გილოცავთ ამაღლებას!
🕊️12 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მშობელთა საერთო კრება გაიმართა. 🕊️კრებაზე სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული. 🕊️მშობელთა საერთო კრება წარმართა გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ. 🕊️ესწრებოდნენ გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლები, სკოლის მოძღვრები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
🕊️IV კლასის გამოსაშვები საღამო. 🕊️დამრიგებელი ხატია ჭაღოშვილი 12.06.24 #გიმნაზია2024
დღეს, გიმნაზიაში მშობელთა საერთო კრება ჩატარდება 14:00 საათზე.
☘️გამოყენებითი ხელოვნების წრე გიმნაზიაში. 🥰გიმნაზიელებმა #ხელნაკეთი_თოჯინები შექმნეს. 🕊მასწავლებელი მაიკო მჭედლიშვილი
ქართულის გაკვეთილი V კლასი . მასწავლებელი მაია ასაბაშვილი
⚜️ #ღონისძება _ "ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს". 🕊 დაწყებითი კლასების კათედრა შეუერთდა გიმნაზიის სასკოლო პროექტს "ჯანმრთელი ცხოვრების წესი". 🕊 მოსწავლეებმა იმსჯელეს ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ. ⚜️ შემნეს თემასთან დაკავშირებული სლოგანები, ნახატები. ⚜️საკითხის პოპულარიზაციის მიხნით მოაწყეს გარბენი. 🎨დღე შეაჯამეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენით. #გიმნაზია2024 , 5 ივნისი. #კათედრა
🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულისა და მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლები სტუმრეობდნენ. 🕊გიმნაზიელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ 1918-1921 წლებში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, საქართველოში გამოშვებული სახელმწიფო და კორპორატიული ფულის ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების ისტორიას. „აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს ფულის როგორც სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ატრიბუტის და ხელოვნების ნიმუშის პოპულარიზაციას, ასევე წარმოაჩენს მისი განვითარების დონეს საქართველოს ისტორიაში.“ 20.05.24 #გიმნაზია2024
🕊️გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს. ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
🌿🕊 საგაზაფხულო სამუშაოების გაცნობისას, პატარა გიმნაზიელები სხვადასხვა აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ.🥰 #გიმნაზია2024
🕊გამოიდარა 🌞 🕊 საგანი_ ინგლისური; 🕊IV -კლასი; 🕊პედაგოგი _ლალი ავაზაშვილი #გაკვეთილი #გიმნაზია2024
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი თავისი მოღვაწეობის ჟამს , ნეკრესის ეპარქიაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ტრადიციულად საზეიმო ხასიათის ფოლკლორული ღონისძიებით აღნიშნავდა . სწორედ ამ ტრადიციის ღირსეულად გაცოცხლება შეძლო ფოლკლორული საღამოს შემოქმედებითმა გუნდმა, რითიც ღონისძების სტუმრებთან და მონაწილეებთან ერთად კიდევ ერთხელ გამოხატა ბრწყინვალე დღესასწაულით გამოწვეული სიხარული, ქრისტესმიერი სიყვარული და სულიერი მოძღვრის პატივისცემა. ქართული სულის ზეიმი სცენაზე ერთმანეთის მონაცვლე ფოლკლორულმა გუნდებმა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, სოლო შემსრულებლებმა, მხატვრულმა კითხვამ და ინსტრუმენტალურმა შესრულებამ შექმნა . ღონისძეებაში მონაწილეობდნენ: • ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი "გურჯაანი" • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გუნდი. • ქორეოგაფიული ანსამბლი „ჰერეთი“ • ფოლკლორული ანსამბლი ,,გრაალი" • გრემის მთავარანგელოზთა სახელობის „საკვირაო სკოლა“ •დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული " საკვირაო სკოლა" • ქორეოგაფიული ანსამბლი „ქურმუხი“ • ქორეოგრაფიული ანსამბლი ჰერეთი • ანსამბლი ნეკრესი მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორს კაკი ლობჟანიძეს და მთელს შემოქმედებით გუნდს სიხარულით და ერთობით სავსე დღის გაცოცხლებისთვის. #კვირაცხოვლობა. 2024 წელი .
🥇24 მაისს, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლემ პეტრე ჯანგიძემ პირველობა ღირსეულად მოიპოვა. ფიზკუტურის მასწავლებელი ბესო სამიტაშვილი. სპორტული ღონისძების ორგანიზატორი ყვარლის მუნციპალიტეტი. #გიმნაზია2024 #წარმატება
✨#სიახლე☀️🌥🌦🌨❄️💦🌤☀️ მალე ,გიმნაზიაში არსებული პროფესიონალური ამინდის სადგური მოსწავლეებს წელიწადის ოთხივე დროს ამინდზე დაკვირვების და შემდეგ აღწერის შესაძლებლობას მისცემს. გიმნაზიელები შეძლებენ თავად გააცნობიერონ თუ როგორ მოქმედებს ამინდი მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და გარემოზე, განივითარებენ კვლევის, რეალური მონაცმის ანალიზის და თემის წარდგინებისთვის საჭირო უნარებს, გაზომავენ ამინდისა და ატმოსფეროს სხვა მახასიათებლებს, გაეცნონობიან პროფესიას -მეტეოროლოგი, შეისწავლიან მიკრო კლიმატს და სხვადასხვა საგნებს შორის კავშირს იპოვნიან. (გეოგრაფია,მათემატიკა , lT უნარები, ასევე წერის და თხრობის კულტურა...). #გიმნაზია2024
🇬🇪26 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეებმა, მონაწილეობა მიიღეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში . 🕊გვახარებს ის ფაქტი,რომ გიმნაზიელები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძებაზე გიმნაზიის გუნდის გარდა წარმოდგენილნი იყვნენ ინდივიდუალურად, როგორც ყვარლის რაიონის სხვადასხვა ანსამბლების და შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეები. #გიმნაზია2024
🇬🇪"სამიათასს წელზე მეტი, გვიცხოვრია როგორც ერსა. ბევრსა შავ დღეს მოვსწრებივართ, მაგრამ ბევრსაც მშვენიერსა!" 🕊საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გინაზიის გუნდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე. #ლოტბარი მერაბ მაისურაძე #ესდღეჩვენია
🇬🇪გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 🇬🇪#ესდღეჩვენია 🇬🇪#26მაისი
✅საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა. პედაგოგები: თამრიკო ავაზაშვილი მანანა სეფაშვილი ✅კონფერენცია თემაზე: ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი". ✅მონაწილეობდნენ: Vlll, IX, X კლასის მოსწავლეები. 21/05/24
🕊 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში პირველკლასელთა წარმატება საზეიმოდ აღინიშნა. 🕊მოსწავლეებმა საგანგებოდ მორთული სცენაზე იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებიდან გმირები გააცოცხლეს, ანბანთ ქება თქვეს, იცეკვეს ,იმღერეს და სასწავლო წლის მანძილზე სკოლაში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები საუკეთესოდ წარმოაჩინეს. 🕊ღონისძიების ორგანიზატორები კლასის ხელმძღვანელი ნანა ჯანიკაშვილი და მასწავლებელი თინიკო ყულიჯანიშვილი. მუსიკა და ქორეოგრაფია _ირმა კანდელაკი და ხვიჩა გოგიჩაძე 20.05.24 #გიმნაზია
სიახლეების არქივი