• დღეს, ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა.

          • ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო, არადა სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს''

            ჭაბუა ამირეჯიბი უნიკალური მოვლენაა არა მხოლოდ ლიტერატურაში შეტანილი წვლილითა და მრავალმხრივი საზოგადოებრივი ღვაწლით.

            და მაინც, ჭაბუა ამირეჯიბის სახელი, უპირველესად,  „დათა თუთაშხიას“ უკავშირდება - ეპოქალურ რომანს, რომელმაც ის ქართული ლიტერატურის კლასიკოსად და მთაწმინდის ბინადრად აქცია.

            ამ რომანს მურმან ლებანიძემ 1973 წელს მიუძღვნა დიდებული ლექსი, სადაც მისი ავტორის ბერობა ოცდაჩვიდმეტი წლით ადრე იწინასწარმეტყველა: „გამხმარო, გაძვალებულო, მეკობრევ, ბერად შემდგარო, სიცოცხლეგამწარებულო. სიკვდილისაგან ვერმკვდარო!“...

            2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა. 

            სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეუძლია, თუკი მას ამის სურვილი ექნება. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს. მეუფე სერაფიმეს განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი პიროვნებაა და ეკლესიას მისი ბერად აღკვეცის ფაქტი მიულოცა.

            გიმნაზიის ბიბლიოთეკა 

          • 18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების დღეა.

          • სერგო ვარდოსანიძე

            1940 წლის 18 ნოემბერს თბილისში ხელოვნების მუშაკთა სახლში დანიშნული იყო აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის საჯარო ლექცია,დარბაზი ხალხს ვერ იტევდა, მომხსენებელი თავაზიანად მიესალმა მსმენელებს და დაიწყო ლექციის კითხვა...ერთ მომენტში(21 საათსა და 40 წუთზე) წამიერად შეყოვნდა,თავი გადასწია და...მარადისობაში გადავიდა...

            ილია ჭავჭავაძის შემდეგ ქართველი ხალხის ჭეშმარიტი პატრონი და ინტელექტუალი წინამძღოლი ივანე ჯავახიშვილი იყო.მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ისტორიის ადვოკატურ-გამოსარჩლებით მეთოდით გააზრებაზე უარის თქმა და ევროპული დონის ისტორიული აზროვნების დანერგვა. 170 ნაშრომისა და 20 მონოგრაფიის ავტორი, ევროპული დონის ქართული საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრის, თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებელი, პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საოცრად მოკრძალებული და თავმდაბალი, დიდი არისტოკრატი,ტოტალიტარული სისტემის მიერ დევნილი,თავის მიერ დაარსებული უნივერსიტეტიდან გაძევებული 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩვენ ყველანი ჰუმანიტარული თუ საბუნებისმეტყველო-ტექნიკური მიმართულების წარმომადგენელნი ვალში ვართ ამ დიდი ადამიანის ხსოვნის წინაშე.

            "სამეცნიერო მუშაობა ბედნიერებაა...ეს ისეთი ბედნიერებაა,რომელიც ყველას ხვედრს არ წარმოადგენს და ვინც ისეთი ბედნიერია,რომ ბუნებისაგან დაჯილდოებულია ნიჭით,რომ მას აქვს ნებისყოფა,აქვს აგრეთვე გატაცება,ის უნდა გრძნობდეს,რომ ვალდებულია სამაგიერო გადაუხადოს იმ ერს,რომლისაგანაც ის წარმოშობილა"აღნიშნავდა იგი. ნათელი დაადგეს მის უკვდავ სულს.

             

                                                                                                                                     სერგო ვარდოსანიძე 

          • გალაკტიონის იუბილე გიმნაზიაში

          •  

            📚დღეს გიმნაზიის მოსწავლეებმა, გალაკტიონ ტაბიძის იუბილესთან დაკავშირებით,გენიალური პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ იმსჯელეს.

             

            📚წაიკითხეს გალაკტიონის ლექსები, ოქროს ფონდის არქივიდან მოუსმინეს თავად პოეტს და მის ლექსზე შესრულებულ სიმღერას.

             

            📚ღონისძიების ინიციატორი გიმნაზიის ბიბლიოთეკარი ნატალია იკოშვილი.

            თანაორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია ასაბაშვილი.

          • 14 ნოემბერს, დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა შესანიშნავ ქართველ პოეტს, მთარგმნელს და ესეისტს მურმან ლებანიძეს.

          •  დღეს, საქართველოს საპატრიარქოს () იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეებმა,

            თანამედროვე ქართული პოეზიის კლასიკოსის მურმან ლებანიძის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნეს.

            მოსწავლეები გაეცნენ მწერლის ბიოგრაფიას.

            გაიხსენეს მის მიერ დაწერილი ნაწარმოებები.

             გიმნაზიის მოსწავლეებს მურმან ლებანიძის  ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაია ასაბაშვილმა მოუთხრო.

