🏆🥇ჩემპიონები: ✨ავთო კანდელაკი,ლუკა თუშურაშვილი, გიორგი სიდამონიძე, პეტრე ჯანგიძე. ✨მასწავლებელი ვანო უსეინაშვილი. #გილოცავთ! #ევროპისსასკოლო_სპორტის_კვირეული მაგიდის ჩოგბურთში წარმატებით დავიწყეთ. ორგანიზატორი: 🕊️ @საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
გილოცავთ ჯვართამაღლების დღესასწაულს! #ქართველმა_ერმა გადაიხსნა გული და შიგ დაიმარხა ჯვარი პატიოსანი, თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად დამარხული ჯვარი. მას აქეთ თხუთმეტი საუკუნე გულში ჯვრით, ხელში ხმლით იბრძოდა, იღვწოდა, სისხლს ღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელით ვერავინ შეაცვლევინა. წმინდა #ილია_მართალი_ჭავჭავაძე
19 სექტემბერი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დამფუძნებლის, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალების დღეა. დღეს, ნეკრესის ეპარქიის მმართველმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ ლაგოდეხში, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინეს და ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის სულის საოხად პენაშვიდი აღასრულეს. წირვას ესწრებოდნენ გიმნაზიის საზოგადოების წარმომადგენლები _თანამშრომლები,მასწავლებლები და მოსწავლეები. მადლობას ვუხდით მეუფე სერგის, როგორც მოძღვარს და მასწავლებელს სულიერი ცხოვრების მაგალითისა და სწავლებისათვის.
დღეს, 20 აგვისტოს 6-საათზე გიმნაზიაში გელოდებით მშობლებს ბავშვებთან ერთად. სკოლის ფორმების ზომების ასაღებად!
🕊️გილოცავთ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს.
ტროპარი:
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.
2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, სამშობლოსათვის თავდადებულთა პატივისცემის ნიშნად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში დროშები დაეშვა.
🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის სახელით ვულოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს , უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ანგელოზის დღეს. 🕊️ მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე პატრიარქო.
🕊️ გიმნაზიის მოსწავლეები თბილისში კონოთეატრს ესტუმრნენ. ✨ 3D ანიმაციის ძირითადი სიუჟეტი 13 წლის რაილის ტვინში ვითარდება და მაყურებელი ემოციებს პერსონაჟების სახით ეცნობა. 🕊️პერსონაჟებიდან კი მნიშვნელოვან როლს სიხარული ასრულებს. #გიმნაზია2024წელი_ივლისი #შემეცნებადაგართობა
🕊️გილოცავთ ვლაქერნობას - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულს.
🕊️გილოცავთ პეტრე-პავლობას! ტროპარი: მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს სოფელსა მშვიდობაჲ და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაჲ.
🕊️8 ივლისს, გიმნაზიას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ფრენბურთელი ლიზი ლობჟანიძე სტუმრობდა. 🏐 გიმნაზიის ფრენბურთის გუნდის წევრებთან სამოტივაციო ხასიათის შეხვედრა მეგობრულ გარემოში შედგა. ✨წარმატებულმა ფრენბურთელმა მოსწავლეებს სპორტში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. 🏐დღის ბოლოს კი გიმნაზიის ფრენბურთელ გოგონათა გუნდსა და „vc_Tbilisifoxes”-ს შორის ფრენბურთში ამხანაგური მატჩი შედგა. 🕊️ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის სახელით მადლობას ვუხდით პროფესიონალ ფრენბურთელს გულთბილი შეხვედრის, გამოცდილების გაზიარებისა და იმ სიხარულისთვის რომელიც გიმნაზიის ფრენბურთელთა გუნდებს მიანიჭა. @Lizzi Lobzhanidze გისურვებთ წარმატებებს <3 #გიმნაზიის_ფრენბურთელ_გოგონათაგუნდი.2024 #მწვრთნელი_მანანა_კოჭლამაზაშვილი❤️
🕊,,ქართული თეატრი ქართველთათვის ბევრის სიკეთის მომასწავებელია..."_წმ.ილია მართალი ჭავჭავაძე. 🕊შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის საჩუქარი გიმნაზიას. 🎭 ექსკურსია თეატრში 🎭 მეტყველების მასტერკლასი და სარეპეტიციო მზადება. შემეცნებითი და შემოქმედებითი დღისთვის მადლობას ვუხდით რუსთაველის ეროვნულ თეატრს, ქალბატონ თეა მარგველაშვილს, ქალბატონ ეკატერინე ჟვანიას, მეტყველების პედაგოგს მსახიობს ქალბატონ თამუნა ნიკოლაძეს და თეატრის დირექტორს ბატონ გია თევზაძეს. #გიმნაზია2024 #ხელოვნება #მასტერკლასი Rustaveli National Theatre • რუსთაველის ეროვნული თეატრი
🕊️გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს. ტროპარი: წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმრთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინანულისა, ჩუენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.
