სიახლეები

          • სტუმრად ყვარლის მთავარ ბიბლიოთეკაში I-კლასი

          • ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორის ქალბატონ მაია ზარდიაშვილის მიწვევით, საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის პირველ კლასელებს ქალაქის მთავარმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.

            მოსწავლეებს, მათ შორის მშობლებს და კლასის დამრიგებელს წიგნის ფონდი და საბავშვო ლიტერატურა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ქალბატონ ნინო მიქელაძემ გააცნო.

            შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა პოეზიის ხუთი წუთით გაგრძელდა და ბავშვები დადებითი ემოციებით აავსო...

          • 14 სექტემბერს სასწავლო წელი დაიწყო! 2022-2023

          • საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში

            2022-2023 სასწავლო წელი, 14 სექტემბერს ღვთისმშობლის პარაკლისით და ღონისძიებით დაიწყო.

            გიმნაზიის ადმინისტრაციამ, მოძღვრებმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს და მშობლებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს.

            შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ :

            „ წინ მრავალი მნიშნელოვანი შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიება გვაქვს , მთავარია ყოველთვის გვახსოვდეს რომ, გიმნაზიას თოთოეული ჩვენთაგანი ქმნის და სასკოლო ცხოვრებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ .

            გიმნაზიის დამაარსებელმა მიტროპოლიტმა სერგიმ შემდეგი სიტყვები გვიანდერძა:

            „დაიმახსოვრეთ , თუ გეცოდინებათ გულწრფელი მადლობისა და ბოდიშის გადახდა, თქვენ გექნებათ მშვიდობა. მიიღეთ კარგი განათლება და ემსახურეთ ქვეყანას, პატივი ეცით მშობლებს. იშრომეთ, ირწმუნეთ ღმერთი, ილოცეთ და გიყვარდეთ.“

            ეს სიტყვები დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი ცხოვრებისა და წარმატებისთვის.

            ასევე დაგლოცათ ნეკრესის ეპარქიის მმართველმა და გიმნაზიის დირექტორმა მიტროპოლიტმა თეოდორემ, რომელიც გიმნაზიის ყველა წარმატების და სიხარულის მოზიარეა.

            ჩვენ ვცდილობთ, თქვენთან ერთად და თქვენთვის შევქმნათ ის სივრცე, სადაც სულიერი, ინტელექტუალური, ფიზიკური და აკადემიური უნარების განვითარების პარალერულად, უსაფრთხო და სიყვარულით სავსე გარემოში თავს იგრძნობთ ბედნიერად. “

            გიმნაზიამ ახალი სასწავლო წელი სასიხარულო ამბებით დაიწყო.

            2022-2021 წლის ღონისძიებები შეაჯამა და სიგელით დაჯილდოვნდნენ საერთაშორისო სასკოლო პროექტში _ „სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ _ მონაწილე და გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებელი ნინო შუხოშვილი.

            ასევე არსებული ტრადიციის თანახმად, ყველა პირველ კლასელს საჩუქრად, სასწავლო სახელმძღვანელოები გადაეცათ და მათთვის მცირე მუსიკალური ღონისძიება გაიმართა.

             

             

          • მილოცვა

          • სააღმზრდელო მიმართულებით, გიმნაზიის მოსწავლეთა განვითარებაზე მზრუნველ და პასუხისმგებელ მოძღვარს , მღვდელს გიორგი გაფრინდაშვილს ვულოცავთ დაბადების დღეს. ღვთის მადლით ულევ სიხარულს, ჯანმრთელობას , კეთილდღეობას და წარმატებას ვუსურვებთ.

             

             

          • გიმნაზიელები ბანაკში.

          • ✅პეოექტის “სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის” ოლიმპიადაში  გამარჯვებული მოსწავლეები -10 გუნდი საქართველოს მასშტაბით  და მათ შორის

            ✅საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის  მე-9 კლასის მოსწავლეები:

            ✅დიანა ონიანი

            ✅ლიზი შუხოშვილი

            ✅ნიკა ქებაძე

            მიმდინარე წლის 15-20 ივლისს, მონაწილეობდნენ   საზაფხულო ბანაკში, ბაკურიანში.

            ✅მოსწავლეები დასაჩუქრდნენ სიმბოლური პრიზებით.

            ✅ პროექტი  „სამოქალაქო განათლების  მდგრადი განვითარებისთვის“  ხორციელდება  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და  „Jaan Tõnnissoni Instituut-ის" პარტნიორობით.

            ✅ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამა“.

          • გიმნაზიის მორიგი წარმატება!

          • ✅დასრულდა პროექტი “სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის”. ✅ოლიმპიადაში მონაწილეობდა საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გუნდი, რომელმაც კახეთის რეგიონის მასშტაბით გაიმარჯვა.✅ გამარჯვებული გუნდის წამყვანი პედაგოგი ნინო შუხოშვილი სხვა რეგიონის მასწავლებლებთან ერთად სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ესტონეთში, სადაც გამოცდილების გაზიარების მიზნით  ვიზიტის ფარგლებში სტუმრობდნენ  სკოლებს, უნივერსიტეტებს, პარლამენტს, მთავრობის სასახლეს, საქართველოს საელჩოს...მოინახულეს ხვადასხვა ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლები✅გამარჯვებულ პედაგოგებს გადაეცათ სერთიფიკატები.

