სიახლეები

          • ,,ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო!"

          • " წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე" გიმნაზიაში კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და 6 თებერვალს დასრულდება.

            📕“ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო!“

            📚– სწორედ შენი დახმარება გვჭირდება დღეს!

            📖სწორედ შენ უნდა გაავრცელო ცოდნა დედამიწაზე!

            ✨შენ უნდა აქციო წიგნის კითხვა ნამდვილ ზეიმად!

            🕊️შენ უნდა იკითხო ხმამაღლა, შენ უნდა შეცვალო სამყარო!

            📖ასეთია წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მთავარი მოწოდება, მისი ავტორი კი მწერალი პემ ალინია ,რომელსაც სამოცამდე ქვეყანაში, ბავშვების წიგნიერებისათვის ბრძოლის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის.

            📚გამოცდილებიდან გამომდინარე ქალბატონი პემი ხედავდა წაკითხული წიგნები როგორ ცვლიდნენ სიკეთისკენ ახალი თაობის ცნობიერებას. ამიტომ 2010 წლიდან მისი ინიციატივით - საერთაშორისო ორგანიზაცია litWorld -ის ეგიდით, წიგნის საჯაროდ კითხვის დღე თებერვლის თვეში დაწესდა.

            საბედნიეროდ ძალიან მალე , ასზე მეტ ქვეყანაში ეს მოვლენა კითხვის დღესასწაულად იქცა . 

            ✨ჩვენ ქვეყანაში წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე 2016 წლიდან, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით სისტემატიურად აღინიშნება.

            🕊️ჩვენთვის მნიშვნელოვანია, 

            რომ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღეს

            2019 წლიდან აღნიშნავს და

            პირველი ღონისძიების ფარგლებში ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის დასს უმანსპინძლა, მათ 

            შეკრებილ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის წერილები , ნაწარმოებებიდან ამონარიდები და გამონათქვამები წაუკითხეს.

             „ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო.

            გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს.

            ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება.

            სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი."

                                წმინდა ილია მართალი

          • ,,ზამთრის სკოლა" გიმნაზიაში

          • 🕊️28 იანვარს , საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში, საგანმანათლებო პროგრამის_ "ზამთრის სკოლა " _ მონაწილეებმა კულინარიულ თავგადასავალში მიიღეს მონაწილეობა.

            ✨მოსწავლეებმა ქართული სუფრის ტრადიციული კერძი _ #ხინკალი და იტალიური სამზარეულოს ერთერთი წარმომადგენელი "პასტა" მოამზადეს.

            🧑‍🍳მასტერკლასს სუ -შეფი გიორგი ახმოდიშვილი ხელმძღვანელობდა. 

            ღონისძიების მხარდამჭერი კოლეჯი "პრესტიჟი".

            ✨მასტერკლასის მიმდინარეობისას, კერძების მომზადების პროცესი, კარგი საშუალება იყო იმისთვის, რომ არაფორმალურ გარემოში მოსწავლეებს განევითარებინათ და აღმოეჩინათ სამზარეულოში საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რჩევის გათვალისწინებით ემოქმედათ დამოუკიდებლად. ესაუბრად ჯანსაღი კვების შესახებ. ასევე შეხვედროდნენ პროფესიონალ მზარეულს და კულინარიასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხი .

          • "ზამთრის სკოლის " მონაწილეებს გიწვევთ

          • 🕊️28 იანვარს , 11:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია და კოლეჯი "პრესტიჟი", საგანმანათლებო პროგრამა "ზამთრის სკოლის " მონაწილეებს გიწვევთ კულინარიულ თავგადასავალში.

            ✨გისურვებთ წარმატებას.

          • თამაშით სწავლება

          • გარე აქტივობები და თამაშით სწავლება მოქალაქეობის გაკვეთილზე.

            IX- კლასი

            საგანი - მოქალაქეობა

            პედაგოგი: ნინო შუხოშვილი

          • #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            პედაგოგი მარინე მზექალაშვილი

            გაკვეთილი: ალექსანდრე ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა" 

            #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა

          • თეატრი და ეტიკეტი

          • 24 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიამ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დირექტორს გია თევზაძეს და მსახიობს გოგა ბარბაქაძეს უმასპინძლა.

            შეხვედრის თემა: “ თეატრი და ეტიკეტი“

            #ზამთრის_სკოლა_გიმნაზიაში

          • თეატრი და ეტიკეტი

          • 24 იანვარს, 13 :00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია, რუსთაველის თეატრის დირექტორს გია თევზაძეს და რუსთაველის თეატრის მსახიობს გოგა ბარბაქაძეს უმასპინძლებს.

