" წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე" გიმნაზიაში კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და 6 თებერვალს დასრულდება.
📕“ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო!“
📚– სწორედ შენი დახმარება გვჭირდება დღეს!
📖სწორედ შენ უნდა გაავრცელო ცოდნა დედამიწაზე!
✨შენ უნდა აქციო წიგნის კითხვა ნამდვილ ზეიმად!
🕊️შენ უნდა იკითხო ხმამაღლა, შენ უნდა შეცვალო სამყარო!
📖ასეთია წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მთავარი მოწოდება, მისი ავტორი კი მწერალი პემ ალინია ,რომელსაც სამოცამდე ქვეყანაში, ბავშვების წიგნიერებისათვის ბრძოლის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის.
📚გამოცდილებიდან გამომდინარე ქალბატონი პემი ხედავდა წაკითხული წიგნები როგორ ცვლიდნენ სიკეთისკენ ახალი თაობის ცნობიერებას. ამიტომ 2010 წლიდან მისი ინიციატივით - საერთაშორისო ორგანიზაცია litWorld -ის ეგიდით, წიგნის საჯაროდ კითხვის დღე თებერვლის თვეში დაწესდა.
საბედნიეროდ ძალიან მალე , ასზე მეტ ქვეყანაში ეს მოვლენა კითხვის დღესასწაულად იქცა .
✨ჩვენ ქვეყანაში წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე 2016 წლიდან, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით სისტემატიურად აღინიშნება.
🕊️ჩვენთვის მნიშვნელოვანია,
რომ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღეს
2019 წლიდან აღნიშნავს და
პირველი ღონისძიების ფარგლებში ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის დასს უმანსპინძლა, მათ
შეკრებილ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის წერილები , ნაწარმოებებიდან ამონარიდები და გამონათქვამები წაუკითხეს.
„ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო.
გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს.
ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება.
სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი."
წმინდა ილია მართალი