• გიმნაზიის ბიბლიოთეკა

          • გიმნაზიის ბიბლიოთეკამ  თემატური ღონისძიება გამართა, რომელიც 1845 წლის 21 ოქტომბერს,  რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების დღეს მიეძღვნა.

            • ამონარიდი წმ. ილია მართლის ( ჭავჭავაძის) მიერ წარმოთქმული სიტყვიდან 1893 წლის 25 აპრილს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის განჯიდან თბილისში გადმოსვენებაზე.

            „ღმერთი რომ ერს, ქვეყანას, მოწყალების თვალით გადმოხედავს, მოუვლენს ხოლმე კაცს, პოეზიის მადლით ცხებულსა. როცა ადამიანს სურს შეიტყოს ღირსება და დიდება ერისა, ყოვლით უწინარეს ამას იკითხავს, – რამდენი მთქმელი და მწერალი ჰყავსო. ღირსებას და სიდიადეს ერისას მარტო ამ საწყაოთი სწყავს ადამიანი. რაკი ესეა, ეხლა ცხადი უნდა იყოს, რა ძვირფასი განძია ჩვენთვის იგი მტვერი, რომლის წინაშე ვდგევართ ჩვენ დღეს.

            პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა მხოლოდ კაცთა, ღვთივ რჩეულთა. მადლია, მაგრამ ამასთანავე ტვირთიც არის, – რადგანაც იგი მოვლენილია, რომ ჭრილობიდამ სისხლის შეუწყვეტელი დენა კაცთა სიცოცხლეს შეუყენოს.ამ მადლს, ამ ტვირთს, დიდი ძალ-ღონე უნდა სულისა და ხორცისა. და ამიტომაც, როცა ღმერთმა გამოგვიგზავნა ჩვენდა ნუგეშად და თავმოსაწონებლად ნიკოლოზ ბარათაშვილი, უკურთხა ენა მეტყველებისათვის, თვალნი ხედვისათვის, ყურნი სმენისათვის, გულს ჩაუდვა გაუქრობელი ცეცხლი კაცთა გულის გასათბობლად, და უბრძანა, – წადი და კაცთა ნათესავს ამცნე უზენაესი მცნება ჩემი და სიტყვით გული აუნთეო.“

            აღნიშნული ინტერაქტიული ღონისძიების ფარგლებში  X კლასის  მოსწავლეებს   ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა   მარინე მზექალაშვილმა მოუთხრო.

            #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა

          • ,,საგანგებო სიტუაციების მართვის წესები სიმულაციური სწავლებასთან ერთად".

          • 🕊️საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმ.ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ტრენინგი _ „საგანგებო სიტუაციების მართვის წესები სიმულაციურ სწავლებასთან ერთად“_ გაიმართა. 

            რომელსაც მოწვეული სპეციალისტი მარიამ მჭედლიშვილი უძღვებოდა.

             

            ღონისძიებას გიმნანზიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, პედაგოგები და ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ.

             

            სწავლების მიზანს კონკრეტული საფრთხეების შემთხვევაში, პრევენცია, სწრაფი რეაგირება, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და საგანგებო სიტუაციებში ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვას წარმოადგენდა.

             

            აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულებით, გიმნაზიის ადმინსტრაცია კონსულტაციებს ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, სისტემატიურ რეჟიმში იღებს,რაც სასწავლო წლის დასრულებამდე საჭიროებისამებრ გრძელდება.

             

          • შემეცნებითი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში.

          •     

            🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მეექვსე და მეცხრე კლასის მოსწავლეები, ლაგოდეხის ნაკრძალში შემეცნებითი ტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

             

            🕊️სასწავლო-შემეცნებითი ტურის მიზანს მოსწავლეთათვის, საგნობრივი გაკვეთილების უკეთ გააზრება , სამოქალაქო პასუხისმგებლობის და შესაბამისი სოციალური უნარჩვევების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.   

             

            🕊️🌳ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა გიორგი ედიშერაშვილმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდა ნაკრძალის ბიომრავალფეროვნების შესახებ, რომელიც მთელ კავკასიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია. ინტერაქტიულ ფორმატში საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილებების და ადამიანის ქმედებას შორის კავშირს, რეინჯერის საქმიანობასა და მის როლს ნაკრძალში.

            რეინჯერთან ერთად გავლილი „ბუნების შემეცნებითი ბილიკი“ აღკვეთილში ინფორმაციული და საინტერესო იყო. განსაკუთრებული ემოცია ფოტოხაფანგით მიღებულმა მასალამ გამოიწვია რომელთა ნახვაც, ნაკრძალის ციფრულ სივრცეშია შესაძლებელი. ⬇️

             

            ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები / Lagodekhi Protected Areas

             

            🕊️დღეის მდგომარეობით,“ დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი დაახლოებით 793,351 ჰა–ს შეადგენს , რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.38%-ია. საქართველოში ახლა 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 23 აღკვეთილი და 3 დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი 1912 წელს შეიქმნა. „

             

            🕊️გიმნაზიის სახელით საზოგადოებას ვულოცავთ ლაგოდეხის ნაკრძალის ას მეათე საიუბილეო წელს და მადლობას ვუხდით მასპინძლობისთვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორს · გიორგი სულამანიძეს, დეპუტატს გურამ მაჭარაშვილს და რეინჯერებს გიორგი ედიშერაშვილს და ვალერი ბეჟაშვილს.

          • IV-კლასი

          • კოლპლექსური დავალება 

            საცირკო წარმოდგენის დასაწყისი 12:00 სთ 

            დამრიგებელი: ნანა ჯანიკაშვილი

          • I- კლასი

          • პატარა გიმნაზიელებმა მრავალფეროვანი და ხალისიანი აქტივობებით შეაბიჯეს ულამაზესი ქართული ანბანის საოცარ სამყაროში.