            შეხვედრის თემაა : “ თეატრი და ეტიკეტი“

            #ზამთრის_სკოლა_გიმნაზიაში

          • რეპეტიცია 15.01.23.

          •  

            📣ქალაქური და ხალხური ფოლკლორული სიმღერის შემსწავლელ წრეზე მოზარდთა და ზრდასრულთა მიღება გრძელდება. 

             🎼გაკვეთილი ჩატარდება 21 იანვარს 14:00. 

            ✍️პრაქტიკული მეცადინეობის გარდა გუნდის წევრები გადიან თეორიულ კურსს და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში, კონცერტებსა და ფესტივალებში.

            🎼პედაგოგი მერაბ მაისურაძე.

            🎙️ანსამბლ "ერისიონი"_ს მომღერალი.

            გისურვებთ წარმატებას !

            #ზამთრისკოლა

            #ყვარლის_გიმნაზია

          • ზამთრის სკოლა

          • 15 იანვარი

            #ზამთრის_სკოლის დღის წესრიგი:

            🏐12:00-16:00საათი -სპორტი (ფრენბურთი)

            🎙️ 14:00-15:30 საათი- მუსიკის წრე_ქალაქური და ხალხური ფოლკლორი.

            🎹პედაგოგი მერაბ მაისურაძე 

            ანსამბლ "ერისიონის" მომღერალი.

            🧶16:00-17:00 საათი გამოყენებითი ხელოვნება. (ხელნაკეთი ჩანთები,სამაჯურები,თოჯინები და სხვა აქსესუარები)

            🌿პედაგოგი_ მაიკო მჭედლიშვილი

          • გილოცავთ

          • 🇬🇪 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.

            🇬🇪 დროშაზე გამოსახული სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ბოლნურ-კაცხური ჯვრით, ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს  

            განასახიერებს.

          • ✨გილოცავთ ახალ წელს

          • 🕊️და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,სერებს თოვლიანს....ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,ყეფდა თოლია....იდგა ბერმუხა ღამისმთევარითოვლში ნაბდითა...დილით მისდევდა სერზე მწევარინაკვლევს ნადირთა....ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებითგრძნეულ მარანთან....შემოდიოდა ჩიჩილაკებითჩვენში კალანდა...ანა კალანდაძე1945 წ.

          • სიახლე

          • ცხადდება მოზარდთა და ზრდასრულთა მიღება ქალაქური და ხალხური ფოლკლორული სიმღერის შემსწავლელ წრეზე 

          • ✨საშობაო ეპისტოლე✨

          • ⛪ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

            ➡️ ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, 

            📖 „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13)

            დგება ჟამი გამოუთქმელი სიდიადისა!

            იშვება ქრისტე, ირღვევა სიბნელის საკვრელნი, „ჩრდილნი უკუმსვლელობენ და ჭეშმარიტება შემოდის სინათლის დასამკვიდრებლად“.

            როგორ შეხვდებით მას? გვექნება მონდომება და მზაობა იმისა, რომ ჩვენც ქრისტესთან ერთად თანავიშვათ, რათა თანაჯვარსვეცვათ, თანადავიფლათ, თანააღვდგეთ და მასთან ერთად ვიყოთ მარადიულად?

            ეს ურთულესი კითხვაა და მასზე სწორი პასუხის გაცემა ჩვენი ცხოვრების აზრის გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია.

            ფაქტია, ჩვენი მუდმივი ადგილი ამქვეყნად არ არის. ჩვენ ამ ყოფისთვის არა ვართ გაჩენილნი; უხრწნელად შევიქმენით და ამ მდგომარეობასავე უნდა დავუბრუნდეთ. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლით, ოღონდ ჩვენი თავისუფალი ნებისა და ღვთის ნების თანხვედრაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შემდგომი ჩვენი ხვედრი.

            ჩვენი ნება ხორციელდება ჩვენი სულით, გულით, გონებითა და სიტყვით ამიტომაც მათზე ზრუნვა განსაკუთრებულად გვმართებს.

            ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი.

            სინდისი ღვთის ხმაა. მას ვერ დაიმორჩილებ, შენი სურვილისამებრ ვერ განაწყობ, ბოლომდე ვერც აღმოფხვრი; პირიქით, თავის მყოფობას მაშინაც გვაგრძნობინებს, როდესაც ვცდილობთ, გავექცეთ, თუმცა ისეც ხდება, რომ მუდმივი უგულებელყოფით, მისი ხმა სუსტდება და აღარ გვესმის. არსებობს მდგომარეობაც, რასაც „დამწვარი სინდისი“ ჰქვია და ადამიანის უმძიმეს სულიერ ცხოვრებაზე მეტყველებს.

