• 23/02/2023

          • გიმნაზიის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს

          • 23/02/2023

          • 1921 წლის 23 თებერვალი

            იუნკერთა ხსოვნის დღე 

            IX - კლასი

            დამრიგებელი გიული ოსიაშვილი

          • მილოცვა

          • 🕊️ ნეკრესის ეპარქიის მმართველს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) ვულოცავთ ბერად აღკვეცის დღეს

            🕊️მრავალჟამიერ მეუფეო თქვენი სიცოცხლე.

            🕊️ მეუფე თეოდორეს ეპისკოპოსად კურთხევისას წარმოთქმული სიტყვა

            #ამონარიდი_ბერად შედგომა

            "ჭეშმარიტების ძიებამ ღვთის გაუწვდომელი განგებით 1989 წელს საფარის მონასტერში მიმიყვანა. მაშინ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი. ძალიან მინდოდა ხელი შემეწყო ერის აღორძინებისათვის. ვიცოდი, რომ ამისათვის ეკლესიის აღორძინება იყო საჭირო. ამიტომ როდესაც საფარას გაემგზავრა სტუდენტთა ჯგუფი აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, მეც მათ გვერდით აღმოვჩნდი. მონასტერში ხანმოკლე ცხოვრებამ დამანახა, რომ ეკლესიის აღორძინება ჩვენივე სულების აღორძინებით უნდა დაიწყოს. მაშინ ჩაეყარა საფუძველი ჩემი ცხოვრების ფერისცვალებას. გადავწყვიტე მთლიანად შემეწირა ცხოვრება ღმრთისა და ერისათვის. მივხვდი, რომ ჭეშმარიტება მიწიერი მცნება არ არის და სულიერი ღირებულებისაკენ დავიწყე სწრაფვა. ამ სწრაფვამ მრავალი განსაცდელით აღსავსე გზა გამატარა და ახლა ამ უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე დამაყენა. ღვთის შეწევნით შევეცდები ხელი შევუწყო წირვა-ლოცვის გახშირებას ტაძრებში, ახალგაზრდობის სულიერ აღორძინებას, მოსახლეობაში ღვთის სიტყვის გავრცელებასა და ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებას. განსაკუთრებით კი სამონასტრო ცხოვრების გაცხოველებას, რათა წმიდა ნინოს მადლით გამრავლდნენ ბერ-მონაზვნები და თავიანთი წმიდა და მხურვალე ლოცვებით კახეთსა და სრულიად საქართველოს შეეწიონ. "

          • 21 თებერვალი

          • 🕊21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა.

            🇬🇪„ჩვენი დედა ენა, ჩვენი მშობლიური ენა, ჩვენი სახელმწიფო ენა – ქართული საუკეთესო ინსტრუმენტია როგორც ჩვენი იდენტობის განცდისა და გაგებისთვის, ასევე ისტორიისა თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისთვის“_იაკობ გოგებაშვილი.

            🕊მშობლიური ენის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკო) – ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით

            1999 წელს დააწესა.

            ეს დღე საქართველოში 2005 წლიდან აღინიშნება.

          • #განცხადება

          • ვიზიარებთ დეკანოზ ბენიამინის გარდაცვალების გამო გამოწვეულ მწუხარებას.

            ვუსამძიმრებთ ოჯახს და ნეკრესის ეპარქიას.

            აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით ვაცხადებთ, რომ საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა "ზამთრის სკოლის" ფარგლებში დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიება დროებით გადაიდო." 

             საგანმანათლებლო პროგრამა "ზამთრის სკოლის" გუნდი

            21.02.2023

          • სამძიმარი

          • ღვთივგანისვენა ყვარლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბენიამინ ჩიხორლიშვილმა.

            მამა ბენიამინი ღირსეული ადამიანი და სასულიერო პირია, რომელმაც

             მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ყვარლის სულიერი და კულტურული ცხოვრების განვითარებაში.

             დაჯილდოებულია მიტრის და ორი ჯვრის ტარების უფლებით. 