             

          • მემორენდუმი

          •  აა(იპ) საქართველოს საპატრიარქოს  წმ.ილია მართლის სახ. ყვარლის გიმნაზიის ხელმძღვანელობამ  პროფესიულ კოლეჯთან   „პრესტიჟი“  ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმი გააფორმა. რომლის ფარგლებში დაგეგმილია  მოსწავლეთა და მშობელთა  ვიზიტი  პროფესიულ სასწავლებელში  და სხვადასხვა პროფესიის მოსინჯვა.

             მემორანდუმის მიზანია  მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ სწორი პროფესიული ორიენტაცია, მიიღონ სრული ინფორმაცია პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე პროცესებზე, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი უნარები და უსაფრთხო გარემოში, რეალურ დროში მოსინჯონ გარკვეული პროფესიები  და  ხელი შევუწყოთ პროფესიასთან მიმართებაში მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები .

          • ევერესტი

          • ოლიმპიადის II-ტური დასრულებულია.

            მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებებს. 

            წინ მესამე ტური გელოდებათ. 

             

          • ევერესტი

          • სამტურიანი ოლიმპიადის მეორე ტური ჩატარდება შაბათს 12 ნოემბერს

            12 საათზე

            საქართველოს  საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში.

            გისურვებთ წარმატებებს.

          • სიმულაციური სწავლება!

          • 3 ნოემბერს , საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია ჭავჭავაძის სახ. ყვარლის გიმნაზიაში სიმულაციური სწავლება ჩატარდა. სწავლებას შრომის უსაფრთოხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის მოწვეული სპეციალისტი და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ .

            სიმულაციური სწავლების მიზანს განგაშის ზარზე სწრაფი, ოგანიზებული, უსაფრთხო რეაგირება, შენობიდან მოსწავლეთა ევაკუაცია და თანამშრომელთათვის ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენდა.

            ღონისძიების შედეგი ეფექტური, მნიშვნელოვანი გამოცდილება და დადებითი ემოციებია, რომელიც სასწავლო წლის განმავლობაში , უსაფრთხო გარემოსადმი მიძღვნილი ხვადასხვა ფორმატის სწავლებით გაგრძელდება.

          • სამტურიანი ოლიმპიადა -2022 წლის შემოდგომის სეზონი.

          • მოგესალმებით

            8 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე everest.ge მეორედან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის არის ეს მათემატიკური კონკურსი. რეგისტრაციის შემდეგ ონლაინ ხდება პირველი შესარჩევი ტურის გავლა, ამ პირველი ტურის ქულა არ განიხილება შემდეგ ტურებზე, პირველი ტური უფასოა, მეორე და მესამე ტურები ფასიანია 25 ლარი ღის და დასწრებითია, იგი ჩატარდება ყვარლის გიმნაზიაში 12 ნოემბერს

            https://everest.ge/registration/id/5

          • საღმრთო სჯულის გაკვეთილი IV-კლასში.

          • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის ბიბლიოთეკაში, საღმრთო სჯულის პედაგოგმა ნანი არჩუაძემ IV- კლასში ღია გაკვეთილი ჩაატარა.

            გაკვეთილის თემას ბიბლიური ოჯახების ისტორიის მაგალითზე ადამიანში ღვთის სათნო თვისებებზე მსჯელობა წარმოადგენდა.

            ინტერაქტიულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეძლეს ბიბლიური ოჯახების მაგალითზე გაეაზრებინათ და ემსჯელათ სხვადასხვა სათნოებებზე, ნახეს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდოს მქონე თემატური ვიდეო მასალა, იმსჯელეს შინაარსზე, დააკავშირეს გაკვეთილის თემასთან და გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები.

            მოსწავლეებმა შეძლეს გაეაზრებინათ, რომ ადამიანის საქციელმა შესაძლოა გამოავლინოს შინაგანი სიკეთე და ცოდვით დაცემის შედეგად შეძენილი ბოროტებაც;

            აღნიშნული გაკვეთილი საინტერესო იყო როგორც მოსწავლეებისთვის ასევე დამსწრე მასწავლებლებისთვის. 

             

          • გილოცავთ.

          • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოძღვარს დეკანოზ ბადრის სიყვარულით ვულოცავთ დაბადების დღეს.

          • გილოცავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატის დღესასწაულს.

          • ტროპარი, ხმა 4

            მხურვალე შუამდგომელო, დედაო ღვთისა მაღლისაო, ყოველთათჳს ევედრე ძესა შენსა, ქრსიტჱსა ღმერთსა ჩუენსა და აცხოვნენ დაბადებულნი ყოველნი, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა. დედუფალო, მეოხ-მეყავ ყოველთა, რომელნი განსაცდელსა და მწუხარებასა შინა ვიურვით, მრავალნი სნეულებანი ცოდვათა ჩუენთანი გჳტვირთავს წარდგომილთა ამათ წინაშე შენსა და ყოვლითა სულითა და შემუსვრილებითა გულისათა ცრემლით გევედრებით შენ - წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და შეუორგულებელსა სასოებასა დავსდებთ წინაშე შენსა, ყოვლისაგან ბოროტისა მიცვენ ჩუენ და სიკეთეჲ მომმადლენ ყოველთა, მიჴსნენ ყოველნი, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღვთაებრივი მონათა შენთათვის.

