• წარმატებები ჩვენ გიმნაზიელებს!

          •                                       19 მარტს გაიმართა ოლიმპიადა

                         ,,სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის"

             

            ა (ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიიდან 4 გუნდი და 12 მოსწავლე მონაწილეობს.

            2021 წლის სექტემბრიდან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ესტონურ ორგანიზაციასთან „Jaan Tõnnissoni Instituut“ თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამა. პროექტი მიზანად ისახავს მოსწავლეების კომპეტენციის ზრდას მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ და ამ მიზნით სამეტაპიანი ეროვნული ციფრული ოლიმპიადის მოწყობას.

            პირველ ეტაპზე, მოსწავლეთა გუნდების წარმომადგენლები, ინდივიდუალურად ეცდებიან მოიპოვონ საუკეთესო შედეგი ციფრულ ოლიმპიადაში, რომელიც ძირითადად ცოდნის და ლოგიკური მსჯელობის შესამოწმებელი კითხვებისგან შედგება. თითოეული ჯგუფის მიზანია მიიღოს უმაღლესი შეფასება და აღმოჩნდეს რეიტინგით იმ საუკეთესო 200 გუნდში, რომელიც ასპარეზობას ოლიმპიადის შემდეგ ეტაპზე განაგრძობს.

            მეორე ეტაპზე გადასული გუნდები მიიღებენ კომპლექსური დავალების პირობას, რომლის შესრულებისთვის და წარდგენისთვის მათ შესაბამისი დრო მიეცემათ.

            ოლიმპიადის მესამე ტური გულისხმობს მოსწავლეების მიერ სასკოლო და სათემო ინიციატივების განხორციელებას.

            ბოლო ორი ეტაპის შედეგებს გამოავლენს მიუკერძოებელი ჟიური.

            სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და Jaan Tõnnissoni Instituut კონკურსის ყველა ეტაპზე დაიცვას მოსწავლეთა ინტერესებს.

            რეგიონების მიხედვით, ოლიმპიადაში გამოვლენილი საუკეთესო ათი გუნდისთვის მოეწყობა სახაფხულო ბანაკი, სადაც ეროვნულ დონეზე საუკეთესო სამი გუნდი დასახელდება

            გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ სიმბოლურ პრიზებს, ხოლო ფინალისტი 10 გუნდის მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის სასწავლო ვიზიტში.

          • ყურადღება📣📣📣 ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო 📚

          •      2022-2023 წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია  დაიწყო.

            პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები: 

            მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას.

            1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული. 

            საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

            2. ჯანმრთელობის ცნობა;

            3. ფოტოსურათი 3/4-ზე;

            4. მშობლის პირადობის მოწმობის ასლები;

            5. სოციალურად დაუცველის საბუთი (არსებობის შემთხვევაში)

          • სიახლე.

          • ძვირფასო მასწავლებლებო, მშობლებო და ბავშვებო წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში სასწავლო პროცესი განახლდება 14 მარტს. 

            გისურვებთ წარმატებებს. 

             

          • მილოცვა

          • წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დირექტორს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს სიყვარულითა და  პატივისცემით ვულოცავთ ანგელოზის დღეს. 

            მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე. 

          • UCMAS მენტალური არითმეტიკის ლიდერი პროგრამა

          • 23-იანვარს წმინდა ილია მართლის სახელიბის ყვარლის გიმნაზიაში UCMAS მენტალური არითმეტიკის ლიდერი პროგრამა გამართავს პრეზენტაციას მშობლებისთვის და სახალისო საცდელ გაკვეთილებს ბავშვებისთვის.                             

            UCMAS გახლავთ მენტალური არითმეტიკის ლიდერი პროგრამა მსოფლიოში 3 მლნ-ზე მეტი მოსწავლით, საქართველოში პროგრამა 3 წელია რაც ჩამოვიდა და უკვე 1000-მდე წარმატებული მოსწავლე ყავს. 

          • ეროვნული სასწავლო ოლიპმიადა 2021-2022

          •  ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 6-10 დეკემბერს ელექტრონულად ჩატარდება. პირველ ტურში მონაწილეობის მიღება დარეგისტრირებულ მოსწავლეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ.

            დეტალურად:  https://naec.ge/#/ge/post/2542

             

             

          • კომპლექსური დავალებები IV-კლასში.

          •  

             საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

             IV- კლასი

             თემა: ,,ცის და მიწის მეფეები - არწივი და ლომი".

             

             წამყვანი მასწავლებელი: ნანა ლოლიაშვილი

             

             მოსწავლეთა მიერ შექმნილი დიორამები.

             

             

          • თანამედროვე გაკვეთილი და სკოლის ბიბლიოთეკა

          • IV-კლასი 

            გაკვეთილი  ,,მე და საზოგადოება"

            წამყვანი მასწავლებელი ნინო შუხოშვილი

             

             წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლეებს ნინო მასწავლებელმა გააცნო რა სახის წიგნები არსებობს გიმნაზიის ბიბლიოთეკაში. ისაუბრეს ბიბლიოთეკაში ქცევის წესებზე. 

             გიმნაზიის ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებს ესაუბრა ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკის წიგნებით სარგებლობის წესების შესახებ. ბავშვებმა გაიგეს, რომ წიგნები კაცობრიობის ყველაზე საოცარი გამოგონებაა.

            ვიმედოვნებთ, რომ ეს ბავშვები ჩვენი კარგი მკითხველები იქნებიან.

             

            ,,ბავშვები მოდიან აქ - რათა გაეცნონ ყველაფერს მსოფლიოში"

             

          • გაკვეთილი მუზეუმში

          •  

             წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის IV-კლასი ესტუმრა ილია ჭავჭავაძის მუზეუმს ყვარელში.

             მოსწავლეები გაეცვნენ ჭავჭავაძის ბიოგრაფიულ ცნობებს და დაათვალიერეს საცხოვრებელი გარემო, ილია ჭავჭავაძის პირადი და საყოფაცხოვრებლო ნივთები.

             

            წამყვანი მასწავლებელი: ნინო შუხოშვილი

            გაკვეთილი-მე და საზოგადოება

          • ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო.

          •  

            რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.

             სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში  განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X -XII კლასები) შესაბამისად.  

             

            ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად, მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.

             

            ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან.

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.