სიახლეები

          • IV-კლასი

          • კოლპლექსური დავალება 

            საცირკო წარმოდგენის დასაწყისი 12:00 სთ 

            დამრიგებელი: ნანა ჯანიკაშვილი

          • I- კლასი

          • პატარა გიმნაზიელებმა მრავალფეროვანი და ხალისიანი აქტივობებით შეაბიჯეს ულამაზესი ქართული ანბანის საოცარ სამყაროში.

            წამყვანი პედაგოგი: ნანა ლოლიაშვილი

            I-კლასი

            17/10/2022

          • ლიტერატურული სალონი ,,ილიას გზით"

          • 13 ოქტომბერს ყვარლის ცენტრალური ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა ლიტერატუტული სალონი, სახელწოდებით "ილიას გზით", რომლის პრეზენტაციაც სიმბოლურად, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა.

              

             ლიტერატურული სალონის პირველ საღამოზე, წევრების პირველმა ათეულმა წარმოადგინა თემა "რას ნიშნავს ყვარელი ჩემთვის"?!  

             

            გიმნაზიიდან ორი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას:

            ცოტნე ხვთისიაშვილი

            დიანა ონიანი 

               

             კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორმა, მაია ზარდიაშვილმა დამსწრედ მოუთხრო ლიტერატურული სალონის იდეის და მისი ხელშემწყობების შესახებ, მიზანზე და გეგმებზე. მადლობა გადაუხადა ქალბატონ ზეინაბს და ყველას, ვინც იდეის ხელშეწყობაში მიიღო მონაწილეობა. წარმატებები უსურვა და თანადგომა აღუთქვა.

               

                ღონისძიების მონაწილეებმა სცენიდან "რას ნიშნავს ჩემთვის ყვარელი", მაყურებლის წინაშე ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს, წაიკითხეს: ი. ჭავჭავაძის, ილო ბეროშვილის და ა.შ ლექსები. დარბაზმა მხურვალე ტაშით დააჯოლდოვა: დიმიტრი მასხარაშვილი, ნიკოლოზ ფოჩხიძე, თაია გიგილოშვილი, ნიკა სეფაშვილი, მაკა დენტოშვილი, ცოტნე ხვთისიაშვილი, კესო ქემოკლიძე, დიანა ონიანი, გვანცა ქუსიკაშვილი და ლუკა ტოჩილაშვილი.

               

               ქალბატონმა მაგულიმ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ერთ-ერთ მხარდამჭერს, ი.ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, შორენა სეფაშვილს და გააჟღერა სასიხარულო ინფორმაცია, ბიზნესმენი ბაჩო ბზიავა მუზეუმს საჩუქრად გადასცემს ნერგებს, რომელსაც ლიტერატურული სალონის "ილიას გზით" წევრები დარგავენ. 

             

            მოსწავლეები ყვარლის მუნიციპალიტეტის, გივი ზაუტაშვილის მიერ გამოგზავნილი წიგნებით დასაჩუქრდნენ.

               

              მაყურებელთა შორის იმყოფებოდნენ ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეების ოჯახის წევრები.

              

             სალონის პირველი შეკრების რეზიუმე გააკეთა ორგანიზატორმა ზეინაბ ჭიჭიკოშვილმა. მადლობა გადაუხადა ყველას მობრძანებისათვის და ბავშვებს ამ სიტყვებით მიმართა: " არ დაგავიწყდეთ ვისი გორისა ხართ". 

               დასასრულს მსურველები ლიტერატურულ სალონში "ილიას გზით" გაწევრიანდნენ.

          • IV- კლასი

          • კომპლექსური დავალება 

            ,,საცირკო წარმოდგენის ეპიზოდი"

            დამრიგებელი: ნანა ჯანიკაშვილი

             

          • 2021-2022 სასწავლო წლის დამთავრებისთვის კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით გიმნაზიის წარჩინებით დამთავრებისთვის, ოქროს მედალოსნები დააჯილდოვეს.

          • 👨‍🎓👩‍🎓დაჯილდოების მასშტაბური ღონისძიება წინანდლის ისტორიულ მამულში გაიმართა. რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან 300-მდე ოქროს და ვერცხლისმედალოსანი ახალგაზრდა შეიკრიბა. წარჩინებულ მოსწავლეებს სიტყვით მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, პარლამენტის დეპუტატებმა - ირაკლი ქადაგიშვილმა და დავით სონღულაშვილმა და მუნიციპალიტეტების მერებმა მიმართეს.

             

            👨‍🎓👩‍🎓სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ახალგაზრდებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ვერცხლისმედალოსნებს წახალისების მიზნით 400, ხოლო ოქროსმედალოსნებს 500 ლარი გადაეცემათ.

             

            👩‍🎓👨‍🎓ღონისძიების მიზანს ახალგაზრდა თაობისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, სტიმულირება და პოპულარიზაცია წარმოადგენს. 

             

            👩‍🎓👨‍🎓კახეთის წარჩინებული ახალგაზრდების დაჯილდოების ინიციატივა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს ეკუთვნის. დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად ჩატარდება და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

            #კახეთი2022

          • რთველი

          •   

            23/09/2022

             🍇საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში გაშენებულ სასწავლო- საკოლექციო ვენახში რთველი გაიმართა.

            🍇ყურძენი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეების მხიარული განწყობით , ლექსის სიმღერისა და ცეკვის თანხლებით დაიკრიფა. 

            მოსავალი უფროსკლასელებმა დაწურეს.

             გიმნაზიელებს მალე, საკუთარი ხელით დაკრეფილი და დაწურული ყურძნისაგან ბადაგი ექნებათ, რაშიც ძაფზე ქარვასავით ასხმულ თხილსა და კაკალს ამოავლებენ და ჩურჩხელად აქცევენ. ტრადიციული ნუგბარით კი საზეიმო ვითარებაში მშობლებს, თანატოლებს და სტუმრებს გაუმასპინძლდებიან.

          • 19/09/2022

          • საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნააზიის დამმაარსებელის მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა...

            19/09/2022

            ღმერთმა აცხონოს ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის სული და დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა.

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.