ძვირფასო მშობლებო, ამინდის გაუარესების გამო , სასკოლო ტრანსპორტის საგზაო უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ,ხვალ გიმნაზიაში სწავლა არ იქნება
🕊️გილოცავთ მირქმის საუფლო დღესასწაულს! 🕊️ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.
8 თებერვალი წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. ,,ჩვენთვის, ადამიანებისათვის, საჭიროაო, – ამბობს ბრძენი სენეკა, – იმისთანა კაცი, რომ მის მიხედვით და მაგალითით შევიძლოთ საკუთარის ხასიათის გაწვრთნა და გამტკიცებაო. ოჰ, რა ბედნიერია იგი, ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის ჩვენ , არამედ მარტო თავისი სახელის ხსენებითაცაო”. ამისთანა ბედნიერი დავით აღმაშენებელია საქართველოს ერისთვის.” #ილია_ჭავჭავაძე
🕊31 იანვარს , 13:00 საათზე გიმნაზიაში მშობელთა საერთო კრება გაიმართება.
🕊️გილოცავთ ნინოობას! ტროპარი სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ
✨ #გილოცავთ 🕊️🌲"მხნე იყავ და განძლიერდი _ აი, ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა" წმინდა ილია მართალი 31 დეკემბერი, 1898 წ.
სასკოლო პროექტის: ,,მწვანე ნაბიჯებით ვიზრუნოთ გარემოზე” ფარგლებში განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ. პროექტს ახორციელებენ 10-11 კლასის მოსწავლეები. #ყვარლის_გიმნაზია
✅პირველი კლასის მოსწავლეები გაეცნენ წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებას და მოღვაწეობას. საგანი: საღმრთო სჯული მასწავლებელი: ნანა არჩუაძე კლასი - I 19/12/2024 #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
🕊️გილოცავთ ნიკოლოზობას! ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.
მე-3 კლასის მოსწავლეები გაეცნენ წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ცხოვრებას და მის ღვაწლს ქრისტიანულ სამყაროში. საგანი: საღმრთო სჯული მასწავლებელი: ნანა არჩუაძე კლასი: III 17/12/2024 #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
🕊️ბარბარობას გილოცავთ! ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.
🕊️გილოცავთ წმიდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს! ტროპარი: ძლევანი ყოვლადდიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნით განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღვაწლითა შენითა განაშუენე და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, მეოხ გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.
🕊️გილოცავთ წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს! ტროპარი: ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
გილოცავთ #ნეკრესობას! 🕊️დღეს, წმინდა აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღესთან დაკავშირებით , ნეკრესის ყოვლადწმინდაღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო მსახურება ნეკრესის ეპარქიის მმართველმა მაღალყოვლად უსამღვდელოესმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) , ნეკრესის მამათა მონასტრის წინამძღვართან არქიმანდრიტ ანტონთან, ეპარქიის სასულიერო პირებთან და სტუმრებთან ერთად აღავლინა. 12.12.24 #ნეკრესისეპარქია
4 დეკემბერი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულია. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება არის 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთი. გილოცავთ, ამ მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობა არ მოჰკლებოდეს სრულიად საქართველოს!
🕊️გილოცავთ გიორგობას ტროპარი ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
🕊️#ილიაობა2024 🍇#აღდგენილი_ტრადიციით_გაცოცხლებული_ისტორია. 🕊️ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმისა და ნეკრესის ეპარქიის თანამშრომლობით , საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის საგანმანათლებლო პროგრამის "ვაზის ქომაგები" ფარგლებში , უკვე ტრადიციულად ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე #ილიას_მარანში დაყენებული ქვევრის ღვინით ვუმასპინძლეთ საზოგადოებას. 🍇საგანმანათლებლო პროგრამის "ვაზის_ქომაგები2024" მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდით ბატონ რევაზ ყარალაშვილს.
🕊️გილოცავთ ილიაობას. ტროპარი: ღუაწლითა და სისხლითა შენითა უდაბნოი იგი სოფლისაი მოიმუშაკე და გონებითა ღმრთივბრწყინვალითა დაცემულნი კუალად აღგვადგინენ, ჭეშმარიტებაჲ სთესე და გვირგვინი უკუდავებისაჲ მოიპოვე, სიმართლისათვის დაითმინე და ზესთა სოფელი დიდებისაჲ დაიმკვიდრე, ძეო ქართველთა ერისაო, ერისათვის წამებულო, წმიდაო ილია მართალო, ყოვლადდიდებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ძმათა შენთათვის, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ილიას კვირეულის ფარგლებში გიმნაზიის დაწყებითი კლასების მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის მუზეუმში.
🕊️გილოცავთ ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს. ტროპარი: მხურვალე შუამდგომელო, დედაო ღვთისა მაღლისაო, ყოველთათვის ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა და აცხოვნენ დაბადებულნი ყოველნი, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა. დედუფალო, მეოხ-მეყავ ყოველთა, რომელნი განსაცდელსა და მწუხარებასა შინა ვიურვით, მრავალნი სნეულებანი ცოდვათა ჩვენთანი გვტვირთავს წარდგომილთა ამათ წინაშე შენსა და ყოვლითა სულითა და შემუსვრილებითა გულისათა ცრემლით გევედრებით შენ – წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და შეუორგულებელსა სასოებასა დავსდებთ წინაშე შენსა, ყოვლისაგან ბოროტისა მიცვენ ჩვენ და სიკეთეი მომმადლენ ყოველთა, მიხსნენ ყოველნი, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღვთაებრივი მონათა შენთათვის
სიახლეების არქივი