წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ ილიაობას!
სიახლეები
ილიაობა
სამტურიანი ოლიმპიადა -2022 წლის შემოდგომის სეზონი.
მოგესალმებით
8 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე everest.ge მეორედან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის არის ეს მათემატიკური კონკურსი. რეგისტრაციის შემდეგ ონლაინ ხდება პირველი შესარჩევი ტურის გავლა, ამ პირველი ტურის ქულა არ განიხილება შემდეგ ტურებზე, პირველი ტური უფასოა, მეორე და მესამე ტურები ფასიანია 25 ლარი ღის და დასწრებითია, იგი ჩატარდება ყვარლის გიმნაზიაში 12 ნოემბერს
სასწავლო გეგმა
საღმრთო სჯულის გაკვეთილი IV-კლასში.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის ბიბლიოთეკაში, საღმრთო სჯულის პედაგოგმა ნანი არჩუაძემ IV- კლასში ღია გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის თემას ბიბლიური ოჯახების ისტორიის მაგალითზე ადამიანში ღვთის სათნო თვისებებზე მსჯელობა წარმოადგენდა.
ინტერაქტიულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეძლეს ბიბლიური ოჯახების მაგალითზე გაეაზრებინათ და ემსჯელათ სხვადასხვა სათნოებებზე, ნახეს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდოს მქონე თემატური ვიდეო მასალა, იმსჯელეს შინაარსზე, დააკავშირეს გაკვეთილის თემასთან და გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები.
მოსწავლეებმა შეძლეს გაეაზრებინათ, რომ ადამიანის საქციელმა შესაძლოა გამოავლინოს შინაგანი სიკეთე და ცოდვით დაცემის შედეგად შეძენილი ბოროტებაც;
აღნიშნული გაკვეთილი საინტერესო იყო როგორც მოსწავლეებისთვის ასევე დამსწრე მასწავლებლებისთვის.
3
გილოცავთ.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოძღვარს დეკანოზ ბადრის სიყვარულით ვულოცავთ დაბადების დღეს.
გილოცავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატის დღესასწაულს.
ტროპარი, ხმა 4
მხურვალე შუამდგომელო, დედაო ღვთისა მაღლისაო, ყოველთათჳს ევედრე ძესა შენსა, ქრსიტჱსა ღმერთსა ჩუენსა და აცხოვნენ დაბადებულნი ყოველნი, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა. დედუფალო, მეოხ-მეყავ ყოველთა, რომელნი განსაცდელსა და მწუხარებასა შინა ვიურვით, მრავალნი სნეულებანი ცოდვათა ჩუენთანი გჳტვირთავს წარდგომილთა ამათ წინაშე შენსა და ყოვლითა სულითა და შემუსვრილებითა გულისათა ცრემლით გევედრებით შენ - წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და შეუორგულებელსა სასოებასა დავსდებთ წინაშე შენსა, ყოვლისაგან ბოროტისა მიცვენ ჩუენ და სიკეთეჲ მომმადლენ ყოველთა, მიჴსნენ ყოველნი, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღვთაებრივი მონათა შენთათვის.
გლობალური მოქმედების დღეები 2022
3 ნოემბერი „გლობალური მოქმედების დღეები 2022“-ის მსოფლიო ესტაფეტის დღეა!
დღეს, საქართველოს საპატრიარქო წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია მსოფლიო გლობალური ქმედების ესტაფეტას შეუერთდა.
გიმნაზიის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები კამპანიის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობით ჩართვნენ:
· შემეცნებითი საუბრები და როლური თამაში ,,სათბურის ეფექტი“ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშრებით ;
· კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი მარათონი. რომლის
ესტაფეტისთვისაც ხელნაკეთი ჩირაღდანი, მეორადი 100% -ით დეგრადირებადი მასილისგან დამზადდა.
კამპანიის ფარგლებში გარბენით 9.65 კმ. გზა დაიფარა.
· მოეწყო გამწვანების აქცია და სპორტული ტურნირი მინი ფეხბურთში.