          • გიმნაზიის მორიგი წარმატება!

          • ✅4-5  ივნისს ინდოეთში ჩატარდა მსოფლიოს ყველაზე  ხანგრძლივი (24საათიანი) უწყვეტი  გარემოსდაცვითი  ონლაინ ღონისძიება.

            ✅ღონისძიებაში საქართველოს სახელით მონაწილეობდა საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელიბის ყვარლის გიმნაზია.

            ✅წარადგინეს  ვიდეორგოლი, რომლითაც შეუერთდნენ მოწოდებას ,,There is one earth. act now!"

            ✅ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებელს გადაეცათ მადლობის სიგელები.

          • მილოცვა

          • ✅17 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტში , პროექტის  „სასკოლო განათლების მენეჯმენტი”  მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართა. 

            ➡️სერთიფიკატები  გადაეცათ საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის  ყვარლის გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი არჩუაძეს და ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელს ნინო შუხოშვილს.

            ✅ტრენინგ-კურსი: „სასკოლო განათლების მენეჯმენტი“, სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის სხვა წევრებისათვის (სასწავლო ნაწილი, ხარისხის მართვის მენეჯერი) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტების მიერ მომზადდა. 

            ➡️„პროექტის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა, სკოლის დირექტორებს და მმართველი რგოლის წევრებს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება მენეჯმენტისა და მართვის თანამედროვე მეთოდებზე და იმ სამართლებლივ ნორმებსა და დებულებებზე, რომლებიც დღეს აქტუალურია სასკოლო განათლების სისტემაში.“

          • ✅სიახლე!

          • ✍️ 2022-2023 სასწავლო წლისთვის  ,  საპატრიარქოს განათლების ცენტრისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე ,  ცენტრში შემავალ  ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებათა  აბიტურიენტებს  უნივერსიტეტი სწავლის საფასურის 40% -იან საშეღავათო   პირობას  სთავაზობს.

          • მილოცვა

          •                                                     ვულოცავთ გიმნაზიას.

            🎉ქართველი და ესტონელი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ ოლიმპიადის "სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის" ფინალისტი გუნდები გამოავლინა.

            🏅კონკურსის მესამე ეტაპის ნამუშევრები განსაკუთრებით საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ჟიურის ხანგრძლივი მუშაობა მოუწია, რომ საუკეთესოთა შორის ჯერ მოკლე სია (შორთლისთი) და შემდგომ 10 წარმატებული ინიციატივა შეერჩია - ამისთვის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს გულითად მადლობას გიხდით, გამარჯვებულ გუნდებსა და მათ მასწავლებლებს კი ვულოცავთ ფინალში გადასვლას! 🍀☀️

            🤩აქვე გაცნობებთ, რომ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მოკლე სიაში მოხვედრილ მესამე ტურის მონაწილე მოსწავლეებს სულ მალე ახალ საინტერესო შესაძლებლობას წარუდგენს! (სია 15 ივნისს გამოქვეყნდება).

            თავლი გვადევნეთ!

          • ამხანაგური შეხვედრა ფრენბურთში

          • საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიამ უმასპინძლა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფლის II- საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

            ანგარიში 3:1   გიმნაზიელების სასარგებლოდ.

            ვულოცავთ გიმნაზიელებს.

            10/06/2022

          • მიმდინარეობს პირველკლასელთა რეგისტრაცია

          • საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მიმდინარეობს პირველკლასელთა რეგისტრაცია 2022-2023 სასწავლო წლისათვის.

            საბუთების მიღება 10-საათიდან 13-საათამდე, შაბათ კვირის გარდა.

            მშობელმა მოსწავლის პირველ კლასში რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

             

            • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე)
            • მოსწავლის დაბადების მოწმობა ნოტარიულად დამოწმებული.
            • ერთი ფოტო სურატი 3x4 (ფერადი) .
            • ჯანმრთელობის ცნობა.
            • მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
          • ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

          •                                                                გილოცავთ

            ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა

            ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

          • ,,ეს ოთხი წელი" გამოსაშვები ღონისძიება

          • IV-კლასი

            დამრიგებელი წამყვანი პედაგოგი: ნანა ლოლიაშვილი

            საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)ა იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მეოთხე კლასელები ლამაზი ღონისძიებით დაემშვიდობნენ განვლილ ოთხ წელიწადს და პირველ მასწავლებელს.

            გაიხსენეს სკოლაში მისვლის პირველი დღე, პირველი ემოცია, ისაუბრეს გიმნაზიის დაარსებაზე, გაიხსენეს ოთხწლიანი მეგობრობის სახალისო ისტორიები, იმღერეს, იცეკვეს, წარმოთქვეს ლექსები. თანაკლასელებს შეურჩიეს ნომინაციები, გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.

            ეს დღე იყო დაუვიწყარი და ემოციური ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლისთვის. 

          • 1/06/2022

          • საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ ნინოობას!

