კულტურული, სპორტული და შემოქმედებითი თავგადასავლები ზამთრის სკოლაში.
#ზამთრის_სკოლა
კულტურული, სპორტული და შემოქმედებითი თავგადასავლები ზამთრის სკოლაში.
#ზამთრის_სკოლა
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის IX-XII კლასის მოსწავლეები პროფესიული ორიენტაციის ფარგლებში კოლეჯში "პრესტიჟი" იმყოფებიან.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა VII-XII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლება.
დღეს, გიმნაზიაში სასწავლო დღე წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საუბრით დაიწყო.
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ დოკუმენტური ფილმი წმინდანის მოღვაწეობის შესახებ და გაეაზრებინათ მისი საზელმწიფოებრივი ხედვა და მოყვასისა და სამშობლოსადმი თავდადება.
ისტორიკოსი და თეოლოგი წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლი ფერაძე ,იმ საზოგადო მოღვაწეთა და წმინდანთა რიცხვს მიეკუთვნება რომელმაც მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა საკუთარი საქმიანობით სამშობლოს ფასდაუდებელი სამსახური გაუწია და საქრთველო ღირსეულად წარმოაჩინა სხვა ქვეყნებში.
მღვდელმოწამე გრიგოლი განსაკუთრებულად ზრუნავდა პარიზში მის მიერვე დაარსებულ წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაზე და მრევლზე. იცოდა 12 ენა.
მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და გამოიცა სამრევლო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“
პოლონეთში, ვარშავაში მიწვეული იყო მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად.
ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გახიზნული ქართული საუნჯეც გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა განადგურებას.
„ის მთელ თავის სახსრებს ახმარდა სირია-პალესტინაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, იტალიასა და ინგლისში ქართული საეკლესიო ხელნაწერებისა და ქართული ეკლესიის ისტორიისათვის ცნობების მოძიებას. მისი შრომითა და ღვაწლით ბევრი ქართული ხელნაწერი იქნა აღმოჩენილი. ორი თვისება - შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა ახასიათებდა მამა გრიგოლ ფერაძეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ქართულმა საზოგადოებამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის არაფერი იცოდა მისი მოღვაწეობის შესახებ.
1942 წლის მაისში მამა გრიგოლი ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. დაპატიმრების უშუალო მიზეზი გახდა ის, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისაგან დევნილ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს. გრიგოლის ბინაზე ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც გაქრა ის ძვირფასი ძველი ხელნაწერები, რომლებზეც იგი მუშაობდა, ასევე ძვირფასი საეკლესიო ნივთები, რომელთაც იგი თავისი მოგზაურობის დროს საქართველოში დასაბრუნებლად იძენდა.
ოფიციალური გერმანული ცნობების თანახმად გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. ესაა ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ 1942 წლის 30 დეკემბერს გაცემული ცნობა, ხოლო ოსვენციმში პოლონეთის იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლის ჩანაწერებში, რომელიც 1942 წლის დეკემბრის ამბებს შეეხება, აღნიშნულია: „ბანაკი ოსვენციმი. აქ გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი“. როგორც ირკვევა, არქიმანდრიტმა გრიგოლმა, მოყვასის სიყვარულით თავს იდვა სხვებისთვის განკუთვნილი სასჯელი და მათ ნაცვლად აღესრულა, იგი გაზის კამერაში მოაკვდინეს ფაშისტებმა.“ ( ქართველ წმინდანთა ცხოვრება 2007წ)
11 დეკემბერს, 13:00 საათზე
#ზამთრის_სკოლა გიწვევთ მასტერკლასზე #სუფრის_ეტიკეტი
✅სუფრასთან ქცევის კულტურა
✅ საბავშვო ეტიკეტი
✅რესტორნის ეტიკეტი
სერვირება
შეკვეთის შერჩევა
მოლოდინი
#ზამთრისსკოლის მიზანია მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარების ხელშეწყობა და შაბათ-კვირას შემეცნებითი, სახალისო,კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობა.
საგანმანათლებლო პროგრა „ზამთრის სკოლა“ ხორციელდება ნეკრესიის ეპარქიის და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით.
#ზამთრისსკოლაში მონაწილეობა უფასოა.
პირველ თოვლთან დაკავშირებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში ანიმაციურ ფილმს უყურეს.,,გოგონა და თოვლის გუნდა"
ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში
თემა: ობის სოკოები
პედაგოგი: მანანა სეფაშვილი
ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
ტროპარი: დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმამაღლად: გიხაროდენ, განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.
კონდაკი: ყოვლადწმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად ღმრთისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.
ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;
მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.
ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,
და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი...........
