რთველი გიმნაზიაში 23/09/2022
III-კლასი
- 2
II-კლასი
რთველი გიმნაზიაში
23/09/2022
14
I- კლასი
რთველი გიმნაზიაში 23/09/2022
12
19/09/2022
საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნააზიის დამმაარსებელის მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა...
19/09/2022
ღმერთმა აცხონოს ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის სული და დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა.
7
21/09/2022
დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ნეკრესის ეპარქიის მმართველმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა.
III-კლასი
საგაკვეთილო პროცესი
დამრიგებელი: ხატია ჭაღოშვილი
4
სტუმრად ყვარლის მთავარ ბიბლიოთეკაში I-კლასი
ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორის ქალბატონ მაია ზარდიაშვილის მიწვევით, საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის პირველ კლასელებს ქალაქის მთავარმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.
მოსწავლეებს, მათ შორის მშობლებს და კლასის დამრიგებელს წიგნის ფონდი და საბავშვო ლიტერატურა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ქალბატონ ნინო მიქელაძემ გააცნო.
შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა პოეზიის ხუთი წუთით გაგრძელდა და ბავშვები დადებითი ემოციებით აავსო...
17
14 სექტემბერს სასწავლო წელი დაიწყო! 2022-2023
საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში
2022-2023 სასწავლო წელი, 14 სექტემბერს ღვთისმშობლის პარაკლისით და ღონისძიებით დაიწყო.
გიმნაზიის ადმინისტრაციამ, მოძღვრებმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს და მშობლებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს.
შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ :
„ წინ მრავალი მნიშნელოვანი შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიება გვაქვს , მთავარია ყოველთვის გვახსოვდეს რომ, გიმნაზიას თოთოეული ჩვენთაგანი ქმნის და სასკოლო ცხოვრებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ .
გიმნაზიის დამაარსებელმა მიტროპოლიტმა სერგიმ შემდეგი სიტყვები გვიანდერძა:
„დაიმახსოვრეთ , თუ გეცოდინებათ გულწრფელი მადლობისა და ბოდიშის გადახდა, თქვენ გექნებათ მშვიდობა. მიიღეთ კარგი განათლება და ემსახურეთ ქვეყანას, პატივი ეცით მშობლებს. იშრომეთ, ირწმუნეთ ღმერთი, ილოცეთ და გიყვარდეთ.“
ეს სიტყვები დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი ცხოვრებისა და წარმატებისთვის.
ასევე დაგლოცათ ნეკრესის ეპარქიის მმართველმა და გიმნაზიის დირექტორმა მიტროპოლიტმა თეოდორემ, რომელიც გიმნაზიის ყველა წარმატების და სიხარულის მოზიარეა.
ჩვენ ვცდილობთ, თქვენთან ერთად და თქვენთვის შევქმნათ ის სივრცე, სადაც სულიერი, ინტელექტუალური, ფიზიკური და აკადემიური უნარების განვითარების პარალერულად, უსაფრთხო და სიყვარულით სავსე გარემოში თავს იგრძნობთ ბედნიერად. “
გიმნაზიამ ახალი სასწავლო წელი სასიხარულო ამბებით დაიწყო.
2022-2021 წლის ღონისძიებები შეაჯამა და სიგელით დაჯილდოვნდნენ საერთაშორისო სასკოლო პროექტში _ „სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ _ მონაწილე და გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებელი ნინო შუხოშვილი.
ასევე არსებული ტრადიციის თანახმად, ყველა პირველ კლასელს საჩუქრად, სასწავლო სახელმძღვანელოები გადაეცათ და მათთვის მცირე მუსიკალური ღონისძიება გაიმართა.
30
მილოცვა
სააღმზრდელო მიმართულებით, გიმნაზიის მოსწავლეთა განვითარებაზე მზრუნველ და პასუხისმგებელ მოძღვარს , მღვდელს გიორგი გაფრინდაშვილს ვულოცავთ დაბადების დღეს. ღვთის მადლით ულევ სიხარულს, ჯანმრთელობას , კეთილდღეობას და წარმატებას ვუსურვებთ.
გიმნაზიელები ბანაკში.
✅პეოექტის “სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის” ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები -10 გუნდი საქართველოს მასშტაბით და მათ შორის
✅საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლეები:
✅დიანა ონიანი
✅ლიზი შუხოშვილი
✅ნიკა ქებაძე
მიმდინარე წლის 15-20 ივლისს, მონაწილეობდნენ საზაფხულო ბანაკში, ბაკურიანში.
✅მოსწავლეები დასაჩუქრდნენ სიმბოლური პრიზებით.
✅ პროექტი „სამოქალაქო განათლების მდგრადი განვითარებისთვის“ ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და „Jaan Tõnnissoni Instituut-ის" პარტნიორობით.
✅ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამა“.
გიმნაზიის მორიგი წარმატება!
