• 29.03.2024

          • „წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა.“  #ინსცენირებაპროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი გიული ოსიაშვილი.საგანი _ისტორია.#პროექტის_მიზანი _ მოსწავლეებმა შეძლონ:• ისტორიული ფაქტების და მოვლენების  ქრონოლოგიურ ჭრილში გადმოცემა და ისტორიული პირების მაგალითზე გაიაზრონ  პიროვნებისა და საზოგადოების  როლი სახელმწიფოს განვითარებაში . 

            მონაწილეობდნენ გიმნაზიის  III-XI კლასის მოსწავლეები.

            28.03.24#გიმნაზია

          • #ინსცენირება

          • #ინსცენირება წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა.

            პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი გიული ოსიაშვილი.

            საგანი _ისტორია

            ვიდეო ამბის მუსიკალური გაფორმება: ანსამბლი "რუსთავი" ;მთის მელოდიები28.03.24

            #გიმნაზია

          • 27 მარტი

          • 🇬🇪⚽საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის ფეხბურთელ გოგონათა გუნდის მილოცვა საქართველოს.

            მწვრთნელი ვანო უსეინაშვილი

            საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation

            #ეროვნულინაკრები

            #გიმნაზია

          • 18-26 მარტს მსოფლიოში გლობალური ფულის კვირეული მიმდინარეობს.

          • საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით გლობალური ფულის კვირეულს საქართველოც უერთდება. გიმნაზიის IX-Xკლასის მოსწავლეებს ფულის მუზეუმში ჩაუტარდათ გაკვეთილი,რომელიც ფინანსური წიგნიერების კომპეტენციების განვითარებას ისახავდა მიზნად.

            მოსწავლეები გაეცნენ ფულის ისტორიას, ფუნქციებს, მის მნიშვნელობას. მიღებული ცოდნა შეაჯამეს სახალისო აქტივობებით. საგანი:მოქალაქეობა,

            მასწავლებელი: ნინო შუხოშვილი

            #ფულისმუზეუმი

            #GlobalMoneyWeek2024

            #ყვარლისგიმნაზია

          • 23.03.2024

          • 🕊სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, ნეკრესის ეპარქიის მმართველს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს ვულოცავთ ანგელოზის დღეს. 🕊️წმ. თეოდორე ტირონის მადლი და შემწეობა არ მოკლებოდეს მეუფე თეოდორეს, მის სამწყსოს და სრულიად საქართველოს, მრავალჟამიერ!

          • 23.03.2024

          • 🕊დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია,  2024 წლის საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადის მეორე ტურს მასპინძლობს.

            წარმატებას ვუსურვებთ ყველა მონაწილეს

          • დედამიწის საათი.

          • #ემეგობრე_დედამიწას✅„დედამიწის საათი“, დღეისათვის, 190-ზე მეტ ქვეყანასა და მილიონობით ადამიანს აერთიანებს. კამპანიის მონაწილეები ადგილობრივი დროით 20:30 საათზე ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებენ და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავენ. 

            გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

            #BiggestHourForEarth#EarthHour#დედამიწისსაათი

            #გიმნაზია

          • 21.03.2024

          • 🕊☀️21 მარტი 

            ☀️დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გიმნაზიის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა  შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობით აღნიშნეს.

            ☀️„დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის“

            🕊 2024 წელს დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღის თემად „სტერეოტიპებს დასრულეა“ შეირჩა

          • 19.03.2024

          • ✨#ქშწკგ145🕊საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ქართველთა შორის  წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი  საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

              🕊მოწვეული სტუმარი საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების,  კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე  გიორგი კილაძე .

            #მადლობა_ ს ვუხდით  ბატონ გიორგი კილაძეს და   ეროვნულული ბიბლიოთეკის შემოქმედებით გუნდს , სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისტორიის სასკოლო საზოგადოებისათვის, ციფრული ბიბლიოთეკით ხელმისაწვდომი შემეცნებითი  რესურსის შექმნის  გამო.

            #ქშწკგ  საზოგადოების  საიუბილეო ღნისძიების მხარდამჭერი   საქართველოს საპატრიარქო.

            #ინიციატორი საქართველოს საპატრრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი არჩუაძე.19.03.2024#https://www.nplg.gov.ge/?m=257

            ვიდეოს სანახავად გახსენით ლინკი ⤵️

          • GELi

          • 👨‍💼👩‍💼 18 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეებმა ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდში მიიღეს მონაწილეობა.

            საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადას ახორციელებს #GELi.  საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა.

            🕊წარმატებას ვუსურვებთ გიმნაზიელებს ეკონომიკის ოლიმპიადაზე ,რომლის ჩატარების  მიზანს   ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება წარმოადგენს.

            #ეკონომიკისოლიმპიადა 

            #EconomicsOlympiad #economicsolympiad2024

            #economicsolympiadgeorgia

          • 19/03/2024

          • ქართველთა შორის  წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით     გიმნაზიას  ეროვნული  ბიბლიოთეკის მეცნიერების,  კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე  გიორგი კილაძე სტუმრობს.

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.