19 მარტს გაიმართა ოლიმპიადა
,,სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის"
ა (ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიიდან 4 გუნდი და 12 მოსწავლე მონაწილეობს.
2021 წლის სექტემბრიდან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ესტონურ ორგანიზაციასთან „Jaan Tõnnissoni Instituut“ თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამა. პროექტი მიზანად ისახავს მოსწავლეების კომპეტენციის ზრდას მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ და ამ მიზნით სამეტაპიანი ეროვნული ციფრული ოლიმპიადის მოწყობას.
პირველ ეტაპზე, მოსწავლეთა გუნდების წარმომადგენლები, ინდივიდუალურად ეცდებიან მოიპოვონ საუკეთესო შედეგი ციფრულ ოლიმპიადაში, რომელიც ძირითადად ცოდნის და ლოგიკური მსჯელობის შესამოწმებელი კითხვებისგან შედგება. თითოეული ჯგუფის მიზანია მიიღოს უმაღლესი შეფასება და აღმოჩნდეს რეიტინგით იმ საუკეთესო 200 გუნდში, რომელიც ასპარეზობას ოლიმპიადის შემდეგ ეტაპზე განაგრძობს.
მეორე ეტაპზე გადასული გუნდები მიიღებენ კომპლექსური დავალების პირობას, რომლის შესრულებისთვის და წარდგენისთვის მათ შესაბამისი დრო მიეცემათ.
ოლიმპიადის მესამე ტური გულისხმობს მოსწავლეების მიერ სასკოლო და სათემო ინიციატივების განხორციელებას.
ბოლო ორი ეტაპის შედეგებს გამოავლენს მიუკერძოებელი ჟიური.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და Jaan Tõnnissoni Instituut კონკურსის ყველა ეტაპზე დაიცვას მოსწავლეთა ინტერესებს.
რეგიონების მიხედვით, ოლიმპიადაში გამოვლენილი საუკეთესო ათი გუნდისთვის მოეწყობა სახაფხულო ბანაკი, სადაც ეროვნულ დონეზე საუკეთესო სამი გუნდი დასახელდება
გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ სიმბოლურ პრიზებს, ხოლო ფინალისტი 10 გუნდის მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის სასწავლო ვიზიტში.