სიახლეები

          • #ზამთრის_სკოლა_გიმნაზიაში

          • ✨ გამოყენებითი ხელოვნების მასტერკლასები ზამთრის სკოლაში.

            🕊️ პროგრამის მიზანია პრაქტიკული/შემოქმედებითი

             უნარებისა და ესთეტიკური გემოვნების განვითარების ხელშეწყობა.

            ✨პედაგოგი მაიკო მჭედლიშვილი. 

            ✅უფასო საგანმანათლებლო პროგრამა "ზამთრის სკოლა" ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში და განკუთვნილია ყვარლის რაიონის მოსწავლეებისათვის.

            📝მონაწილეობის წინაპირობაა რეგისტრაცია.

            მასტერკლასის დღე -კვირა.

            დრო-16:00საათი

          • #ლაშქრობა_დოლოჭოპი

          • #ზამთრის_სკოლა_გიმნაზიაში

            🕊️10 დეკემბერს „ზამთრის სკოლის „ მონაწილეები , შემეცნებითი საუბრების ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის პედაგოგს ნინო შუხოშვილს შეხვდნენ.

            🗯️საუბრის თემას წარმოადგენდა „მეცნიერების როლი თანამედროვე სამყაროში“.

            ✅ინტერაქტიული ღონისძიება, თემატურად საინტერესო მსჯელობის და დიალოგების შემდეგ დოლოჭოპისკენ ლაშქრობით დასრულდა. მანამდე კი 

             მოსწავლეებმა კვირაცხოველის/წმიდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია მოინახულეს , რომელიც XVI ს-ში აგურისა და რიყის ქვისაგანაა აგებული. 

            🕊️როგორც ცნობილია ამ ეკლესიის მთავარდიაკონი - ნიკოლოზ სეფაშვილი წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) პირველი მასწავლებელი იყო და სკოლაც ამ ეკლესიის გალავანში ყოფილა განთავსებული.

            ✅ შეხვედრის დასრულების შემდგომ მოლაშქრეთა გუნდი პედაგოგთან ერთად შეთანხმდა, რომ სასკოლო საგნებიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე, "შემეცნებითი საუბრის“ ფარგლებში მიღებულ ინფორმაციას

            მოსწავლეები გააციფრულებენ, შექმნიან პრეზენტაციებს, გამოკვეთავენ მნიშვნელოვან თემებს და წარუდგენენ საზოგადოებას.

             

            ✅ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული აქტივობა მონაწილეებს გარკვეული სოციალური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში შეუწყობს ხელს.

            #ცნობისთვის: უფასო სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამა "ზამთრის სკოლა" განკუთვნილია ყვარლის რაიონის მეცხრე -მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისათვის.

             მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

            10.12.22

          • #ზამთრის_სკოლა_გიმნაზიაში #სუფრის_ეტიკეტი

          • ოჯახში, სამეგობროში, რესტორანში, წვეულებაზე თუ ნებისმიერ სადილზე ან ვახშამზე სუფრის ეტიკეტის გათვალისწინება და თავაზიანი ქცევა საზოგადოებაში თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ და სასიამოვნო შთაბეჭდილებასაც შეუქმნით გარშემომყოფებს.

             სწორედ ამ განწყობის გათვალისწინებით შემეცნებითი საუბრების ფარგლებში,

            11 დეკემბერს, „ზამთრის სკოლის „ მონაწილეებისათვის, სუფრის ეტიკეტის პრაქტიკული მასტერკლასი რეგულარული , შიდა და გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვის მოწვეულმა სპეციალისტმა ნუგზარ ზარნაძემ გამართა.

              რესტორან „ხარებას“ მასპინძლობამ, მოსწავლეებს საშუაელბა მისცა, შესაბამის სივრცეში პრაქტიკულად განეხილათ და მიეღოთ რჩევები შემდეგ საკითხებზე:

            ✅ სუფრასთან ქცევის კულტურა

            ✅ რესტორნის ეტიკეტი (ქცევის წესები და დრესკოდი)

            ✅სერვირება

            ✅შეკვეთის შერჩევა

            ✅მოლოდინი

            მოხარული ვართ გაცნობოთ,რომ ღონისძიების დასასრულს მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით “ სუფრის ეტიკეტის“ მეორე მასტერკლასი უახლოესი მომავლისთვის დაიგეგმა.