            ქრისტიანული რწმენა და მცნებები ჩვენში სინდისის ხმის სიძლიერისა და მართებულობის ყველაზე უტყუარი განმსაზღვრელია და ჩვენი სულის სწორად განვითარების შესაძლებლობაა, რადგან სინდისი ჩვენს ნებას ღვთის ნებასთან აკავშირებს.

            📖 „ვერავინ ვერ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე. ხოლო თუ ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, შეშას, თივას, ჩალას, - თითოეულის საქმე გამომჟღავნდება ... ცეცხლით გამჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს (1 კორ. 3, 11-13).

            გული ცენტრია ჩვენი სიცოცხლისა, ჩვენი ცხოვრებისა; ღვთის შიში, გრძნობათა მთელი სამყარო და უფალთან ერთობის სურვილი მასში მყოფობს.

            გონება კი გვეხმარება შევიცნოთ გარესამყარო და დავძლიოთ ჩვენი დაცემული ბუნება. 

            ცოდვისგან ადამიანის გული, გონება და სული თავისუფლდება ლოცვით, მარხვით, მღვიძარებითა და განსაცდელებით; ამიტომაც არ უნდა შეგვეშინდეს პრობლემების. სიბრძნეც გვასწავლის: „კეთილდღეობა შეიძლება უბედურებაზე საშიში იყოს და უბედურება - კეთილდღეობაზე მეტად მაცხონებელი.“ 

            თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება, მისი შეწევნა კი შეიძლება მოვიდეს იქ და მაშინ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით.

                                           X X X X

            ადამიანი განსაკუთრებული არსებაა, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად; საიდუმლოებით მოიცავს როგორც მაკრო, ისე მიკრო სამყაროს და შესაქმის გვირგვინად და მეფედ არის დადგენილი.

            მიუხედავად იმისა, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამმა და მისმა შთამომავლობამ, საღვთო ღირსებებთან ერთად, უკეთურ ძალთა თვისებებიც შეიძინა და ბოროტის გავლენის ქვეშ მოექცა, შემოქმედმა მაინც არ მიგვატოვა; 

            კაცთა განსწავლა ათასწლეულთა მანძილზე ხდებოდა წინასწარმეტყველთა და მსაჯულთა მიერ, სიტყვითა და რჯულით, ასევე, ომებით, გამარჯვებებითა და დამარცხებებით... ბოლოს კი იუდას შტოში, იესეს მოდგმაში, დავითის სახლში, დაიბადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, - საღვთო აღმშენებლობის მთელი ისტორიის თავის თავში მომცველი. 

            უფლის მოწყალებით მან მოიღო მადლი, - ეშვა შემოქმედი, რათა ადამიანის ბუნება განღმრთობილიყო და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი სასწაული აღსრულებულიყო.

            მოციქული ბრძანებს: „ამიერიდან აღარა ხართ მონა, არამედ შვილი, ხოლო თუკი ძე ხარ, მაშინ ქრისტეს მიერ ღმერთის მემკვიდრეც“ (გალ.4.7).  

            ასეთი განსაცვიფრებელი სიდიადის თანაზიარია ადამიანი; 

            ასეთი დიადია თითოეული თქვენგანი! 

            და თუ თქვენ ცხოვრობთ ქრისტიანულად სადიდებლად ღვთისა და მსახურებად მოყვასისა, არა აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი, ექიმი, მშენებელი, გლეხი, სპორტსმენი, პედაგოგი, მძღოლი, ჯარისკაცი თუ სხვა, შენი საქმიანობა ღვთისმსახურებად შეგერაცხება და ეს იქნება შენი ოქრო, გუნდრუკი და მური უფლისთვის მირთმეული და გაიხარებ ორსავ სოფელსა შინა.

            განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთიანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი“ (გალატ.6,2), - მოგვიწოდებს წმინდა წერილი.

                                           X X X X

            მოდის მაცხოვარი, რათა გაგვათავისუფლოს ურწმუნოებისაგან და ჩვენს უმნიშვნელოვანეს კითხვებს გასცეს პასუხი, უბოძოს კაცობრიობას ცათა სასუფევლის ცოდნა და სამართალი, ყველაფერს დაუბრუნოს მარადიულობა და იხსნას იგი სიკვდილისა და ხრწნილებისაგან, „რადგან კეთილ ინება მამამ, რომ მასში (ქრისტეში) დამკვიდრებულიყო მთელი სავსება და მისი საშუალებით შემოერიგებინა ყოველი“ (კოლას.1,19-20).

            ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტესშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს.

            ჩემო სულიერო შვილებო, საქართველოს მკვიდრნო და უცხოეთში მყოფნო თანამემამულენო, სულიერად წარვემართოთ ბეთლემისაკენ, რათა მწყემსებთან ერთად ვადიდოთ ყრმა იესო, მოგვებთან ერთად შევწიროთ ძღვენი,- ოქრო, გუნდრუკი და მური და ანგელოზებთან ერთად ვუგალობოთ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“

            ღმერთმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს საქართველო!

            ინებოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ჩვენზეც აღსრულდეს წმინდა დავით მეფის სიტყვები:

            „ნეტარ არს ხალხი, ვისთვისაც ღმერთი არის უფალი, ხალხი, - მისდა სამკვიდროდ გამორჩეული“ (ფსალ. 32.12).

            თქვენთვის მლოცველი,

            ⛪ ილია II

            სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

            ➡️ თბილისი, შობა ქრისტესი, 2023 წელი

          • ✨საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს.

          •  

            🕊️ "... ყოვლადმოწყალე ღმერთი იშვა დღეს და ამას სამართლიანად ჰხარობს და დღესასწაულობს მთელი ქრისტიანობა.

            მას აქეთია აღსდგა ქვეყანა ახალის აღთქმისა, ახალი ცხოვრებისათვის. 

            მას აქეთ შეაფარა კაცმა თავი თვისი ღმერთსა სიყვარულისას, მშვიდობისას, მოწყალებისას და შენდობისას. 

            განახლდა კაცი და დღეს განახლებულს კაცს ძალუძს სასოებით სთქვას: 

            „შენ ხელახლად შემქმენ მე, ქრისტე-ღმერთო, და დამდევ ჩემზედა ხელი შენი…"

            წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

          • შობისმახარებლები

          • 🌲ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყვარელში 7 იანვარს, 12:00 საათზე ტრადიციულად საზეიმო მსვლელობა - ალილო გაიმართება.

            #ერთად_ვახაროთ_შობა

            "ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით. ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშ „მხნე იყავ და განძლიერდი“ ."

                                                                                                 #ილია_ჭავჭავაძე

            🌲შეკრების ადგილი ბოგირის მიმდებარე ტერიტორია. 

            სადღესასწაულო მსვლელობა რომელშიც სასულიერო და საერო პირები მონაწილეობენ წმინდა ილია მართლის ( ჭავჭავაძის) მონუმენტთან დასრულდება.

            🌲 მოსახლეობის მიერ „ალილოსთვის“ გაღებული შემოწირულობა სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაეცემათ.

          • გილოცავთ

          • ⛪ სიყვარულით ვულოცავთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლისკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს 90 წლის იუბილეს. 

            ⛪ მეუფე სერგის ინიციატივამ ყვარელში დაარსებულიყო გიმნაზია, მისი უწმინდესობა გაახარა და 1999 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია l l- ის ლოცვაკურთხევით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია დაფუძნდა.

            🕊️ მას მერე ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა, რაც გიმნაზიაში მოსწავლეთა სულიერ, ინტელექტუალურ განვითარებასა და მათთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობისთვის ყოველდღიურად ზრუნავენ.

            🌿 ამ დროის მანძილზე მრავალი სიხარული განვიცადეთ. იყო განსაცდელები, მწუხარება და წარმატებები რაც ერთსულოვნად განვიცადეთ.

            სწორედ ამ ღირებულებების, აკადემიური ცოდნის და სულიერი ზრდის საფუძველზე (რის შესაძლებლობებსაც ყვარლის გიმნაზია იძლევა)

            როგორც საერო, ასევე სასულიერო ცხოვრებაში , ღვთის სათნო საქმიანობით არა ერთხელ ასახელეს 

              მოსწავლეებმა, კურსდამთავრებულებმა, პედაგოგებმა და თანამშრომლება გიმნაზია, საკუთარი

             ოჯახი , ქალაქი და ქვეყანა. 

            გულწრფელად გვახარებს ის ფაქტი,რომ გიმნაზიის მაგალითი ერთ-ერთი კეთილი ნაყოფია მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაწყებული მრავალი მადლმოსილი საქმისა. 

            🌿 ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ კეთილი და ღვთის სათნო საქმეების მაკურთხეველს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს! 

            🌿 მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე, მრავალჟამიერ!

            ✨მადლიერებით და პატივისცემით,

            საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია.

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.