აღსანიშნავია, რომ დღეს სკოლების გლობალური მოქნმედების დღის მონაწილე , მილიონზე მეტი ახალგაზრდაა, რომლთა სურვილს კლიმატის ცვლილების შესახებ ხარისხიანი განათლების მიღება და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს. კლიმატის ცვლილებების გავლენა ყველაზე მეტად მომავალ თაობებზე აისახება ,ამიტომ საჭიროა ვიზრუნოთ დღეს.
ცნობისთვის : ღონისძიების ორგანიზება ბრიტანეთში დაიწყო. სტარტი 2022 წლის 30 სექტემბერს ,„COP27 “ პროექტის ფარგლებში , ქალაქ გლაზგოში აიღო და 18 ქვეყნის გავლით ეგვიპტეში ,ქ. შარმელ- შეიხში 6 ნოემბერს დასრულდება . მარშუტის ფარგლებში ესტაფეტის ჯოხი 7 767 კმ. გადაკვეთს გზავნილით მომავლისათვის და ყველას შეახენებს :
„ დრო იწურება! “ კლიმატის ცვლილება ახლაა და გვჭირდება განათლება“-.
ღონისძიებების ორგანიზატორი: საზოგადოებრივი მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების,სპორტის და ესთეტიკური აღზრდის კათედრა
57
გიმნაზიაში სასკოლო პროექტი დაიწყო
გიმნაზიაში სასკოლო პროექტის _ #სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა ყვარლის რაიონში_ პირველი ღონისძიება გაიმართა.
24 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში IX-X კლასის მოსწავლეებისთვის თემატური და ინტერაქტიული შეხვედრა შედგა.
ყვარლის რაიონში არსებულ მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ პრეზენტაცია, მოწვეულმა პროფესორმა ნოდარ ბახტაძემ გამართა.
შეხვედრას გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების წამყვანი პედაგოგი ნინო შუხოშვილი უძღვებოდა.
ღონისძიება გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ გახსნა, რომელმაც მოსწავლეებს სასკოლო პროექტთან დაკავშირებით, სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სასიხარულოა, რომ წარმატებული შეხვედრის დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს მოწვეული სტუმრის მიმართ და პროექტის ფარგლებში , პედაგოგებისა და მოსწავლეების ინიციატივით ერთობლივი გასვლითი პრაქტიკული ღონისძიება დაიგეგმეს.
ცნობისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებთ, 2022-2023 სასწავლო წლისთვის, გიმნაზიამ სასკოლო პროექტის თემად _ #სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა ყვარლის რაიონში_ აირჩაია.
1
III-კლასი
✅📚 იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
III-კლასი
დამრიგებელი: ხატია ჭაღოშვილი
1
II-კლასი
🕊️დღეს, საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მეორე კლასის მოსწავლეებმა,
საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, " დედა ენის" ავტორის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლის და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის 182 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნეს..
🕊️მოსწავლეები გაეცნენ მწერლის ბიოგრაფიას,
🕊️გაიხსენეს მის მიერ დაწერილი ნაწარმოებები.
🕊️ვირტუალურად იმოგზაურეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.
🕊️ღონისძიების დასასრულს . ბავშვებმა მწერლისადმი პირადი დამოკიდებულება, საკუთარი ხელით შექმნილი მისალოცი და მადლიერების ბარათების საშუალებით გამოხატეს .
II- კლასი
დამრიგებელი: ნინო ლომიძე
#გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
6
გიმნაზიის ბიბლიოთეკა
გიმნაზიის ბიბლიოთეკამ თემატური ღონისძიება გამართა, რომელიც 1845 წლის 21 ოქტომბერს, რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების დღეს მიეძღვნა.
• ამონარიდი წმ. ილია მართლის ( ჭავჭავაძის) მიერ წარმოთქმული სიტყვიდან 1893 წლის 25 აპრილს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის განჯიდან თბილისში გადმოსვენებაზე.
„ღმერთი რომ ერს, ქვეყანას, მოწყალების თვალით გადმოხედავს, მოუვლენს ხოლმე კაცს, პოეზიის მადლით ცხებულსა. როცა ადამიანს სურს შეიტყოს ღირსება და დიდება ერისა, ყოვლით უწინარეს ამას იკითხავს, – რამდენი მთქმელი და მწერალი ჰყავსო. ღირსებას და სიდიადეს ერისას მარტო ამ საწყაოთი სწყავს ადამიანი. რაკი ესეა, ეხლა ცხადი უნდა იყოს, რა ძვირფასი განძია ჩვენთვის იგი მტვერი, რომლის წინაშე ვდგევართ ჩვენ დღეს.
პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა მხოლოდ კაცთა, ღვთივ რჩეულთა. მადლია, მაგრამ ამასთანავე ტვირთიც არის, – რადგანაც იგი მოვლენილია, რომ ჭრილობიდამ სისხლის შეუწყვეტელი დენა კაცთა სიცოცხლეს შეუყენოს.ამ მადლს, ამ ტვირთს, დიდი ძალ-ღონე უნდა სულისა და ხორცისა. და ამიტომაც, როცა ღმერთმა გამოგვიგზავნა ჩვენდა ნუგეშად და თავმოსაწონებლად ნიკოლოზ ბარათაშვილი, უკურთხა ენა მეტყველებისათვის, თვალნი ხედვისათვის, ყურნი სმენისათვის, გულს ჩაუდვა გაუქრობელი ცეცხლი კაცთა გულის გასათბობლად, და უბრძანა, – წადი და კაცთა ნათესავს ამცნე უზენაესი მცნება ჩემი და სიტყვით გული აუნთეო.“
აღნიშნული ინტერაქტიული ღონისძიების ფარგლებში X კლასის მოსწავლეებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მარინე მზექალაშვილმა მოუთხრო.
#გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
,,საგანგებო სიტუაციების მართვის წესები სიმულაციური სწავლებასთან ერთად".
🕊️საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმ.ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ტრენინგი _ „საგანგებო სიტუაციების მართვის წესები სიმულაციურ სწავლებასთან ერთად“_ გაიმართა.
რომელსაც მოწვეული სპეციალისტი მარიამ მჭედლიშვილი უძღვებოდა.
ღონისძიებას გიმნანზიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, პედაგოგები და ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ.
სწავლების მიზანს კონკრეტული საფრთხეების შემთხვევაში, პრევენცია, სწრაფი რეაგირება, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და საგანგებო სიტუაციებში ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვას წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულებით, გიმნაზიის ადმინსტრაცია კონსულტაციებს ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, სისტემატიურ რეჟიმში იღებს,რაც სასწავლო წლის დასრულებამდე საჭიროებისამებრ გრძელდება.
გიმნაზიელები ლაგოდეხის ნაკრძალში
შემეცნებითი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში.
🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მეექვსე და მეცხრე კლასის მოსწავლეები, ლაგოდეხის ნაკრძალში შემეცნებითი ტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
🕊️სასწავლო-შემეცნებითი ტურის მიზანს მოსწავლეთათვის, საგნობრივი გაკვეთილების უკეთ გააზრება , სამოქალაქო პასუხისმგებლობის და შესაბამისი სოციალური უნარჩვევების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
🕊️🌳ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა გიორგი ედიშერაშვილმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდა ნაკრძალის ბიომრავალფეროვნების შესახებ, რომელიც მთელ კავკასიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია. ინტერაქტიულ ფორმატში საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილებების და ადამიანის ქმედებას შორის კავშირს, რეინჯერის საქმიანობასა და მის როლს ნაკრძალში.
რეინჯერთან ერთად გავლილი „ბუნების შემეცნებითი ბილიკი“ აღკვეთილში ინფორმაციული და საინტერესო იყო. განსაკუთრებული ემოცია ფოტოხაფანგით მიღებულმა მასალამ გამოიწვია რომელთა ნახვაც, ნაკრძალის ციფრულ სივრცეშია შესაძლებელი. ⬇️
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები / Lagodekhi Protected Areas
🕊️დღეის მდგომარეობით,“ დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი დაახლოებით 793,351 ჰა–ს შეადგენს , რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.38%-ია. საქართველოში ახლა 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 23 აღკვეთილი და 3 დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი 1912 წელს შეიქმნა. „
🕊️გიმნაზიის სახელით საზოგადოებას ვულოცავთ ლაგოდეხის ნაკრძალის ას მეათე საიუბილეო წელს და მადლობას ვუხდით მასპინძლობისთვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორს · გიორგი სულამანიძეს, დეპუტატს გურამ მაჭარაშვილს და რეინჯერებს გიორგი ედიშერაშვილს და ვალერი ბეჟაშვილს.
