გილოცავთ წმინდა მოციქულის - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს! ტროპარი: ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
🕊️სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (2024)
🕊️გილოცავთ წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს! ტროპარი ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
სიახლეების არქივი