✅დასრულდა პროექტი “სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის”. ✅ოლიმპიადაში მონაწილეობდა საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გუნდი, რომელმაც კახეთის რეგიონის მასშტაბით გაიმარჯვა.✅ გამარჯვებული გუნდის წამყვანი პედაგოგი ნინო შუხოშვილი სხვა რეგიონის მასწავლებლებთან ერთად სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ესტონეთში, სადაც გამოცდილების გაზიარების მიზნით ვიზიტის ფარგლებში სტუმრობდნენ სკოლებს, უნივერსიტეტებს, პარლამენტს, მთავრობის სასახლეს, საქართველოს საელჩოს...მოინახულეს ხვადასხვა ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლები✅გამარჯვებულ პედაგოგებს გადაეცათ სერთიფიკატები.
5
გიმნაზიის მორიგი წარმატება!
✅4-5 ივნისს ინდოეთში ჩატარდა მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი (24საათიანი) უწყვეტი გარემოსდაცვითი ონლაინ ღონისძიება.
✅ღონისძიებაში საქართველოს სახელით მონაწილეობდა საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელიბის ყვარლის გიმნაზია.
✅წარადგინეს ვიდეორგოლი, რომლითაც შეუერთდნენ მოწოდებას ,,There is one earth. act now!"
✅ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებელს გადაეცათ მადლობის სიგელები.
1
მილოცვა
✅17 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში , პროექტის „სასკოლო განათლების მენეჯმენტი” მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართა.
➡️სერთიფიკატები გადაეცათ საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი არჩუაძეს და ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელს ნინო შუხოშვილს.
✅ტრენინგ-კურსი: „სასკოლო განათლების მენეჯმენტი“, სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის სხვა წევრებისათვის (სასწავლო ნაწილი, ხარისხის მართვის მენეჯერი) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტების მიერ მომზადდა.
➡️„პროექტის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა, სკოლის დირექტორებს და მმართველი რგოლის წევრებს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება მენეჯმენტისა და მართვის თანამედროვე მეთოდებზე და იმ სამართლებლივ ნორმებსა და დებულებებზე, რომლებიც დღეს აქტუალურია სასკოლო განათლების სისტემაში.“
✅სიახლე!
✍️ 2022-2023 სასწავლო წლისთვის , საპატრიარქოს განათლების ცენტრისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე , ცენტრში შემავალ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა აბიტურიენტებს უნივერსიტეტი სწავლის საფასურის 40% -იან საშეღავათო პირობას სთავაზობს.
მილოცვა
ვულოცავთ გიმნაზიას.
ქართველი და ესტონელი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ ოლიმპიადის "სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის" ფინალისტი გუნდები გამოავლინა.
კონკურსის მესამე ეტაპის ნამუშევრები განსაკუთრებით საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ჟიურის ხანგრძლივი მუშაობა მოუწია, რომ საუკეთესოთა შორის ჯერ მოკლე სია (შორთლისთი) და შემდგომ 10 წარმატებული ინიციატივა შეერჩია - ამისთვის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს გულითად მადლობას გიხდით, გამარჯვებულ გუნდებსა და მათ მასწავლებლებს კი ვულოცავთ ფინალში გადასვლას!
აქვე გაცნობებთ, რომ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მოკლე სიაში მოხვედრილ მესამე ტურის მონაწილე მოსწავლეებს სულ მალე ახალ საინტერესო შესაძლებლობას წარუდგენს! (სია 15 ივნისს გამოქვეყნდება).
თავლი გვადევნეთ!
ამხანაგური შეხვედრა ფრენბურთში
საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიამ უმასპინძლა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფლის II- საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
ანგარიში 3:1 გიმნაზიელების სასარგებლოდ.
ვულოცავთ გიმნაზიელებს.
10/06/2022
მიმდინარეობს პირველკლასელთა რეგისტრაცია
საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მიმდინარეობს პირველკლასელთა რეგისტრაცია 2022-2023 სასწავლო წლისათვის.
საბუთების მიღება 10-საათიდან 13-საათამდე, შაბათ კვირის გარდა.
მშობელმა მოსწავლის პირველ კლასში რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე)
- მოსწავლის დაბადების მოწმობა ნოტარიულად დამოწმებული.
- ერთი ფოტო სურატი 3x4 (ფერადი) .
- ჯანმრთელობის ცნობა.
- მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
ამხანაგური შეხვედრა ფრენბურთში
01/06/2022
საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიამ უმასპინძლა ქ. ყვარლის I და II საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
გილოცავთ
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა
ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.
,,ეს ოთხი წელი" გამოსაშვები ღონისძიება
IV-კლასი
დამრიგებელი წამყვანი პედაგოგი: ნანა ლოლიაშვილი
საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)ა იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მეოთხე კლასელები ლამაზი ღონისძიებით დაემშვიდობნენ განვლილ ოთხ წელიწადს და პირველ მასწავლებელს.
გაიხსენეს სკოლაში მისვლის პირველი დღე, პირველი ემოცია, ისაუბრეს გიმნაზიის დაარსებაზე, გაიხსენეს ოთხწლიანი მეგობრობის სახალისო ისტორიები, იმღერეს, იცეკვეს, წარმოთქვეს ლექსები. თანაკლასელებს შეურჩიეს ნომინაციები, გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.
ეს დღე იყო დაუვიწყარი და ემოციური ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლისთვის.
21
სიახლეების არქივი