სიახლეები

          • 16/03/2023

          • 🕊️დღეს თელავმა ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურს უმასპინძლა.

            🏐თამაშს გიმნაზიის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი ესწრებოდა.

            #ფრენბურთი

            #გამოცდილება

            #გიმნაზია

          • გილოცავთ

          • 🕊️ნეკრესის ეპარქიის მმართველს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს ვულოცავთ ანგელოზის დღეს.

             

             🕊️  წმ. თეოდორე ტირონის 

             მადლი და მეოხება არ მოკლებოდეს მეუფე თეოდორეს, მის სამწყსოს და სრულიად საქართველოს, მრავალჟამიერ!

          • სამძიმარი

          • ყვარლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ ბენიამინ ჩიხორლიშვილს ,საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეები,მასწავლებლები და თანამშრომლები ემშვიდობებიან.

          • ბაში-აჩუკი

          • ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: მაია ასაბაშვილი 

            გაკვეთილის თემა: ბაში-აჩუკი

            VIII-კლასი 

            #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა

          • 23/02/2023

          • გიმნაზიის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს

          • 23/02/2023

          • 1921 წლის 23 თებერვალი

            იუნკერთა ხსოვნის დღე 

            IX - კლასი

            დამრიგებელი გიული ოსიაშვილი

          • მილოცვა

          • 🕊️ ნეკრესის ეპარქიის მმართველს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) ვულოცავთ ბერად აღკვეცის დღეს

            🕊️მრავალჟამიერ მეუფეო თქვენი სიცოცხლე.

            🕊️ მეუფე თეოდორეს ეპისკოპოსად კურთხევისას წარმოთქმული სიტყვა

            #ამონარიდი_ბერად შედგომა

            "ჭეშმარიტების ძიებამ ღვთის გაუწვდომელი განგებით 1989 წელს საფარის მონასტერში მიმიყვანა. მაშინ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი. ძალიან მინდოდა ხელი შემეწყო ერის აღორძინებისათვის. ვიცოდი, რომ ამისათვის ეკლესიის აღორძინება იყო საჭირო. ამიტომ როდესაც საფარას გაემგზავრა სტუდენტთა ჯგუფი აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, მეც მათ გვერდით აღმოვჩნდი. მონასტერში ხანმოკლე ცხოვრებამ დამანახა, რომ ეკლესიის აღორძინება ჩვენივე სულების აღორძინებით უნდა დაიწყოს. მაშინ ჩაეყარა საფუძველი ჩემი ცხოვრების ფერისცვალებას. გადავწყვიტე მთლიანად შემეწირა ცხოვრება ღმრთისა და ერისათვის. მივხვდი, რომ ჭეშმარიტება მიწიერი მცნება არ არის და სულიერი ღირებულებისაკენ დავიწყე სწრაფვა. ამ სწრაფვამ მრავალი განსაცდელით აღსავსე გზა გამატარა და ახლა ამ უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე დამაყენა. ღვთის შეწევნით შევეცდები ხელი შევუწყო წირვა-ლოცვის გახშირებას ტაძრებში, ახალგაზრდობის სულიერ აღორძინებას, მოსახლეობაში ღვთის სიტყვის გავრცელებასა და ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებას. განსაკუთრებით კი სამონასტრო ცხოვრების გაცხოველებას, რათა წმიდა ნინოს მადლით გამრავლდნენ ბერ-მონაზვნები და თავიანთი წმიდა და მხურვალე ლოცვებით კახეთსა და სრულიად საქართველოს შეეწიონ. "

          • 21 თებერვალი

          • 🕊21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა.

            🇬🇪„ჩვენი დედა ენა, ჩვენი მშობლიური ენა, ჩვენი სახელმწიფო ენა – ქართული საუკეთესო ინსტრუმენტია როგორც ჩვენი იდენტობის განცდისა და გაგებისთვის, ასევე ისტორიისა თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისთვის“_იაკობ გოგებაშვილი.

            🕊მშობლიური ენის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკო) – ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით

            1999 წელს დააწესა.

            ეს დღე საქართველოში 2005 წლიდან აღინიშნება.

          • #განცხადება

          • ვიზიარებთ დეკანოზ ბენიამინის გარდაცვალების გამო გამოწვეულ მწუხარებას.

            ვუსამძიმრებთ ოჯახს და ნეკრესის ეპარქიას.

            აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით ვაცხადებთ, რომ საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა "ზამთრის სკოლის" ფარგლებში დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიება დროებით გადაიდო." 

             საგანმანათლებლო პროგრამა "ზამთრის სკოლის" გუნდი

            21.02.2023

          • სამძიმარი

          • ღვთივგანისვენა ყვარლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბენიამინ ჩიხორლიშვილმა.

            მამა ბენიამინი ღირსეული ადამიანი და სასულიერო პირია, რომელმაც

             მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ყვარლის სულიერი და კულტურული ცხოვრების განვითარებაში.

             დაჯილდოებულია მიტრის და ორი ჯვრის ტარების უფლებით. 

             მამა ბენიამინის გარდაცვალების გამო, გამოვხატავთ მწუხარებას,

             ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნეკრესის ეპარქიას, მრევლს და ყვარელს.

            შევსთხოვთ უფალს აცხონოს ახლადშესვენებული დეკანოზი ბენიამინის სული .

            @Dekanozi Beniamini Chikhorlishvili

          • რა? სად? როდის?

          • ✨19 თებერვალი

            ✨ინტელექტუალური თამაში

            🦉რა? სად? როდის?

            ღონისძიება განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამის_ #ზამთრისკოლა_გიმნაზიაში ფარგლებში.

            👏 ვულოცავთ #ნიკას გუნდს გამარჯვებას✨

          • 19/02/2023

          • ✨ დღეს , 19 თებერვალს 🕞15:30 წუთზეგიმნაზიაში გაიმართება ✨ინტელექტუალური თამაში 🏆რა ? სად? როდის?

            #ზამთრის_სკოლა_გიმნაზიაში

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.