• 17/06/2023

          • გიმნაზიის გოგონათა და ვაჟთა ფრენბურთის გუნდები ,მწვრთნელი მანანა კოჭლამაზაშვილი და გიმნაზიის წარმომადგენლები  თბილისში ევროპის ვერცხლის ლიგის თამაშებს ესწრებიან . 

            👩‍🦰ქალები🇬🇪 საქართველო VS პორტუგალია 🇵🇹

            🧑მამაკაცები 🇬🇪 საქართველო VS  უნგრეთი 🇭🇺 🗓 17 ივნისი 2023

             .

          • 🕊️ძვირფასო მშობლებო

          • 16 ივნისს, 13:00 საათზე  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მშობელთა საერთო კრება ჩატარდება.

            გელოდებით 🕊️

          • პრაქტიკული სწავლება

          • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლები მანანა სეფაშვილი და თამარ ავაზაშვილი თელავის  იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ.

            მოსწავლეებმა  პრაქტიკულ კვლევებში მიიღეს მონაწილეობა.

            საკვლევ მასალას წყალი, ნიადაგი და ხილი წარმოადგენდა.

            მადლობას ვუხდით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და პროფესორ-მასწავლებლებს თანამშრომლობისათვის.

            #ყვარლისგიმნაზია

            #პრაქტიკულისწავლება

            #პროფორიენტაცია

          • #გიმანზია #მეჯლისი #მათემატიკა

          • 🕊 დღეს , მოსწავლეებმა  გიმნაზიის  "არითმეტიკის"  დიდებულ დარბაზში მეჯლისი გამართეს. 

            🕊მოგზაურობა ღვთის ქმნილ სამყაროში სადაც  წესრიგს, ოქროს კვეთას და  მეცნიერებას ყოფით ცხოვრებაში  დიდებულად წარმოაჩენს მათემატიკა_ სადღესასწაულო განწყობით  დასრულდა . 

            🕊სასიამოვნო გარემო, მუსიკა, ცეკვა და რა თქმაუნდა მისი აღმატებულება არითმეტიკა, "პითაგორასთან"  ,  პრინცესებთნ  და "ნატურალურ რიცხვებთან"  ერთად  ზღაპრულ ემოციებს ქმნიდნენ... 

            🎭  თეატრალიზებული ღონისძიება ავთანდილ ბენდუქიძის წიგნის   "სერიოზული და სახალისო" მათემატიკის გამოყენებით მომზადდა.

            🕊 ღონისძების ინიციატორი  და ხელმძღვანელი მათემატიკის მასწავლებელი ნათელა წიქარიშვილი.

             🕊 დარბაზში სადღესასწაულო განწყობისათვის, შინაარსობრივ ნაწილზე,  მუსიკალურ გაფორმებასა და  ინტერიერიერზე ხელოვნების მასწავლებელმა მაია მაკარიძემ, მუსიკის მასწავლებელმა ირმა კანდელაკმა და რელლიგიის მასწავლებელმა ნანი არჩუაძემ იზრუნეს.

            13.06.23#გიმნაზია#მეჯლისი#მათემატიკა

            სურათების სრულად სანახავად გადადით მითითებულ ლინკზე ⬇️

          • 14.06.2023

          • "1912 წლის 1 (14) ივნისის საღამოს მოულოდნელად იაკობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. საღამოს მან ახლობლებს თავისი ანდერძი წააკითხა, უნდოდა შეემოწმებინა, ხომ არავინ გამორჩა ან "საზოგადოებას რაიმე ხომ არ დააკლო". "მოვრჩი ჩემი სამსახური ხალხის საქმისთვის, მისი სიკეთისთვის. რაც რჩება ჩემი სიკვდილის შემდეგ, დიდი ნაწილი ისევ ხალხსვე მოხმარდესო" - ასეთი ყოფილა დიდი იაკობის უკანასკნელი სიტყვები..."

          • 14.06.2023

          • ღვთის შეწევნით , გიმნაზიაში 2022-2023  სასწავლო  წელს   მიღებული გამოცდილებისა და მიღწეული წარმატებებით  გამოწვეული   მადლიერების გრძნობით, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეებმა,მასწავლებლებმა და თანამშრომლება  ლაგოდეხში, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი მოილოცეს  და გიმნაზიის დამფუძნებლის  ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის საფლავზე ,მეუფის სულის მოსახსენებელი ლოცვა აღავლინეს.

          • გიმნაზია რუსთაველის თეატრში

          • 🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის  საზოგადოების ნაწილი _მასწავლებლები და თანამშრომლები მეუღლეებთან ერთად  გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის მიწვევით  რუსთაველის ეროვნულ თეატრს სტუმრობდნენ . 

            🎭 ერლომ ახვლედიანის   "ვანო და ნიკო"  , რობერტ სტურუას  რეჟისურამ და  მსახიობთა მაღალმა ოსტატობამ მაყურებელში    შთამბეჭდავი და  დადებითი ემოციები გამოიწვია.

            🕊️მადლობას ვუხდით რუსთაველის ეროვნულ თეატრს  და მის დირექტორს , ნეკრესელი  მიტროპოლიტი სერგის მეგობარს გია თევზაძეს გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის.

          • IV კლასი

          • 🕊  ქართული დამწერლობის ისტორია,  "აი ია"  ,  საინტერესო ამბით "გაცოცხლებული " ცნობილი მხატვრები ,  ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი "წითელქუდა",  სიმღერები, ლექსები , "ყვავილების ცეკვა" , ერთ საათში ჩატეული უამრავი თბილი ემოცია  და სიყვარულით სავსე გარემო...

            🕊  სწორედ  ასეთი შთამბეჭდავი დღე გვაჩუქეს გიმნაზიის IV  კლასის მოსწავლეებმა  ღონისძიებაზე და ოთხი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის ნაყოფი  შემოქმედებითად  წარმოადგინეს.

            🕊 ღონისძების დასასრულს,  კლასის ხელმძღვანელმა ნანა ჯანიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გიმნაზიის ყველა თანამშრომელს, მოძღვრებს , მეოთხეკლასელებს , მათ მშობლებს , პირველ მასწავლებელს თინიკო  ყულიჯანიშვილს . განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის მიმართ და აღნიშნა ,რომ  სწორედ მეუფემ დალოცა სკოლაში მათი  პირველი ნაბიჯები  .

            🕊 წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკისა და საქამიანობისთვის  გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ , მასწავლებლებს ნანა ჯანიკაშვილს   და თინიკო ყულიჯანიშვილს მადლობის სიგელები გადასცა.

            🕊 მეოთხე კლასის კურსდამთავრებულები კი სწავლის დასრულების შემდგომ თელავში "ბავშვთა ქალაქში " მიიწვია.

             მოსწავლეები და მათი ოჯახები დალოცეს გმნაზიის მოძღვრებმა.

            სურათების დასათვალიერებლად გადადით მითითებულ ლინკზე ⬇️

          • 06.06.2023

          • 🕊 6 ივნისს საქათველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში  ნეკრესის ეპარქიაში  მოღვაწე წმინდანებისადმი მიძღვნილი ღონისძება გაიმართა.

            🕊 საღამოს ,რომელსაც ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ  გიმნაზიელებმა საგალობლები და ხალხური ფოლკლორის ნიმუშები შეასრულეს.

            🕊 ღონისძების ხელმძღვანელი  გიმნაზიის გალობის წრის  მასწავლებელი,მუსიკოსი  მაგული სააკიშვილი.

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.