6
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრე.
ხელმძღვანელი: მაიკო მჭედლიშვილი
3
VII-კლასი
,, ჩემი საყვარელი ადგილი ბუნებაში"
უფროსი პედაგოგი: მარინე მზექალაშვილი
IV-კლასი
სალამურას თავგადასავალი
დამრიგებელი: ნანა ჯანიკაშვილი
12
IV-კლასი
კოლპლექსური დავალება
საცირკო წარმოდგენის დასაწყისი 12:00 სთ
დამრიგებელი: ნანა ჯანიკაშვილი
15
I- კლასი
პატარა გიმნაზიელებმა მრავალფეროვანი და ხალისიანი აქტივობებით შეაბიჯეს ულამაზესი ქართული ანბანის საოცარ სამყაროში.
წამყვანი პედაგოგი: ნანა ლოლიაშვილი
I-კლასი
17/10/2022
7
ლიტერატურული სალონი ,,ილიას გზით"
13 ოქტომბერს ყვარლის ცენტრალური ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა ლიტერატუტული სალონი, სახელწოდებით "ილიას გზით", რომლის პრეზენტაციაც სიმბოლურად, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა.
ლიტერატურული სალონის პირველ საღამოზე, წევრების პირველმა ათეულმა წარმოადგინა თემა "რას ნიშნავს ყვარელი ჩემთვის"?!
გიმნაზიიდან ორი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას:
ცოტნე ხვთისიაშვილი
დიანა ონიანი
კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორმა, მაია ზარდიაშვილმა დამსწრედ მოუთხრო ლიტერატურული სალონის იდეის და მისი ხელშემწყობების შესახებ, მიზანზე და გეგმებზე. მადლობა გადაუხადა ქალბატონ ზეინაბს და ყველას, ვინც იდეის ხელშეწყობაში მიიღო მონაწილეობა. წარმატებები უსურვა და თანადგომა აღუთქვა.
ღონისძიების მონაწილეებმა სცენიდან "რას ნიშნავს ჩემთვის ყვარელი", მაყურებლის წინაშე ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს, წაიკითხეს: ი. ჭავჭავაძის, ილო ბეროშვილის და ა.შ ლექსები. დარბაზმა მხურვალე ტაშით დააჯოლდოვა: დიმიტრი მასხარაშვილი, ნიკოლოზ ფოჩხიძე, თაია გიგილოშვილი, ნიკა სეფაშვილი, მაკა დენტოშვილი, ცოტნე ხვთისიაშვილი, კესო ქემოკლიძე, დიანა ონიანი, გვანცა ქუსიკაშვილი და ლუკა ტოჩილაშვილი.
ქალბატონმა მაგულიმ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ერთ-ერთ მხარდამჭერს, ი.ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, შორენა სეფაშვილს და გააჟღერა სასიხარულო ინფორმაცია, ბიზნესმენი ბაჩო ბზიავა მუზეუმს საჩუქრად გადასცემს ნერგებს, რომელსაც ლიტერატურული სალონის "ილიას გზით" წევრები დარგავენ.
მოსწავლეები ყვარლის მუნიციპალიტეტის, გივი ზაუტაშვილის მიერ გამოგზავნილი წიგნებით დასაჩუქრდნენ.
მაყურებელთა შორის იმყოფებოდნენ ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეების ოჯახის წევრები.
სალონის პირველი შეკრების რეზიუმე გააკეთა ორგანიზატორმა ზეინაბ ჭიჭიკოშვილმა. მადლობა გადაუხადა ყველას მობრძანებისათვის და ბავშვებს ამ სიტყვებით მიმართა: " არ დაგავიწყდეთ ვისი გორისა ხართ".
დასასრულს მსურველები ლიტერატურულ სალონში "ილიას გზით" გაწევრიანდნენ.
სიახლეების არქივი
- ოქტომბერი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივლისი 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- აგვისტო 2023
- ივლისი 2023
- ყველა