• მედიაწიგნიერების დღე გიმნაზიაში

          • ✅მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში,   გიმნაზიაში  მედიაწიგნიერების დღე აღინიშნება.

            🕊️კვირეულის ფარგლებში  მასწავლებლებმა ნინო შუხოშვილმა და ეთერ  რუსიაშვილმა მოსწავლეებთან ერთად  ყალბი ინფორმაციისა და მისი მავნე ზეგავლენის შესახებ იმსჯელეს.

            ✅საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით  ჩატარდა  შემეცნებითი აქტივობები, მოსწავლეებმა შეასრულეს ჯგუფური დავალებები, რომლებიც   ინფორმაციაზე კონტროლის დამყარების და ციფრული სამყაროს გამოწვევებზე პასუხის გაცემისათვის საჭირო  უნარების განვითარებას  გულისხმობდა.

            ✅ აღსანიშნავია ,რომ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) აქტიურად მონაწილეობს მედიაგანათლების ხელშეწყობაში და მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის  განხორციელების  ინიციატივაც მას ეკუთვნის.#გიმნაზია

            @UNESCO

          • 24.10.2023

          • დაბადების დღეს ვულოცავთ  გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მარინე მზექალაშვილს

             ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, წინსვლას და წარმატებებს პედაგოგიურ მოღვაწეობაში.

          • 🕊️ გილოცავთ 🕊️

          •  კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

          • გილოცავთ

          • 8 ოქტომბერი წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეა. წმინდანის მადლი ფარავდეს  ყველა მვედრებელს და  მისი შემწეობით  ღმერთმა აცხონოს  ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის სული.

          • 4 ოქტომბერი

          • 🕊 4 ოქტომბერს  წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში,  აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის  მოწვევით,  საჯარო შეხვედრა "თბილისის პროტოკოლის სკოლის "  ხელმძღვანელმა ნინო ახალაიამ გამართა.

            🕊  შეხვედრის თემა  _ "თანამედროვე ქცევის კულტურა” .

             🕊  ინტერაქტიული ხასიათის ღონისძიება  საინტერესოდ წარიმართა და საუბარი შეეხო სოციალურ, კორპორატიულ და ბიზნეს ეტიკეტს .

            04.10.23#გიმნაზია 

            #ეტიკეტი

            სრული ინფორმაციის სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე ⤵️

          • თბილისის პროტოკოლის სკოლა გიმნაზიაში.

          • 4 ოქტომბერს, 13:00 საათზე გიმნაზიის მოსწავლეები "თბილისის პროტოკოლის სკოლის " ხელმძღვანელს ნინო ახალაიას შეხვდებიან.საუბრის თემა :  "თანამედროვე ქცევის კულტურა” .

            2014 წლიდან ნინო ახალაია ხელმძღვანელობს თბილისის პროტოკოლის სკოლას. გავლილი აქვს ევროპის პროტოკოლის სკოლის (Europrotocol – The European School of Protocol) ტრენერთა გადამზადების სასწავლო კურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიენიჭა სერთიფიცირებული ტრენერ-კონსულტანტის სტატუსი ბიზნეს ეტიკეტისა და საერთაშორისო პროტოკოლის საკითხებში. ევროპის პროტოკოლის სკოლა აკრედიტირებულია “ბრიტანული აკრედიტაციის საბჭოს” მიერ (British Accreditation Council for Independent Further & Higher Education (BAC) ), რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQUA) სრულუფლებიან წევრს.

          • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.