          • გლობალური მოქმედების დღეები 2022

          • 3 ნოემბერი „გლობალური მოქმედების დღეები 2022“-ის მსოფლიო ესტაფეტის დღეა!

            დღეს, საქართველოს საპატრიარქო წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია    მსოფლიო გლობალური ქმედების  ესტაფეტას შეუერთდა.

            გიმნაზიის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები  კამპანიის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობით  ჩართვნენ:

            ·         შემეცნებითი საუბრები და როლური თამაში ,,სათბურის ეფექტი“ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშრებით ;

            ·         კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი მარათონი. რომლის

            ესტაფეტისთვისაც   ხელნაკეთი ჩირაღდანი, მეორადი 100% -ით  დეგრადირებადი მასილისგან  დამზადდა.

            კამპანიის ფარგლებში გარბენით 9.65  კმ. გზა დაიფარა.

            ·         მოეწყო გამწვანების აქცია  და სპორტული ტურნირი მინი ფეხბურთში.

             

             

             

            აღსანიშნავია, რომ დღეს სკოლების გლობალური მოქნმედების დღის მონაწილე ,  მილიონზე მეტი ახალგაზრდაა, რომლთა სურვილს   კლიმატის ცვლილების შესახებ ხარისხიანი განათლების მიღება  და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს. კლიმატის ცვლილებების გავლენა  ყველაზე მეტად მომავალ თაობებზე აისახება ,ამიტომ საჭიროა ვიზრუნოთ დღეს.

            ცნობისთვის : ღონისძიების ორგანიზება ბრიტანეთში  დაიწყო.  სტარტი 2022 წლის  30 სექტემბერს  ,„COP27  “ პროექტის ფარგლებში ,  ქალაქ გლაზგოში  აიღო და 18 ქვეყნის გავლით ეგვიპტეში ,ქ. შარმელ- შეიხში 6 ნოემბერს   დასრულდება . მარშუტის ფარგლებში ესტაფეტის ჯოხი 7 767 კმ. გადაკვეთს  გზავნილით   მომავლისათვის   და ყველას შეახენებს :

             „  დრო იწურება! “  კლიმატის ცვლილება ახლაა და  გვჭირდება განათლება“-.

             

            ღონისძიებების ორგანიზატორი:  საზოგადოებრივი მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების,სპორტის და ესთეტიკური აღზრდის  კათედრა

          • გიმნაზიაში სასკოლო პროექტი დაიწყო

          • გიმნაზიაში სასკოლო პროექტის _ #სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა ყვარლის რაიონში_ პირველი ღონისძიება გაიმართა.

             

            24 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში IX-X კლასის მოსწავლეებისთვის თემატური და ინტერაქტიული შეხვედრა შედგა.

            ყვარლის რაიონში არსებულ მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ პრეზენტაცია, მოწვეულმა პროფესორმა ნოდარ ბახტაძემ გამართა.

            შეხვედრას გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების წამყვანი პედაგოგი ნინო შუხოშვილი უძღვებოდა.

            ღონისძიება გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ გახსნა, რომელმაც მოსწავლეებს სასკოლო პროექტთან დაკავშირებით, სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

            სასიხარულოა, რომ წარმატებული შეხვედრის დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს მოწვეული სტუმრის მიმართ და პროექტის ფარგლებში , პედაგოგებისა და მოსწავლეების ინიციატივით ერთობლივი გასვლითი პრაქტიკული ღონისძიება დაიგეგმეს.

             ცნობისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებთ, 2022-2023 სასწავლო წლისთვის, გიმნაზიამ სასკოლო პროექტის თემად _ #სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა ყვარლის რაიონში_ აირჩაია. 

             

          • III-კლასი

          • ✅📚  იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

            III-კლასი

            დამრიგებელი: ხატია ჭაღოშვილი

          • II-კლასი

          •  

            🕊️დღეს, საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მეორე კლასის მოსწავლეებმა,

            საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, " დედა ენის" ავტორის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლის და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის 182 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნეს..

            🕊️მოსწავლეები გაეცნენ მწერლის ბიოგრაფიას, 

            🕊️გაიხსენეს მის მიერ დაწერილი ნაწარმოებები.

             🕊️ვირტუალურად იმოგზაურეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.

             

            🕊️ღონისძიების დასასრულს . ბავშვებმა მწერლისადმი პირადი დამოკიდებულება, საკუთარი ხელით შექმნილი მისალოცი და მადლიერების ბარათების საშუალებით გამოხატეს .

            II- კლასი

            დამრიგებელი: ნინო ლომიძე 

            #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.