საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში
2022-2023 სასწავლო წელი, 14 სექტემბერს ღვთისმშობლის პარაკლისით და ღონისძიებით დაიწყო.
გიმნაზიის ადმინისტრაციამ, მოძღვრებმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს და მშობლებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს.
შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ :
„ წინ მრავალი მნიშნელოვანი შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიება გვაქვს , მთავარია ყოველთვის გვახსოვდეს რომ, გიმნაზიას თოთოეული ჩვენთაგანი ქმნის და სასკოლო ცხოვრებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ .
გიმნაზიის დამაარსებელმა მიტროპოლიტმა სერგიმ შემდეგი სიტყვები გვიანდერძა:
„დაიმახსოვრეთ , თუ გეცოდინებათ გულწრფელი მადლობისა და ბოდიშის გადახდა, თქვენ გექნებათ მშვიდობა. მიიღეთ კარგი განათლება და ემსახურეთ ქვეყანას, პატივი ეცით მშობლებს. იშრომეთ, ირწმუნეთ ღმერთი, ილოცეთ და გიყვარდეთ.“
ეს სიტყვები დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი ცხოვრებისა და წარმატებისთვის.
ასევე დაგლოცათ ნეკრესის ეპარქიის მმართველმა და გიმნაზიის დირექტორმა მიტროპოლიტმა თეოდორემ, რომელიც გიმნაზიის ყველა წარმატების და სიხარულის მოზიარეა.
ჩვენ ვცდილობთ, თქვენთან ერთად და თქვენთვის შევქმნათ ის სივრცე, სადაც სულიერი, ინტელექტუალური, ფიზიკური და აკადემიური უნარების განვითარების პარალერულად, უსაფრთხო და სიყვარულით სავსე გარემოში თავს იგრძნობთ ბედნიერად. “
გიმნაზიამ ახალი სასწავლო წელი სასიხარულო ამბებით დაიწყო.
2022-2021 წლის ღონისძიებები შეაჯამა და სიგელით დაჯილდოვნდნენ საერთაშორისო სასკოლო პროექტში _ „სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ _ მონაწილე და გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებელი ნინო შუხოშვილი.
ასევე არსებული ტრადიციის თანახმად, ყველა პირველ კლასელს საჩუქრად, სასწავლო სახელმძღვანელოები გადაეცათ და მათთვის მცირე მუსიკალური ღონისძიება გაიმართა.