4 დეკემბერს #ზამთრის_სკოლის პროგრამის ფარგლებში, გიმნაზიაში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
14:00 საათი - მუსიკის წრე საესტრადო და ხალხური ფოლკლორი .
პედაგოგი მერაბ მაისურაძე
15:30 სთ - სადილი
16:00 საათი- გამოყენებითი ხელოვნება-ხელნაკეთი ნივთების შექმნა,ქსოვა.
პედაგოგი მაიკო მჭედლიშვილი
17:00 საათი ანიმაციური ფილმის ჩვენება.
#ზამთრის_სკოლის მიზანია მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარების ხელშეწყობა და შაბათ-კვირას შემეცნებითი, სახალისო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობა.
#ზამთრის_სკოლაში მონაწილეობა უფასოა.
ამ წეთებში გურჯაანში
ფრენბურთის ამხანაგური ტურნირის ფინალური თამაში მიმდინარეობს.
🔴ყვარელი-🔵თელავი
✅ბიჭების გუნდი
#გიმნაზია
#ზამთრისსკოლა
ფინალი
ფრენბურთის ამხანაგური ტურნირი გურჯაანში.
🔴ყვარელი-🟣დედოფლისწყარო
#გიმნაზია
#ზამთრისსკოლა
ფრენბურთის ამხანაგური ტურნირი გურჯაანში.
🔴ყვარელი-🔵ლაგოდეხი
გოგოების გუნდი
#ნახევარფინალი
#ზამთრისსკოლა
დღეს, საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის ბიბლიოთეკაში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მაია ასაბაშვილის მიერ, ჩატარტა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ,,ბრბოს ფსიქოლოგია" გიორგი ლეონიძის მოთხრობის, ,,მარიტას" მიხედვით.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ნაწარმოებში დასმულ პრობლემებზე, ეპიზოდი იყო უფრო მძაფრად გადმოცემული, გამოხატეს საკუთარი პოზიციები ტექსტში ასახული მორალურ, ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
იმსჯელეს პრობლემების გადაწყვეტის გზებზე.
🌲"ზამთრის_სკოლა" იწყება!
🕊️4 დეკემბრიდან -28 თებერვლის ჩათვლით
ყოველ შაბათ -კვირას
შემეცნებით, გასართობ და კულტურულ ღონისძიებებში
მონაწილეობისათვის ვიწვევთ
ყვარლის რაიონის სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.
ქალაქ ყვარელში ოლიმპიადის ფინალი ჩატარდება შაბათს, 3 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის შენობაში 12 საათზე.
გელოდებთ ფინალურ ტურზე და გისურვებთ წარმატებას.
ჩვენ ეს გავაკეთეთ!
3 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია მსოფლიო გლობალური ქმედების ესტაფეტას შეუერთდა.
გიმნაზია ,,სკოლების გლობალურ სამოქმედო დღის“ 105 ქვეყნის 2,230 სკოლიდან 776,611 მოსწავლეთა შორისაა.
ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის გიმნაზიას სერთიფიკატი გადაეცა.
გმადლობთ საინტერესო გამოწვევისთვის.
@GlobalActionDays
@ClimateRealy @fee_globall
@Climate_Relay and @FEEInt
At: #RunningOuttofTime #GlobalSchoolsActionDay #ClimateRelay
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ფინანსური განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.
შეხვედრაზე საქართველოს ბანკის ყვარლის სერვის ცენტრის მენეჯერმა ლია პართენიშვილმა მოსწავლეებს ფულის მნიშვნელობის, სწორად დაზოგვის, შენახვის ხერხებისა და დაზოგვის მსოფლიო დღის შესახებ ესაუბრა.
საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღის ტრადიცია 2012 წლიდან აღინიშნება.
დაზოგვის დღის ქართული სიმბოლო ჭიანჭველა "გროვიაა" ფინედუსა და საბანკო სექტორის ჩართულობით საინფორმაციო კამპანიები ყოველი ახალი წლის შემოდგომაზე სისტემატიურად იმართება.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიასა და
„ორკინი საქართველოს “ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე,
სეზონურად მავნებლების გავრცელების გაუნებელყოფისა და შემდგომში პრევენციის მიზნით (დერატიზაცია-დეზინსექცია),
კომპანიის პროფესიონალ სპეციალისტთა ჯგუფმა , გიმნაზიაში სამუშო ვიზიტი განახორციელა.
აღსანიშნავია,რომ „ორკინის“ მომსმახურეობის კრიტერიუმები და მახასიათებლები_ მეცნიერულ ცოდნაზე დამყარებული ექსპერტიზა, უსაფრთხოება და სწრაფი რეაგირებაა, რაც მათთნ თანამშრომლობას სასკოლო გარემოში კეთილსაიმედოს ხდის.
Powered by aSc EduPage