• 1/06/2022

          • საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ ნინოობას!

            ”დაო და დედაო!

            ღვთისმშობლის დობილო.

            შენზე ვართ დანდობილი.

            და შენი შენდობით

            არ გადავშენდებით.”

             

            გრიგოლ რობაქიძე

          • ,,ანბანის გაცილება"

          •  I - კლასი 

             დამრიგებელი: ნინო ლომიძე 

            25.05.2022

              ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის პირველკლასელებმა ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს ქართულ ანბანს და დედა ენას. 

            პატარებმა პატივი მიაგეს ჩვენს უძველეს და უმდიდრეს მშობლიურ ენას, მხიარულად გააცილეს ანბანი.

          • გიმნაზიელი კურსდამთავრებულები 24/05/2022

          • საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს  გილოცავთ სკოლის დამთავრებას.

            „დაიმახსოვრეთ, თუ გეცოდინებათ გულწრფელი მადლობის  და ბოდიშის გადახდა თქვენ გექნებათ მშვიდობა,  მიიღეთ კარგი განათლება და ემსახურეთ ქვეყანას, პატივი ეცით მშობლებს ."

                                                                                                                   ნეკრესელი მიტროპოლიტი  სერგი

                                                                                                                   მაისი 2020 წელი

             

            ნეკრესის ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტი თეოდორეს  ლოცვა-კურთხევით,  საქართველოს საპატრიარქოს ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მეთორმეტე კლასის კურსდამთავრებულთათვის , გიმნაზიის მოძღვრებმა  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის   პარაკლისი გადაიხადეს და  შეკრებილი ახალგაზრდები,თანატოლებთან ერთად  დალოცეს :

            “გილოცავთ , გიხაროდეთ ,  გფარავდეთ ყოვლადწმინდა სამების მადლი, მშვიდობიან საქართველოში გეცხოვროთ.  გიყვარდეთ ერთმანეთი და გაუფრთხილდით მეგობრობას. არასდროს  შეგეშინდეთ_ ჩიხი არ არსებობს,  გვიგულეთ თქვენს იმედად. ღმერთმა მოგმადლოთ  სიყვარულისა და სულიწმინდის მადლი."

                                                                                    დეკანოზი ბადრი არჩუაძე

            ქრისტიანობა, სიყვარული და ღმერთთან ურთიერთობა, ის რასაც მეუფე სერგი გაკვეთილებზე  გასწავლიდათ და სკოლაში ნერგავდა გისურვებთ  გაატაროთ თქვენს ცხოვრებაში. მიყვარხართ ,ღმერთმა დაგლოცოთ, მადლობა თქვენს დამრიგებელს ეთერი მასწავლებელს.

            გისურვებთ წარმატებას და გლოცავთ.

            მღვდელი  გიორგი გაფრინდაშვილი

             

            მადლობას გიხდით სტუმრებს მობრძანებისა და დღევანდელი სიხარულის გაზიარებისთვის.  მადლობა კლასის დამრიგებელს ეთერი მასწავლებელს და ყველა პედაგოგს რომლებიც ჩვენს მეთორმეტე კლასელებს პირველი კლასიდან დღემდე მათი სწავალა-განათლების პროცეში იყავით ჩართული, მადლობა თქვენ ბავშვებო იმ მადლიერების გამოხატვისა და გააზრებისთვის რასაც მეუფე სერგი მუდამ გვასწავლიდა.

            მეუფე სერგის  სკოლის დამთავრების შემდგომ არ შეუწყვიტავს ურთიერთობა თავის კლასელებთან , სიცოცხლის ბოლომდე ყოველ წელს იკრიბებოდნენ, სიყვარულით, იმედით, ნუგეშით  და სიხარულით ავსებდნენ ერთმანეთს. გისურვებთ არ დაკარგოთ ერთმანეთი, ყოველთვის გქონდეთ მადლიერების გრძნობა, კეთილი საქმის კეთების უნარი და მეგობრობის მადლი. 

