სიახლეები

          • 10.04.2023

          • პრეზენტაციები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე 

            I-კლასი 

            დამრიგებელი უფროსი პედაგოგი: ნანა ლოლიაშვილი

          • 09.04.2023

          • 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა

          • გილოცავთ

          • 🕊 გილოცავთ ხარების დღესასწაულს!

            #რეპეტიცია

            მზადება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის.

            ანსამბლის ხელმძღვანელი #მერაბ_მაისურაძე

            #გიმნაზია

          • ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე.

          • 🕊️ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული სასკოლო პროექტის ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ჩატარდა საინფორმაციო -ინტერაქტიული შეხვედრა თემაზე: 

            ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, კანონი და არსებული პრაქტიკა(არასრულწლოვანებთან მიმართებაში);

            სოციალური დაავადებები,

             იმუნიზაცია და მისი მნიშვნელობა.

             აღნიშნულ თემებზე ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა: 

            ✅ყვარლის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის ბავშვთა ზრუნვის სამსახურის ხელმძღვანლმა მზია სეფაშვილმა, 

            ✅ექიმმა ლალი ბურკიაშვილმა.

            🕊️ღონისძიებას ესწრებოდნენ გიმნაზიის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და თანამშრომლები.

            ✅პროექტის ხელმძღვანელი:ნინო შუხოშვილი, საგანი:სამოქალაქო განათლება.

            სასკოლო პროექტი ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს .

          • 05.04.2023

          • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეები პროფორიენტაციის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებიან

          • ევერესტი

          • მათემატიკის სამტურიანი ოლიმპიადის შესარჩევი ტურის გ ა ნ რ ი გ ი უკვე ცნობილია.

            👉 http://everest.ge/text/id/58

            👉 http://everest.ge/registration/id/5

            გელოდებით ,,ევერესტის" სამტურიანი ოლიმპიადის 24-ე სეზონზე და გისურვებთ წარმატებას🙏❣

          • 31.03.2023

          • "1991 წლის 31 მარტს ,საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის ერთადერთ კითხვას: „გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ დადებითი პასუხი გასცა ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა", მათ შორის აფხაზებმა და ოსებმა.

          • 25/03/2023

          • გიმნაზიაში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით 23 და 24 მარტს ღონისძიებები გაიმართა.

            #საღვთოსჯულის_კათედრა

          • III-კლასი

          • 📚მე-3 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ხატია ჭაღოშვილის ხელმძღვანელობით სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებს მეტად საინტერესო გაკვეთილი მიუძღვნეს.

            📚მოსწავლეებმა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები მოიძიეს, დახატეს და წაიკითხეს.

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.