            წამყვანი პედაგოგი: ნანა ლოლიაშვილი

            I-კლასი

            17/10/2022

          • ლიტერატურული სალონი ,,ილიას გზით"

          • 13 ოქტომბერს ყვარლის ცენტრალური ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა ლიტერატუტული სალონი, სახელწოდებით "ილიას გზით", რომლის პრეზენტაციაც სიმბოლურად, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა.

              

             ლიტერატურული სალონის პირველ საღამოზე, წევრების პირველმა ათეულმა წარმოადგინა თემა "რას ნიშნავს ყვარელი ჩემთვის"?!  

             

            გიმნაზიიდან ორი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას:

            ცოტნე ხვთისიაშვილი

            დიანა ონიანი 

               

             კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორმა, მაია ზარდიაშვილმა დამსწრედ მოუთხრო ლიტერატურული სალონის იდეის და მისი ხელშემწყობების შესახებ, მიზანზე და გეგმებზე. მადლობა გადაუხადა ქალბატონ ზეინაბს და ყველას, ვინც იდეის ხელშეწყობაში მიიღო მონაწილეობა. წარმატებები უსურვა და თანადგომა აღუთქვა.

               

                ღონისძიების მონაწილეებმა სცენიდან "რას ნიშნავს ჩემთვის ყვარელი", მაყურებლის წინაშე ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს, წაიკითხეს: ი. ჭავჭავაძის, ილო ბეროშვილის და ა.შ ლექსები. დარბაზმა მხურვალე ტაშით დააჯოლდოვა: დიმიტრი მასხარაშვილი, ნიკოლოზ ფოჩხიძე, თაია გიგილოშვილი, ნიკა სეფაშვილი, მაკა დენტოშვილი, ცოტნე ხვთისიაშვილი, კესო ქემოკლიძე, დიანა ონიანი, გვანცა ქუსიკაშვილი და ლუკა ტოჩილაშვილი.

               

               ქალბატონმა მაგულიმ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ერთ-ერთ მხარდამჭერს, ი.ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, შორენა სეფაშვილს და გააჟღერა სასიხარულო ინფორმაცია, ბიზნესმენი ბაჩო ბზიავა მუზეუმს საჩუქრად გადასცემს ნერგებს, რომელსაც ლიტერატურული სალონის "ილიას გზით" წევრები დარგავენ. 

             

            მოსწავლეები ყვარლის მუნიციპალიტეტის, გივი ზაუტაშვილის მიერ გამოგზავნილი წიგნებით დასაჩუქრდნენ.

               

              მაყურებელთა შორის იმყოფებოდნენ ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეების ოჯახის წევრები.

              

             სალონის პირველი შეკრების რეზიუმე გააკეთა ორგანიზატორმა ზეინაბ ჭიჭიკოშვილმა. მადლობა გადაუხადა ყველას მობრძანებისათვის და ბავშვებს ამ სიტყვებით მიმართა: " არ დაგავიწყდეთ ვისი გორისა ხართ". 

               დასასრულს მსურველები ლიტერატურულ სალონში "ილიას გზით" გაწევრიანდნენ.

          • IV- კლასი

          • კომპლექსური დავალება 

            ,,საცირკო წარმოდგენის ეპიზოდი"

            დამრიგებელი: ნანა ჯანიკაშვილი

             

          • 2021-2022 სასწავლო წლის დამთავრებისთვის კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით გიმნაზიის წარჩინებით დამთავრებისთვის, ოქროს მედალოსნები დააჯილდოვეს.

          • 👨‍🎓👩‍🎓დაჯილდოების მასშტაბური ღონისძიება წინანდლის ისტორიულ მამულში გაიმართა. რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან 300-მდე ოქროს და ვერცხლისმედალოსანი ახალგაზრდა შეიკრიბა. წარჩინებულ მოსწავლეებს სიტყვით მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, პარლამენტის დეპუტატებმა - ირაკლი ქადაგიშვილმა და დავით სონღულაშვილმა და მუნიციპალიტეტების მერებმა მიმართეს.

             

            👨‍🎓👩‍🎓სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ახალგაზრდებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ვერცხლისმედალოსნებს წახალისების მიზნით 400, ხოლო ოქროსმედალოსნებს 500 ლარი გადაეცემათ.

             

            👩‍🎓👨‍🎓ღონისძიების მიზანს ახალგაზრდა თაობისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, სტიმულირება და პოპულარიზაცია წარმოადგენს. 

             

            👩‍🎓👨‍🎓კახეთის წარჩინებული ახალგაზრდების დაჯილდოების ინიციატივა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს ეკუთვნის. დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად ჩატარდება და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

            #კახეთი2022

          • რთველი

          •   

            23/09/2022

             🍇საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში გაშენებულ სასწავლო- საკოლექციო ვენახში რთველი გაიმართა.

            🍇ყურძენი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეების მხიარული განწყობით , ლექსის სიმღერისა და ცეკვის თანხლებით დაიკრიფა. 

            მოსავალი უფროსკლასელებმა დაწურეს.

             გიმნაზიელებს მალე, საკუთარი ხელით დაკრეფილი და დაწურული ყურძნისაგან ბადაგი ექნებათ, რაშიც ძაფზე ქარვასავით ასხმულ თხილსა და კაკალს ამოავლებენ და ჩურჩხელად აქცევენ. ტრადიციული ნუგბარით კი საზეიმო ვითარებაში მშობლებს, თანატოლებს და სტუმრებს გაუმასპინძლდებიან.

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.