გილოცავთ სულთმოფენობას!
#ეკონომიკის_საერთაშორისო_სასკოლო_ოლიმპიადა 🕊ვულოცავთ საქართველოს საპატრიაქროს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეებს ლიზი შუხოშვილს და ნიკა ქებაძეს ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ადგილობრივ რაუნდებში მიღწეულ წარმატებებს. 🕊 აღნიშნულ წარმატებას ვულოცავთ ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სკოლის კოორდინატორს გიმნაზიის პედაგოგს ნინო შუხოშვილს, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სასკოლო პროექტებში გიმნაზიის მოსწავლეთა ჩართულობის პროცესში. 🕊 ეკონომიკის ოლიმპიადის პარტნიორთა განცხადებით ოლიმპიადაზე "საქართველოს 11 რეგიონიდან 300-მდე სკოლა დარეგისტრირდა. ჯამურად კი ოლიმპიადაზე წელს, ქვეყნის მასშტაბით, 1300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა 80%-ზე მეტი რეგიონებიდან იყო." #წარმატებული_გიმნაზიელები
🌳საგაზაფხულო სამუშაოები გიმნაზიაში. 🕊2023-2024 სასწავლო წელს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საქართველოში არსებულ ხე-მცენარეთა ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების გაცნობა, მათი მნიშვნელობის გააზრება და მოვლა-მოყვანის წესების პრაქტიკული სწავლება წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის ინიციატივით, პროექტული სწავლების პრინციპით მთელი წლის განმავლობაში დაიგეგმა სეზონური სასოფლო -სამეურნეო სამუშაოები, რომელიც მოსწავლეთა და მთლიანად სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გიმნაზიაში მოსწავლეთა უშუალო თანამონაწილეობით, ჩატარებულია საშემოდგომო და საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო ღონისძიებები: • საქართველოს ფლორის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების გაცნობა. • ნიადაგის მომზადება . • ხე-მცენარეების დარგვა. • თესვა. (წინასწარ გაეცნენ თესვის წესებს და პრაქტიკულად განახორციელეს ენდემური ჯიშის მარცვლელული კულტურის თესვა. ( მობნევით და მწკრივად ). 🕊მადლობას ვუხდით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლალი გოგინავას საქართველოს ფლორის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების გაცნობა და მოვლა-პატრონობის სწავლების წარმატებით განხორციელებისათვის გაწეული თანადგომისა და გაზიარებული ცოდნისთვის. 🕊აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ლალი ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის (ჩეკურიშვილი) ლოცვა-კურთხევით წლებია თანამშრომლობს გიმნაზიასთან და საკუთარ ცოდნას გვიზიარებს თეორიული და პრაქტიკული სახით. #გიმნაზია2024
#მეგობრული_დღე☀️🕊️ 🕊️გიმნაზიელებმა ჭაბუკიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ საკვირაო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს. #ჯანსაღიცხოვრების_წესი
🕊 კახეთში 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა. 🕊ვულოცავთ გიმნაზიის მედალოსნებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. 🥇მათე ბალიაურს და 🥈ლექსო ხუტილაშვილს. #წარმატებული_გიმნაზიელები
სიახლეების არქივი