            #ზამთრის_სკოლა_გიმნაზიაში

            #სუფრისეტიკეტი

          • 08/12/2022

          • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის IX-XII კლასის მოსწავლეები პროფესიული ორიენტაციის ფარგლებში კოლეჯში "პრესტიჟი" იმყოფებიან.

          • მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე

          • დღეს, გიმნაზიაში სასწავლო დღე წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საუბრით დაიწყო. 

            მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ დოკუმენტური ფილმი წმინდანის მოღვაწეობის შესახებ და გაეაზრებინათ მისი საზელმწიფოებრივი ხედვა და მოყვასისა და სამშობლოსადმი თავდადება.

            ისტორიკოსი და თეოლოგი წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლი ფერაძე ,იმ საზოგადო მოღვაწეთა და წმინდანთა რიცხვს მიეკუთვნება რომელმაც მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა საკუთარი საქმიანობით სამშობლოს ფასდაუდებელი სამსახური გაუწია და საქრთველო ღირსეულად წარმოაჩინა სხვა ქვეყნებში.

            მღვდელმოწამე გრიგოლი განსაკუთრებულად ზრუნავდა პარიზში მის მიერვე დაარსებულ წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაზე და მრევლზე. იცოდა 12 ენა.

            მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და გამოიცა სამრევლო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“

            პოლონეთში, ვარშავაში მიწვეული იყო მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად.

            ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გახიზნული ქართული საუნჯეც გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა განადგურებას.

            „ის მთელ თავის სახსრებს ახმარდა სირია-პალესტინაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, იტალიასა და ინგლისში ქართული საეკლესიო ხელნაწერებისა და ქართული ეკლესიის ისტორიისათვის ცნობების მოძიებას. მისი შრომითა და ღვაწლით ბევრი ქართული ხელნაწერი იქნა აღმოჩენილი. ორი თვისება - შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა ახასიათებდა მამა გრიგოლ ფერაძეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ქართულმა საზოგადოებამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის არაფერი იცოდა მისი მოღვაწეობის შესახებ.

            1942 წლის მაისში მამა გრიგოლი ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. დაპატიმრების უშუალო მიზეზი გახდა ის, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისაგან დევნილ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს. გრიგოლის ბინაზე ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც გაქრა ის ძვირფასი ძველი ხელნაწერები, რომლებზეც იგი მუშაობდა, ასევე ძვირფასი საეკლესიო ნივთები, რომელთაც იგი თავისი მოგზაურობის დროს საქართველოში დასაბრუნებლად იძენდა.

            ოფიციალური გერმანული ცნობების თანახმად გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. ესაა ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ 1942 წლის 30 დეკემბერს გაცემული ცნობა, ხოლო ოსვენციმში პოლონეთის იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლის ჩანაწერებში, რომელიც 1942 წლის დეკემბრის ამბებს შეეხება, აღნიშნულია: „ბანაკი ოსვენციმი. აქ გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი“. როგორც ირკვევა, არქიმანდრიტმა გრიგოლმა, მოყვასის სიყვარულით თავს იდვა სხვებისთვის განკუთვნილი სასჯელი და მათ ნაცვლად აღესრულა, იგი გაზის კამერაში მოაკვდინეს ფაშისტებმა.“ ( ქართველ წმინდანთა ცხოვრება 2007წ)

          • მასტერკლასი

          • 11 დეკემბერს, 13:00 საათზე 

              #ზამთრის_სკოლა გიწვევთ მასტერკლასზე #სუფრის_ეტიკეტი

            ✅სუფრასთან ქცევის კულტურა

            ✅ საბავშვო ეტიკეტი

            ✅რესტორნის ეტიკეტი

             სერვირება

             შეკვეთის შერჩევა

             მოლოდინი

            #ზამთრისსკოლის მიზანია მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარების ხელშეწყობა და შაბათ-კვირას შემეცნებითი, სახალისო,კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობა.

            საგანმანათლებლო პროგრა „ზამთრის სკოლა“ ხორციელდება ნეკრესიის ეპარქიის და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით.

            #ზამთრისსკოლაში მონაწილეობა უფასოა.

          • 06.12.2022

          • პირველ თოვლთან დაკავშირებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში ანიმაციურ ფილმს უყურეს.,,გოგონა და თოვლის გუნდა"

          • 4 დეკემბერი

          •  

            ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა

            ტროპარი: დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმამაღლად: გიხაროდენ, განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.

            კონდაკი: ყოვლადწმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად ღმრთისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.