ხელნაკეთი დედაენის პრეზენტაცია პირველ კლასში
წამყვანი პედაგოგი: ნანა ლოლიაშვილი
ხელნაკეთი დედაენის პრეზენტაცია პირველ კლასში
წამყვანი პედაგოგი: ნანა ლოლიაშვილი
25 აპრილს, გიმნაზიაში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ნაჩვენები იქნა სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი "მოქვი"
გიმნაზიაში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები მიმდინარეობს.
🕊საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო.
* * * * * * * * *
აფხაზეთის წვიმა მიყვარს,
იცი რად?
მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე
ხმაურობს.
ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი
და წკირად
მასზე ზვირთი დადის და
მოგზაურობს.
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ...
წვიმა მოდის, კოკის პირით
იღვრება,
ხმა შრიალებს დაფნისა და
ლიანის,
და ღრუბლიდან ეშხით
გადმოიხრება
მოგონება სიყვარულის
მზიანის.
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ...
ო, შუშხუნებს ახალგაზრდა
მაჭარი.
ის ხმაურობს, ის განიცდის
თავის დროს,
გამოვიდეს რომელიმე
ვაჭარი
და ამ წვიმის პოეზია
უარყოს!
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ...
#გალაკტიონი
ფოტოს ავტორი ბრიტანელი ფოტოგრაფი ჯეიმს კერვინი-
-"მიტოვებული ადგილები აფხაზეთში"
#აფხაზეთის_კვირეული_გიმნაზიაში
გილოცავთ კვირაცხოვლობის დღესასწაულს!
ქრისტე აღდგა!
ყვარლის შუაგულში, მთავარდიაკონის ქუჩაზე მდებარე წმიდა თომა მოციქულის სახელობის ტაძარში, სადაც კვირაცხოვლობის დღესასწაული აღინიშნა, გიმნაზიასთან არსებული ანსამბლიც მონაწილეობდა.
23.04.23
"...მე მინდა ჰქონდეს დედამიწას ლურჯი თვალები!
მე მინდა ჰქონდეს ბედნიერი წუთების განცდა!"
გოდერძი ჩოხელი
#დედამიწისდღე
#გიმნაზია2023
⚜️ 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა.
⚜️წიგნის საერთაშორისო დღის მთავარ მიზანს წიგნის მნიშვნელობისა და საავტორო უფლებების დაცვის ხაზგასმა წარმოადგენს,
⚜️ დღის მთავარი საჩუქარი კი წიგნები და ყვავილებია.
#გიმნაზია
🕊 გიმნაზიაში, #დედამიწის_საერთაშორისო_დღესთან დაკავშირებით შემეცნებითი საუბარი გაიმართა.
🕊 #მოწვეული_სტუმრები
წარმოდგენდნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონის სამსახურს .
🕊 "გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილებით დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან , 22 აპრილს აღინიშნება და ეკოლოგიურ ხასიათს ატარებს, მიზნად ისახავს ბუნებრივი კატასტროფების აცილებასა და ეკოსისტემის მოფრთხილებას."
V- კლასი
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
უფროსი პედაგოგი: მარინე მზექალაშვილი
🎵საგანი მუსიკა
თემა: მუსიკის როლი ხმოვან კინოში.
VI- კლასი
პედაგოგი: ირმა კანდელაკი
#გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
ქრისტე აღდგა!
#სააღდგომო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის
🕊საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს !
🕊 აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის საზეიმო ღვთის მსახურებაში პირველად თანამონაწილეობდა გიმნაზიასთან არსებული ანსამბლი.
🎶 ანსამბლის ხელმძღვანელი მერაბ მაისურაძე.
🕊️დღეს გიმნაზიასთან არსებული ანსამბლის წევრებმა, პირველად მიიღეს მონაწილეობა
დიდი შაბათის ღვთის მსახურებაში .
დიდი შაბათი-იესო ქრისტეს საფლავად დადება.
🕊️შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოჰჴსნა უხრწნელნი ჴორცნი შენნი ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარჰგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.
გიმნაზიაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
იაკობ გოგებაშვილი: “მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა…"
🕊️მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც მეტყველებს და აზროვნებს მშობლიურ ენაზე.
🕊️”რაც შინ სასიქადულო გვეგულებოდეს, ან დედ-მამისგანვე ნაღვაწი და შემუშავებული, რა კაცობა იქნება და რა ერისშვილობა, რომ ჩვენ ავითვალწუნოთ...”
ერისათვის თავდადებული წმინდა დიმიტრი ყიფიანი
#დედაენის_დღე
13 აპრილი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დამფუძნებლის, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის დაბადების დღეა.
🕊️მეუფე
ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული მზრუნველობით, სიყვარულით და უშუალო დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.
🕊️ სწორედ მისი მოღვაწეობის დროს, ნეკრესის ეპარქიაში შექმნილი წარმატებული უმაღლესი, ზოგადსაგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები ქმნიდა შესაძლებლობას, დაუღალავად ეზრუნა მომავალი თაობების სულიერ, ინტელექტუალურ და კულტურულ განვითარებაზე.
განსაკუთრებულად ზრუნავდა ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის.
მართავდა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს, ამასთან მუდამ ცდილობდა ღვთის სიტყვა და სიხარული მიეტანა ადამიანთა გულებამდე.
🕊️ ვულოცავთ იუბილეს და
მადლიერებით აღვნიშნავთ, რომ დღეს, გიმნაზია მეუფე სერგის სულიერი ღირებულებების შესაბამისად, მისი დაწყებული მრავალი კეთილი საქმის გაგრძელებით ვითარდება.
🕊️გულითადად შევთხოვთ ღმერთს, აცხონოს ჩვენი საყვარელი მოძღვრის და მასწავლებლის, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის უკვდავი სული და დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა. ამინ!
📖 14 აპრილი #დედა_ენის_დღეა!
🕊️12 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.
🇬🇪 გიმნაზიელებს ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილ უნიკალურ წიგნებსა და იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერებზე მუზეუმის ხელმძღვანელი შორენა სეფაშვილი ესაუბრა.
🕊️ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ქართული მატერიალურ და კულტურული მემკვიდრეობის მონახულებამ მოსწავლეებში შთამბეჭდავი ემოციები გამოიწვია, რაც მათი ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
🕊️“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება.
თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?
ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…” -ილია ჭავჭავაძე
#დაიცავი_მშობლიური_ენა
#მუზეუმის_მეგობრები
#ყვარლის_გიმნაზია
ღონისძიების ორგანიზატორები: ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი პედაგოგები: მარინე მზექალაშვილი და მაია ასაბაშვილი
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა.
ნეკრესის ეპარქიის მმართველს ახალციხისა და
ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) ვულოცავთ დაბადების დღეს.
Powered by aSc EduPage