• 28.04.2023

          • სასკოლო კვირეულის ,,ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" -ს ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა შინაარსის მაკეტები შექმნეს.

            #აფხაზეთის_კვირეული_გიმნაზიაში.

          • 28.04.2023

          • 28 აპრილს გიმნაზიაში #აფხაზეთის_კვირეულის ფარგლებში მოსწავლეთა კონფერენცია "ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" გაიმართება.

                                                თემები და მონაწილეები:

            1. "ისტორიული მიმოხილვა" - ბექა ბალიაური, დიანა ონიანი მარიამ მჭედლიშვილი, ლიზი შუხოშვილი, მარიამ ოსიაშვილი.

            2. "აფხაზეთის გეოგრაფიული მდებარეობა ,კლიმატი ფლორა და ფაუნა" _ მარიამ ბიბილაშვილი და ნინი ნასყიდაშვილი.

            3. "აფხაზეთის მღვიმეები" - მარიამ რუსიაშვილი,გვანცა გულოშვი .

            4. "აფხაზეთის ღირსშესანიშნაობები" - თინათინ კუპრაშვილი

            5. "აფხათის გასტრონომია "- მარიამ რუსიაშვილი,გვანცა გულოშვი

            6. "აფხაზეთის გმირები "- თინათინ კუპრაშვილი, მარიამ ღვედაშვილი, საბა მელქაძე

            ღონისძების ხელმძღვანელები პედაგოგები ნინო შუხოშვილი და გიული ოსიაშვილი.

             ორგანიზატორი გიმნაზიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა.

          • 27 აპრილი

          • 🕊️27 აპრილს, ისტორიკოსმა და საქართველოს კალიგრაფიის ასოციაციის დირექტორმა ნესტან ბაგაურმა გიმნაზიის მოსწავლეები ქართული კალიგრაფიული ხელოვნების საიდუმლოს აზიარა.


            ✍️ლექციის შემდგომ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი გაიმართა.


            🕊️შეხვედრის თემა:" აფხაზეთი

            ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე."


             ✨საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში 

            ✅ აღნიშნული ღონისძიებები სასკოლო კვირეულის ,,ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი"_ს ფარგლებში ჩატარდა.

          • 27.04.2023

          • სასკოლო კვირეულის ,, ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" _ფარგლებში გიმნაზიაში კალიგრაფიის მასტერკლასი გაიმართა.

            მასტერკლასს უძღვებოდა კალიგრაფი ვაჟა ერემეიშვილი. კალიგრაფთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

            #აფხაზეთის_კვირეული_გიმნაზიაში

          • აფხაზეთის კვირეული გიმნაზიაში.

          • 🎶სასკოლო კვირეული_ „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი „

            #თემა: აფხაზური მუსიკის ფოლკლორი.

             🎼მოსწავლეებს აფხაზური ფოლკლორის და აფხაზური ხალხური საკრავების მნიშვნელობაზე გიმნაზიის მუსიკის პედაგოგმა ირმა კანდელაკმა ესაუბრა.  

            ⚜️შეხვედრის დასასრუს გიმნაზიის მოსწავლეებმა სახელწიფო ჰიმნი ქართულად და აფხაზურად შეასრულეს .

            #აფხაზეთისკვირეული_გიმნაზიაში

            #ძალაერთობაშია

            26.04.23

          • 27.04.2023

          • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის სალექციო შეხვედრა და მასტერკლასი მიმდინარეობს.

          • 27.04.2023

          • თემა: ჯანსაღი კვება

            VI- კლასი

            საგანი: ბუნებისმეტყველება.

            პედაგოგი: თამარი ავაზაშვილი

          • აფხაზეთის კვირეული გიმნაზიაში.

          • 🕊️🎶სასკოლო კვირეულის_ „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი „ _ ფარგლებში გიმნაზიის მუსიკის მასწავლებელმა ირმა კანდელაკმა მოსწავლეებს აფხაზური ფოლკლორის და აფხაზური ხალხური საკრავების მნიშვნელობაზე ესაუბრა.  

