• გილოცავთ

          • ✨გილოცავთ 18 ივლისი ღირსი მამა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეა.🕊️გიმნაზიის დამფუძნებელი ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი მფარველი წმინდანის დღეს ყოველთვის სადღესასწაულო წირვით  აღნიშნავდა  მღვდელმთავრებთან, ეპარქიის სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად .  🕊️ტრადიცია დღესაც გრძელდება.🕊️ შევთხოვთ ღირს წმინდა მამა სერგირადონეჟელს , მეუფე სერგის სულის საცხოვნელად მეოხ იყოს ღვთის წინაშე.#ლოცვა წმინდა სერგი რადონეჟელისადმი.ჵ, საჩინოო, ახოვანო სასწაულთმოქმედო და განსაცდელსა და მწუხარებათა შინა საკჳრველად მსწრაფლ შემწეო ჩუენო, ღირსო მამაო სერგი! აწ მოგუფინე ტკბილი მადლი ლოცვისა შენისაჲ და მოგუმადლე მცირე ჟამეული ესე ცხორებაჲ, უვნებელად წარვლოთ და სათნო ვეყუნეთ სამებასა ყოვლად წმიდასა. მოგუანიჭე აღსარებით შემუსრვაჲ სულისაჲ და სინანულით განწმედაჲ გულისაჲ, რაჲთა სათნოებითა სრულსა საზომსა მიწევნილნი მივემთხვივნეთ შუენიერებათა მათ ზეცისათა და შენთანა ვუგალობდეთ სამებასა წმიდასა: ალილუია

          • გილოცავთ

          • გილოცავთ წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს.

          • გაწმენდითი სამუშაოები ზეთისხილის ბაღში.

          • 🌿დღეს, გიმნაზიის ზეთისხილის ბაღში თანამშრომლებმა  გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარეს. 

            🕊️ჩვენმა ვერცხლისფერმა ბაღმა  ნაყოფის ნიშანი მოგვცა და  გაგვახარა.

            🌿დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეებს  მადლობას გიხდით ერთსულოვნებისა და მხარდაჭერისთვის.#იხარეთდაგვახარეთ#ადმინისტრაცია

          • სიახლე ზეთისხილის ბაღში.

          • 10 ივნისს , დილის 08:00 საათიდან -  11:00 საათამდე  გიმნაზიის ზეთისხილის ბაღში გაწმენდითი სამუშაო  ჩატარდება.

              VII-XII კლასელ ბიჭებს ნერგების მოვლაში მონაწილეობის სურვილისა და შესაძლებლობის შემთხვევაში  გელოდებით ხვალ გიმნაზიაში.

          • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.