             მამა ბენიამინის გარდაცვალების გამო, გამოვხატავთ მწუხარებას,

             ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნეკრესის ეპარქიას, მრევლს და ყვარელს.

            შევსთხოვთ უფალს აცხონოს ახლადშესვენებული დეკანოზი ბენიამინის სული .

            @Dekanozi Beniamini Chikhorlishvili

          • რა? სად? როდის?

          • ✨19 თებერვალი

            ✨ინტელექტუალური თამაში

            🦉რა? სად? როდის?

            ღონისძიება განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამის_ #ზამთრისკოლა_გიმნაზიაში ფარგლებში.

            👏 ვულოცავთ #ნიკას გუნდს გამარჯვებას✨

          • 19/02/2023

          • ✨ დღეს , 19 თებერვალს 🕞15:30 წუთზეგიმნაზიაში გაიმართება ✨ინტელექტუალური თამაში 🏆რა ? სად? როდის?

            #ზამთრის_სკოლა_გიმნაზიაში

          • 17/02/2023

          • 17 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერისიტეტის წარმომადგენელთან საჯარო შეხვედრა "როგორ ავირჩიო პროფესია" გაიმართა.

            პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში შემდგარ ღონისძიებას გიმნაზიის და ყვარლის რაიონის საჯარო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.

          • 18/02/2023

          • 🕊️გიმნაზიის მოსწავლეთა საყურადღებოდ

            📢დღეს 18 თებერვალს, ⚽საფეხბურთო ვარჯიში დაიწყება 12:00 საათზე 

            ​​​​​​​
          • პოეტი, რომელიც ბავშვებმა შეიყვარეს

          • დღეს 14 თებერვალს ბავშვების საყვარელი პოეტის მაყვალა მრევლიშვილის დაბადებიდან 114 წელი შესრულდა.

            ის გამოჩენილი მხატვრის, ალექსანდრე მრევლიშვილის ოჯახში დაბადებულა. თბილისის მე-8 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ლიტერატურული განყოფილებაზე ჩაირიცხა. სტუდენტობის მერე კი დაიწყო მისი მოღვაწეობა საზოგადოებრივი ცხოვრების ფართო ასპარეზზე: სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს რადიოკომიტეტის საბავშვო გადაცემათა რედაქტორად; საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლად; მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში მხატვრული კითხვის წრესაც კი ხელმძღვანელობდა; იყო საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის ბიუროს მდივანი, ჟურნალ „დილას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე.

            ძალიან ძნელია, წერო ბავშვებისთვის; წერო მათთვის გასაგებად, მარტივად, სადად, ნათლად და, ასე, თამაშით შეაყვარო სამშობლო, ადამიანი, ბუნება; შეაყვარო და მოანატრო დედა და ბებია, ცხოველი და მცენარე...

            მაყვალა მრევლიშვილმა შეძლო ის, რისი მიღწევაც მხოლოდ ერთეულებს ხელეწიფებათ. სწორედ ამიტომაც, მას მინიჭებული ჰქონდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, დაჯილდოებული იყო იაკობ გოგებაშვილის მედლით, საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით.

          • 🍰🍰🍰🍰 #მოამზადე_ჩაროზი_თავად🍒🥛

          • ✨🧑‍🍳მოსწავლეების მიერ მეგობრებისთვის მომზადებული

            🥞 ნაზი, დახვეწილი და გემრიელი ბლინები.

             

            ❄️ #ზამთრის_სკოლა_გიმნაზიაში

            🌿#ჯანსაღი_კვება

            🍰🍰🍰🍰#მოამზადე_ჩაროზი_თავად🍒🥛

          • #კულინარიული საათი

          • 🧑‍🍳დღეს გიმნაზიის სამზარეულოში "ზამთრის სკოლის " მონაწილეებმა ტკბილი სურნელი დაატრიალეს🍰

            #კულინარიული_საათი 

            #ჯანსაღი_კვება

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.