            ⚜️შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

             🎵მოსწავლეებმა მოისმინეს აფხაზური ხალხური სიმღერები და თავად შეასრულეს საქართველოს სახელმწიფოს ჰიმნი ქართულად და აფხაზურად. 

            🕊️ღონისძიების დასასრულს მსჯელობის შემდგომ მონაწილეებმა გაიაზრეს, რომ აფხაზური ხალხური მუსიკის გაცნობა , გაცოცხლება და აღდგენილ მუსიკალურ კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე ზრუნვა, მნიშვნელოვანად უწყობს ხელს ქვეყანაში ერთობისა და მეგობრული ხიდების მშენებლობას.

            #აფხაზეთისკვირეული_გიმნაზიაში

            #სპორტისადა_ესთეტიკურისაგნების_კათედრა

          • 26.04.2023

          • სასკოლო კვირეულის_ „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი „ _ფარგლებში #საღვთოსჯულის კათედრის ორგანიზებით გიმნაზიაში შემეცნებითი საუბრები იმართება.

             25- 26 აპრილს მოსწავლეები გაეცნენ ისტორიებს ბედიის ბარძიმის, აფხაზეთის სიწმინდეების, ხუროთმოძღვრული ძეგლების, იქ მოღვაწე წმინდა მამების,სასულიერო და საერო პირების შესახებ . ნახეს შესაბამისი დოკუმენტური მასალები . მოისმინეს კომანში მოღვაწე ბერი ანდრია ყურაშვილის ცხოვრება.

            მოსწავლეებმა აგრეთვე გაიხსენეს და იმსჯელეს სვიმონ კანანელის მოღვაწეობის შესახებ.

             

            #წმინდა_მოციქულის - სვიმონ კანანელის საფლავი საქართველოშია

            "მაცხოვრის პირველი სასწაული - წყლის ღვინოდ გადაქცევა - სვიმეონის სახლში აღესრულა: ნადიმის დროს ტრაპეზზე ღვინო შემოაკლდათ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის ხილვით აღფრთოვანებულმა სვიმონმა მთელი სულითა და გულით ირწმუნა იესო ქრისტესი, როგორც აღთქმული მესიისა, დატოვა ოჯახი, ახალშერთული ცოლი და მაცხოვარს გაჰყვა.

             

            სულთმოფენობის დღეს სხვა მოციქულებთან ერთად სვიმონზეც გარდმოვიდა სულიწმიდის მადლი. წმიდა მოციქული ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა იუდეაში, ეგვიპტეში, კირინეაში, ბრიტანეთში.

             

            წმიდანმა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა დასავლეთ საქართველოში. წმიდა ანდრია შემდგომ სკვითთა ქვეყანაში გადავიდა, სვიმეონი კი აფხაზეთში დარჩა წარმართთა მოსაქცევად.

             

            წარმართებმა წმიდა სვიმეონი ქვებით ჩაქოლეს. შემდგომში სვიმეონ კანანელის საფლავზე, ახალი ათონის მთაზე, მონასტერი აღიმართა."-წყარო ჟურნალი "კარიბჭე.

             

            ღონისძიება წარმართა საღვთოსჯულის პედაგოგმა ნანი არჩუაძემ

          • 26.04.2023

          • 14 (27) აპრილი ერისათვის თავდადებული წმინდა დიმიტრი ყიფიანის დაბადების დღეა.

            "წმიდა დიმიტრი ყიფიანის თანადგომითა და უშუალო მონაწილეობით იქნა დაარსებული: საჯარო ბიბლიოთეკა, პროფესიული ქართული თეატრი, ეროვნული ჟურნალისტიკა, ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და მრავალი სხვა. 

            გარდა ამისა, სხვადასხვა დროს, დიმიტრი ყიფიანი იყო ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურობის წინამძღოლი და ტფილისის ქალაქისთავი."

