სიახლეები
#მილოცვა 🕊️ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგს თამრიკო ავაზაშვილს , ღვაწლმოსილი და ნაყოფიერი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ჭიპაშვილმა მადლობის სიგელი საზეიმო ვითარებაში გადასცეს.. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს. ყვარლის სკოლა-გიმნაზიის საზოგადოების სახელით პატივისცემით და სიყვარულით ვულოცავთ, თამრიკო მასწავლებელს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის დამსახურებულ აღიარებას. Tamriko Avazashvili
სიახლეების არქივი