             

                                                                                                                                      გიორგი არჩუაძე

                                                                                                                                         დირექტორი

             

              მეთორმეტე კლასის დამრიგებელმა ეთერ რუსიაშვილმა  მადლიერება გამოხატა სკოლის პედაგოგების, ადმინისტრაციის და მმართველი მღვდელმთავრების მიმართ, სიყვარულით დალოცა მოსწავლეები ,გაიხსენა მათი ბავშვობა  და ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე როგორც კლასის დამრიგებელს, მასწავლებელს  და მშობელს ჰქონდა.  

            სკოლის ბოლოზარი მეთორმეტეკლასელებმა  შემოქმედებითად და მხიარულად აღნიშნეს ღონისძიება დასრულდა მათი კლასელის ვიდეოზარით, რომელიც ევროპიდან დიდი სიყვარულით ჩაერთო თანატოლებს .

            ყვარლის გიმნაზიაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად კურსდამთავრებულებმა    გიმნაზიის ეზოში ხე დარგეს რომელზეც იზრუნებენ.

            ღონისძიებას ესწრებოდნენ  გიმნაზიის მოსწავლეები, მშობლები , პედაგოგები, ყვარლის კულტურის სამსახურის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტის და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები.

             

                                                                                                                                                               24.05.2022

             

          • წარმატების ბოლო ზარი 24/05/2022

          • ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მე-12 კლასელები ბოლო ზარისთვის ემზადებიან.

            24 მაისს ბოლოჯერ დაირეკება ზარი მე-12 კლასელებისთვის

          • ,,მშვიდობის ბანაკი" გიმნაზიაში

          •   წარმატებები ჩვენ გიმნაზიელებს!

             შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სექტემბრიდან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ესტონურ ორგანიზაციასთან „Jaan Tõnnissoni Instituut“ თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.

            ოლიმპიადის მესამე ტური გულისხმობს მოსწავლეების მიერ სასკოლო და სათემო ინიციატივების განხორციელებას.

             პროექტი მიზანად ისახავს მოსწავლეების კომპეტენციის ზრდას მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ და ამ მიზნით სამეტაპიანი ეროვნული ციფრული ოლიმპიადის მოწყობას.

            რეგიონების მიხედვით, ოლიმპიადაში გამოვლენილი საუკეთესო ათი გუნდისთვის მოეწყობა საზაფხულო ბანაკი, სადაც ეროვნულ დონეზე საუკეთესო სამი გუნდი დასახელდება

            გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ სიმბოლურ პრიზებს, ხოლო ფინალისტი 10 გუნდის მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის სასწავლო ვიზიტში.

             

             

          • საინფორმაციო შეხვედრა

          • ➡️კოლეჯი ,, პრესტიჟი''  ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიას ესტუმრა.   

            ➡️მიმდინარე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კოლეჯის თნამშრომლებმა გამართეს საინფორმაციო შეხვედრა გიმნაზიის მოსწავლეებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან. 

          • როლური თამაში

          • 5/5/2022

            ქართული ზღაპარი ,, ნახევარწიწილა" 

            მოსწავლეებმა გაინაწილეს როლები და დადგეს პატარა სპექტაკლი.

            დამრიგებელი: ხატია ჭაღოშვილი

            III-კლასი

          • ვიქტორინა

          •  5 მაისს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ჩატარდა ვიქტორინა ,, საქართველო ეს ჩემი სამშობლოა".

            ვიქტორინაში მონაწილეობას იღებდნენ VI-კლასის მოსწავლეები.

             

            ვიქტორინის ორგანიზატორია: გეოგრაფიის უფროსი პედაგოგი: ლია ხუციშვილი

            ჟიურის წევრები: 

            ნინო შუხოშვილი

            მაია გივიშვილი

            თამარ ავაზაშვილი

          • გილოცავთ

          • ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

          • მილოცვა

          • წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის სახელით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს სიყვარულით ვულოცავთ დაბადების დღეს. 

            დედაღვთისმშობლის მეოხებით ღმერთმა მოგმადლოთ მეუფეო დღეგრძელობა ქვეყნისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ! 

            მრავალჟამიერ! 

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.