            #გამონათქვამები

            ”რაც განგებას შენთვის გზა დაუწესებია. თქმა არ გაბედო დავიღალე. ვეღარ ვივლიო, თორემ თუ ერთი შეჩერდი, დატბორდები და ტბორეს ხომ იცი ხავსი და შმორი ედება!!”

            ”სწავლა აპატიოსნებს კაცსა, აფაქიზებს, აღონიერებს, ზე აღავლენს და ღირს ჰყოფს დაუსაბამოსთან მიახლოვებისა.”

            ”რაც შინ სასიქადულო გვეგულებოდეს, ან დედ-მამისგანვე ნაღვაწი და შემუშავებული, რა კაცობა იქნება და რა ერისშვილობა, რომ ჩვენ ავითვალწუნოთ...”

             

            ”სწავლა ნათელია და გვიჩვენებს კაცის დიდ დანიშნულებასა.”

            დიმიტრი ყიფიანს სწორედ კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების აღორძინება მიაჩნდა ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების გამთლიანებისა და განმტკიცების საფუძვლად.

            #დიმიტრი_ყიფიანი

          • I-კლასი

          • ხელნაკეთი დედაენის პრეზენტაცია პირველ კლასში

            წამყვანი პედაგოგი: ნანა ლოლიაშვილი

             

          • 25.04.2023

          • გიმნაზიაში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები მიმდინარეობს.

          • აფხაეთის კვირეული გიმნაზიაში.

          • 🕊საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო.

            * * * * * * * * *   

            აფხაზეთის წვიმა მიყვარს,

            იცი რად? 

            მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე 

            ხმაურობს. 

            ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი 

            და წკირად 

            მასზე ზვირთი დადის და 

            მოგზაურობს. 

            მიიმღერა, მოიმღერა 

            აქ ხვითომ... 

            აფხაზეთის წვიმა მიყვარს 

            ამიტომ...

            წვიმა მოდის, კოკის პირით 

            იღვრება, 

            ხმა შრიალებს დაფნისა და 

            ლიანის, 

            და ღრუბლიდან ეშხით 

            გადმოიხრება 

            მოგონება სიყვარულის 

            მზიანის. 

            მიიმღერა, მოიმღერა 

            აქ ხვითომ... 

            აფხაზეთის წვიმა მიყვარს 

            ამიტომ...

            ო, შუშხუნებს ახალგაზრდა 

            მაჭარი. 

            ის ხმაურობს, ის განიცდის 

            თავის დროს, 

            გამოვიდეს რომელიმე 

            ვაჭარი 

            და ამ წვიმის პოეზია 

            უარყოს! 

            მიიმღერა, მოიმღერა 

            აქ ხვითომ... 

            აფხაზეთის წვიმა მიყვარს 

            ამიტომ...

            #გალაკტიონი

            ფოტოს ავტორი ბრიტანელი ფოტოგრაფი ჯეიმს კერვინი-

            -"მიტოვებული ადგილები აფხაზეთში"

            #აფხაზეთის_კვირეული_გიმნაზიაში

          • 23.04.2023

          • გილოცავთ კვირაცხოვლობის დღესასწაულს!

            ქრისტე აღდგა!

            ყვარლის შუაგულში, მთავარდიაკონის ქუჩაზე მდებარე წმიდა თომა მოციქულის სახელობის ტაძარში, სადაც კვირაცხოვლობის დღესასწაული აღინიშნა, გიმნაზიასთან არსებული ანსამბლიც მონაწილეობდა.

             

            23.04.23

          • გილოცავთ

          • ⚜️ 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა.

            ⚜️წიგნის საერთაშორისო დღის მთავარ მიზანს წიგნის მნიშვნელობისა და საავტორო უფლებების დაცვის ხაზგასმა წარმოადგენს,

            ⚜️ დღის მთავარი საჩუქარი კი წიგნები და ყვავილებია.

            #გიმნაზია

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.