            ”დაო და დედაო!

            ღვთისმშობლის დობილო.

            შენზე ვართ დანდობილი.

            და შენი შენდობით

            არ გადავშენდებით.”

             

            გრიგოლ რობაქიძე

          • ,,ანბანის გაცილება"

          •  I - კლასი 

             დამრიგებელი: ნინო ლომიძე 

            25.05.2022

              ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის პირველკლასელებმა ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს ქართულ ანბანს და დედა ენას. 

            პატარებმა პატივი მიაგეს ჩვენს უძველეს და უმდიდრეს მშობლიურ ენას, მხიარულად გააცილეს ანბანი.

          • გიმნაზიელი კურსდამთავრებულები 24/05/2022

          • საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს  გილოცავთ სკოლის დამთავრებას.

            „დაიმახსოვრეთ, თუ გეცოდინებათ გულწრფელი მადლობის  და ბოდიშის გადახდა თქვენ გექნებათ მშვიდობა,  მიიღეთ კარგი განათლება და ემსახურეთ ქვეყანას, პატივი ეცით მშობლებს ."

                                                                                                                   ნეკრესელი მიტროპოლიტი  სერგი

                                                                                                                   მაისი 2020 წელი

             

            ნეკრესის ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტი თეოდორეს  ლოცვა-კურთხევით,  საქართველოს საპატრიარქოს ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მეთორმეტე კლასის კურსდამთავრებულთათვის , გიმნაზიის მოძღვრებმა  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის   პარაკლისი გადაიხადეს და  შეკრებილი ახალგაზრდები,თანატოლებთან ერთად  დალოცეს :

            “გილოცავთ , გიხაროდეთ ,  გფარავდეთ ყოვლადწმინდა სამების მადლი, მშვიდობიან საქართველოში გეცხოვროთ.  გიყვარდეთ ერთმანეთი და გაუფრთხილდით მეგობრობას. არასდროს  შეგეშინდეთ_ ჩიხი არ არსებობს,  გვიგულეთ თქვენს იმედად. ღმერთმა მოგმადლოთ  სიყვარულისა და სულიწმინდის მადლი."

                                                                                    დეკანოზი ბადრი არჩუაძე

            ქრისტიანობა, სიყვარული და ღმერთთან ურთიერთობა, ის რასაც მეუფე სერგი გაკვეთილებზე  გასწავლიდათ და სკოლაში ნერგავდა გისურვებთ  გაატაროთ თქვენს ცხოვრებაში. მიყვარხართ ,ღმერთმა დაგლოცოთ, მადლობა თქვენს დამრიგებელს ეთერი მასწავლებელს.

            გისურვებთ წარმატებას და გლოცავთ.

            მღვდელი  გიორგი გაფრინდაშვილი

             

            მადლობას გიხდით სტუმრებს მობრძანებისა და დღევანდელი სიხარულის გაზიარებისთვის.  მადლობა კლასის დამრიგებელს ეთერი მასწავლებელს და ყველა პედაგოგს რომლებიც ჩვენს მეთორმეტე კლასელებს პირველი კლასიდან დღემდე მათი სწავალა-განათლების პროცეში იყავით ჩართული, მადლობა თქვენ ბავშვებო იმ მადლიერების გამოხატვისა და გააზრებისთვის რასაც მეუფე სერგი მუდამ გვასწავლიდა.

            მეუფე სერგის  სკოლის დამთავრების შემდგომ არ შეუწყვიტავს ურთიერთობა თავის კლასელებთან , სიცოცხლის ბოლომდე ყოველ წელს იკრიბებოდნენ, სიყვარულით, იმედით, ნუგეშით  და სიხარულით ავსებდნენ ერთმანეთს. გისურვებთ არ დაკარგოთ ერთმანეთი, ყოველთვის გქონდეთ მადლიერების გრძნობა, კეთილი საქმის კეთების უნარი და მეგობრობის მადლი. 

             

                                                                                                                                      გიორგი არჩუაძე

                                                                                                                                         დირექტორი

             

              მეთორმეტე კლასის დამრიგებელმა ეთერ რუსიაშვილმა  მადლიერება გამოხატა სკოლის პედაგოგების, ადმინისტრაციის და მმართველი მღვდელმთავრების მიმართ, სიყვარულით დალოცა მოსწავლეები ,გაიხსენა მათი ბავშვობა  და ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე როგორც კლასის დამრიგებელს, მასწავლებელს  და მშობელს ჰქონდა.  

            სკოლის ბოლოზარი მეთორმეტეკლასელებმა  შემოქმედებითად და მხიარულად აღნიშნეს ღონისძიება დასრულდა მათი კლასელის ვიდეოზარით, რომელიც ევროპიდან დიდი სიყვარულით ჩაერთო თანატოლებს .

            ყვარლის გიმნაზიაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად კურსდამთავრებულებმა    გიმნაზიის ეზოში ხე დარგეს რომელზეც იზრუნებენ.

            ღონისძიებას ესწრებოდნენ  გიმნაზიის მოსწავლეები, მშობლები , პედაგოგები, ყვარლის კულტურის სამსახურის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტის და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები.

             

                                                                                                                                                               24.05.2022

             

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.