#ზამთრის_სკოლა_გიმნაზიაში
🕊️10 დეკემბერს „ზამთრის სკოლის „ მონაწილეები , შემეცნებითი საუბრების ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის პედაგოგს ნინო შუხოშვილს შეხვდნენ.
🗯️საუბრის თემას წარმოადგენდა „მეცნიერების როლი თანამედროვე სამყაროში“.
✅ინტერაქტიული ღონისძიება, თემატურად საინტერესო მსჯელობის და დიალოგების შემდეგ დოლოჭოპისკენ ლაშქრობით დასრულდა. მანამდე კი
მოსწავლეებმა კვირაცხოველის/წმიდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია მოინახულეს , რომელიც XVI ს-ში აგურისა და რიყის ქვისაგანაა აგებული.
🕊️როგორც ცნობილია ამ ეკლესიის მთავარდიაკონი - ნიკოლოზ სეფაშვილი წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) პირველი მასწავლებელი იყო და სკოლაც ამ ეკლესიის გალავანში ყოფილა განთავსებული.
✅ შეხვედრის დასრულების შემდგომ მოლაშქრეთა გუნდი პედაგოგთან ერთად შეთანხმდა, რომ სასკოლო საგნებიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე, "შემეცნებითი საუბრის“ ფარგლებში მიღებულ ინფორმაციას
მოსწავლეები გააციფრულებენ, შექმნიან პრეზენტაციებს, გამოკვეთავენ მნიშვნელოვან თემებს და წარუდგენენ საზოგადოებას.
✅ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული აქტივობა მონაწილეებს გარკვეული სოციალური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში შეუწყობს ხელს.
#ცნობისთვის: უფასო სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამა "ზამთრის სკოლა" განკუთვნილია ყვარლის რაიონის მეცხრე -მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისათვის.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
10.12.22