• ინფორმაცია

          • ძვირფასო მოსწავლეებო და მასწავლებლებო 

             

            გაცნობებთ, რომ 22 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებით გაიმართება გენერალური რეპეტიცია. 

            დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ დამრიგებელს.

             

             

             

             

             

          • გასვლითი აქტივობა

          • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის გასვლითი აქტივობა გიმნაზიის პროექტის "კულტურული მემკვიდრეობის" ფარგლებში.

             

            🍇თემა: "ქვევრის ღვინო-არამატერიალური კულტურული ძეგლი"

            გიმნაზიის მოსწავლეები ღვინის ქარხანას " ჯიერვი"-ს ესტუმრნენ.

             

            დაათვალიერეს ღვინის საცავი, მარანი ქვევრებით, ლაბორატორია, ჩამოსხმის ხაზი. 

            გაეცნენ საინტერესო ინფორმაციას ყურძნის მიღებიდან ღვინის ბოთლებში ჩამოსხმამდე.

             

            გასვლით შემეცნებით ტურს უძღვებოდნენ პედაგოგები თამარ ავაზაშვილი და უფროსი მასწავლებელი მანანა სეფაშვილი.

          • #ზამთრის_სკოლა_გიმნაზიაში

          • ✨ გამოყენებითი ხელოვნების მასტერკლასები ზამთრის სკოლაში.

            🕊️ პროგრამის მიზანია პრაქტიკული/შემოქმედებითი

             უნარებისა და ესთეტიკური გემოვნების განვითარების ხელშეწყობა.

            ✨პედაგოგი მაიკო მჭედლიშვილი. 

            ✅უფასო საგანმანათლებლო პროგრამა "ზამთრის სკოლა" ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში და განკუთვნილია ყვარლის რაიონის მოსწავლეებისათვის.

            📝მონაწილეობის წინაპირობაა რეგისტრაცია.

            მასტერკლასის დღე -კვირა.

            დრო-16:00საათი

          • #ლაშქრობა_დოლოჭოპი

          • #ზამთრის_სკოლა_გიმნაზიაში

            🕊️10 დეკემბერს „ზამთრის სკოლის „ მონაწილეები , შემეცნებითი საუბრების ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის პედაგოგს ნინო შუხოშვილს შეხვდნენ.

            🗯️საუბრის თემას წარმოადგენდა „მეცნიერების როლი თანამედროვე სამყაროში“.

            ✅ინტერაქტიული ღონისძიება, თემატურად საინტერესო მსჯელობის და დიალოგების შემდეგ დოლოჭოპისკენ ლაშქრობით დასრულდა. მანამდე კი 

             მოსწავლეებმა კვირაცხოველის/წმიდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია მოინახულეს , რომელიც XVI ს-ში აგურისა და რიყის ქვისაგანაა აგებული. 

            🕊️როგორც ცნობილია ამ ეკლესიის მთავარდიაკონი - ნიკოლოზ სეფაშვილი წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) პირველი მასწავლებელი იყო და სკოლაც ამ ეკლესიის გალავანში ყოფილა განთავსებული.

            ✅ შეხვედრის დასრულების შემდგომ მოლაშქრეთა გუნდი პედაგოგთან ერთად შეთანხმდა, რომ სასკოლო საგნებიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე, "შემეცნებითი საუბრის“ ფარგლებში მიღებულ ინფორმაციას

            მოსწავლეები გააციფრულებენ, შექმნიან პრეზენტაციებს, გამოკვეთავენ მნიშვნელოვან თემებს და წარუდგენენ საზოგადოებას.

             

            ✅ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული აქტივობა მონაწილეებს გარკვეული სოციალური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში შეუწყობს ხელს.

            #ცნობისთვის: უფასო სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამა "ზამთრის სკოლა" განკუთვნილია ყვარლის რაიონის მეცხრე -მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისათვის.

             მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

            10.12.22

          • #ზამთრის_სკოლა_გიმნაზიაში #სუფრის_ეტიკეტი

          • ოჯახში, სამეგობროში, რესტორანში, წვეულებაზე თუ ნებისმიერ სადილზე ან ვახშამზე სუფრის ეტიკეტის გათვალისწინება და თავაზიანი ქცევა საზოგადოებაში თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ და სასიამოვნო შთაბეჭდილებასაც შეუქმნით გარშემომყოფებს.

             სწორედ ამ განწყობის გათვალისწინებით შემეცნებითი საუბრების ფარგლებში,

            11 დეკემბერს, „ზამთრის სკოლის „ მონაწილეებისათვის, სუფრის ეტიკეტის პრაქტიკული მასტერკლასი რეგულარული , შიდა და გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვის მოწვეულმა სპეციალისტმა ნუგზარ ზარნაძემ გამართა.

              რესტორან „ხარებას“ მასპინძლობამ, მოსწავლეებს საშუაელბა მისცა, შესაბამის სივრცეში პრაქტიკულად განეხილათ და მიეღოთ რჩევები შემდეგ საკითხებზე:

            ✅ სუფრასთან ქცევის კულტურა

            ✅ რესტორნის ეტიკეტი (ქცევის წესები და დრესკოდი)

            ✅სერვირება

            ✅შეკვეთის შერჩევა

            ✅მოლოდინი

            მოხარული ვართ გაცნობოთ,რომ ღონისძიების დასასრულს მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით “ სუფრის ეტიკეტის“ მეორე მასტერკლასი უახლოესი მომავლისთვის დაიგეგმა.

            #ზამთრის_სკოლა_გიმნაზიაში

            #სუფრისეტიკეტი

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.