• 25 ნოემბერს - 152 წლის წინ დაიბადა ელისაბედ ორბელიანი (1871-1942) მთარგმნელი, პოეტი.

          • გიმნაზიის მოსწავლეები გაეცნენ ელისაბედ ორბელიანის ბიოგრაფიას და მის შემოქმედებას.

             

             ვაჟა:

            „რა მოვიგონო, ან რა დავწერო,

            დღე და ღამ ვსტირი, გულსა მწვავს სევდა,

            ერთი დარდი მაქვს, ერთი ნაღველი,

            საგნის ნაღველი – ქართველი დედა,

            იმასთან ერთად ივერის ბედი,

            დღეს უპატრონო, – მას უნდა შველა

            და ალბომებში ლექსების წერით

            გახდება რამეს ვაჟა-ფშაველა?!“


            აკაკი :

            „თვალად, ტანად, მიხვრა-მოხვრით

            პოეტურად შემკობილო,

            მომღიმარო, უებარო

            მოსაუბრე, ენა ტკბილო,

            ვით ცის მნათობს, გულის გამთბობს

            ვერ გაშორებ შორით თვალსა,

            სანამ შენგან გამოველი

            სანუგეშო მომავალსა.

            გახსოვდეს, რომ ქართველი ხარ,

            იმის ნიადაგზე მდგარი

            და მხოლოდ ის აგამაღლებს,

            ვით გაზრდილი მეგობარი“.

             

             

             

            #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა

          • მშობელთა კრება.

          • 16 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მშობელთა საერთო კრება გაიმართა.

             კრება წარმართა გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ .

            შეხვედრას ესწრებოდნენ   გიმნაზიის მოძღვრები, მშობლები და მასწავლებლები. საუბრის თემა ეხებოდა მიმდინარე სასწავლო წლის პროცესებს, გიმნაზიის პედაგოგთა და მოსწავლეთა მიღწევებს, სასწავლო პროცესში მიმდინარე სიახლეებს და გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე, სწავლის ხარისხის ამაღლების და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის წამატებით მიმდინარე   პროცესებზე.

            შეხვედრის დასასრულს გიმნაზიის მოძღვრებმა დალოცეს შეკრებილი საზოგადოება და ყურადღება გაამახვილეს მოსწავლეების სულიერი განვითარების მნიშვნელობაზე.აღნიშნული კრებები გიმნაზიაში დადგენილი წესით და საჭიროებისამებრ  სისტემატიურად იმართება .

          • 14 ნოემბერი პოეტი მურმან ლებანიძის დაბადების დღეა.

          • უფლისციხესთან ..

            უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთიარა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტიარ გამაჩნია!

            მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტიარ გამაჩნია!

            მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედიდა კითხვა: „ვინ ვის“ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნაარ გამაჩნია!

          • 14 ნოემბერი.

          • 14 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის ბიბლიოთეკაში  საბავშო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღინიშნა. 📚 მწერლის ბიოგრაფია, ნაწარმოებები და პერსონაჟები დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ღონისძიების ორგანიზატორმა , ბიბლიოთეკარმა ნატალია იკოშვილმა გააცნო. მოსწავლეებთან ერთად    წაიკითხა ავტორის ნაწარმოებებიდან ამონარიდები და საყვარელი  გმირების შესახებ  ერთად იმსჯელეს , თემატური ილუსტრაციები გააფერადეს და  მუსიკალური ნომრები შეასრულეს .

             ✨დღეს, ბავშვების საყვარელი მწერლის დაბადების დღემ  გიმნაზიას პეპის და კარლსონის მოყვარული ბავშვების ჟრიამული  ხალისიანი განწყობა და  წარმატებული დღე აჩუქა. 

            #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა#საბავშვო_წიგნები

          • გილოცავთ.

          • 🕊🏆 10 ნოემბერს , საქართველოს საპატრიარქოს წინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გოგონათა გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშებზე გოგონათა ფეხბურთში  I ადგილი მოიპოვა.

            🏆🥇გამარჯვებულ გუნდს თასი , მედალი და სიგელი გადაეცა.

            #ყვარლის_მუნიციპალური_თამაშები

            #გიმნაზია

          • ილიას კვირეული გიმნაზიაში

          • კვირეულის ფარგლებში დაწყებითი კლასების კათედრამ საღვთო სჯულის მასწავლებელთან,  ნანა არჩუაძესთან ერთად  განახორციელა წმინდა ილია მართლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქტივობები, მოსწავლეები გაეცნენ ილიას ცხოვრებას, მოღვაწეობას. მისი შემოქმედებიდან წარმოადგინეს ლექსები, გამონათქვამები, გამოცანები.

             პირველ - მეორე კლასელებმა ილიას ლექსიდან მიღებული შთაბეჭდილებით შექმნეს ნახატები, დაამზადეს პლაკატი. ბოლოს კი მისდამი თავიანთი დამოკიდებულება მადლიერების წერილებით გამოხატეს.

             

            #ილიას_კვირეული_გიმნაზიაში 

          • #ილიაობა

          • "ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია... ყველას გულში, - ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, - ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს... რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის... ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა."წმინდა ილია მართალი

          • ქართული ცეკვის შემსწავლელი წრე იწყება....

          • 3 ნოემბერს , 13 სთ-სა და 30წთ_ზე, გიმნაზიაში   გაიმართება მოსწავლეთა შეხვედრა ქართული ცეკვის წრის ხელმძღვანელთან ხვიჩა გოგიჩაძესთან. 

            ქართული ცეკვის შემსწავლელი წრე გიმნაზის მოსწავლეებისთვის არის უფასო  და მიზნად ისახავს  ესთეტიკური აღზრდის ხელშეწყობას.

          • გილოცავთ 🏃

          • 🕊️2 ნოემბერს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გეზრბენში  გიმნაზიის გოგონათა გუნდის დებიუტი შედგა.

            ✨გილოცავთ წარმატებას!

            #გეზრბენი

            #გიმნაზია

            #მუნიციპალური_თამაშები_ყვარელში 2023

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.